მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 17

1ხოლო იქმნა აბრაამ წელთა ოთხმეოცდაათცხრამეტთაჲ. და გამოუჩნდა უფალი აბრაამს და ჰრქუა მას: მე ვარ ღმერთი შენი. სათნო იყავ წინაშე ჩემსა და იქმენ უბრალოჲ.

2და დავდვა აღთქუმაჲ ჩემი შორის შენსა და განგამრავლო ფრიად ფრიად.

3და დავარდა აბრაამ პირსა ზედა თჳსსა და ჰრქუა მას ღმერთმან მეტყუელმან:

4და აჰა, აღთქუმაჲ ჩემი შენ თანა და იყო შენ მამაჲ მრავალთა თესლთა.

5და არა გეწოდოს მერმეცა სახელი შენი აბრამ, არამედ იყოს სახელი შენი აბრაჰამ, რამეთუ მამად მრავალთა თესლთა დაგდევ შენ.

6და აღგაორძინო შენ ფრიად ფრიად და დაგდვა შენ ნათესავად, და მეფენი შენგან გამოვიდენ.

7და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი შორის ჩემსა და შორის შენსა და შორის თესლისა შენისა ნათესავთა მიმართ მათთა აღთქუმად საუკუნოდ, ყოფად შენდა მე ღმრთად და თესლისა შენისა შენ თანა ქუეყანასა, რომელსა ჰმსხეობ, ყოველი ქუეყანაჲ ქანანისაჲ.

8მიგცე შენ და თესლსა შენსა შენ თანა სამკჳდრებელად საუკუნოდ და ვიყო მათდა ღმერთ.

9და თქუა უფალმან აბრაჰამის მიმართ ხოლო შენ აღთქუმაჲ ჩემი დაიცვა, შენ და თესლმან შენმან ნათესავთა შინა მათთა.

10და ესე არს აღთქუმაჲ, რომელ დაიმარხო შორის ჩემსა და თქუენსა და შორის ნათესავისა შენისა შემდგომად შენსა ვიდრე ნათესავთამდე,

11წინა-დაიცჳთოს თქუენმან ყოველმან წულმან. და წინა-დაიცჳთოთ ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა და იყოს სასწაულ აღთქუმისა ჩემდა და თქუენდა.

12და ყრმამან რვისა დღისამან წინა-დაიცვითოს თქუენმან ყოველმან წულმან ნათესავსა შორის თქუენსა, სახლისწულმან და ვერცხლით ფრდილმან ყოვლისაგან ძისა უცხოჲსა, რომელ არს თესლისაგან შენისა, წინა-დაცვეთით წინა-დაიცვითოს სახლისწულმან სახლისა შენისამან ღა ვერცხლით ფრდილმან.

13და იყოს აღთქუმაჲ ჩემი ჴორცსა ზედა თქუენსა აღთქუმაჲ საუკუნოჲ.

14და წულმან რომელმან არა წინა-დაიცვითოს ჴორცი წინა-დაუცვეთელობისა მისისა, მოისპოს სული იგი ნათესავისაგან მისისა, რამეთუ აღთქუმაჲ ჩემი განაქარვა.

15და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: სარას ცოლსა შენსა არა ეწოდოს სარაჲ, არამედ სარრაჲ იყოს სახელი მისი.

16ხოლო ვაკურთხო იგი და მოგცე მისგან შვილი და ვაკურთხო იგი და იყოს ნათესავად და მეფენი ნათესავთანი მისგან გამოვიდენ.

17და დავარდა აბრაჰამ პირსა ზედა თჳსსა და განიცინნა და თქუა გონებასა თჳსსა: უკუეთუ ასისა წლისასა ესუას ძე და სარრა ოთხმეოცაათისა წლისამან შუეს.

18და თქუა აბრაჰამ ღმრთისა მიმართ: ისმაილ ესე ცხოვნდინ წინაშე შენსა.

19და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ჰე, აჰა, ცოლმან შენმან გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი ისაკ. და დავადგინო აღთქუმაჲ ჩემი მისსა მიმართ აღთქუმად საუკუნოდ ყოფად მე მისდა ღმერთად და თესლისა მისისა მის თანა.

20ხოლო ისმაილისთჳს, აჰა, ვისმინე შენი, აჰა, ვაკურთხე იგი და განვამრავლო იგი ფრიად, ათორმეტნი ნათესავნი შვნეს და ვყო იგი ნათესავად დიდად.

21ხოლო აღთქუმაჲ ჩემი დავადგინო ისაკის მიმართ, რომელი გიშვეს შენ სარრა ჟამსა ამას წელიწადსა მეორესა.

22დაასრულა მეტყუელმან მისსა მიმართ და ამაღლდა უფალი აბრაჰამისაგან.

23და მოიყუანა აბრაჰამ ისმაილ, ძე თჳსი, და ყოველნი სახლისწულნი და ყოველნი ვეცხლით ფრდილნი თჳსნი და ყოველი წული მამათა სახლსა შინა აბრაჰამისსა და წინა-დასცჳთა დაუცვეთელებაჲ მათი ჟამსა მის დღისასა, ვითარცა ჰრქუა მას ღმერთმან.

24ხოლო აბრაჰამ იყო ოთხმეოცდაათცხრამეტისა წლისა, რაჟამს დაიცჳთა ჴორცი დაუცვეთელობისა თჳსისა.

25ხოლო ისმაილ, ძე მისი, ათცამეტის წლის, რაჟამს წინა-დასცჳთა წინადაუცვეთელებაჲ ჴორცისა მისისაჲ.

26ჟამსა მას მის დღისასა წინა-დაიცჳთა აბრაჰამ და ისმაელ, ძემან მისმან.

27და ყოველთა კაცთა სახლისა მისისათა და სახლის ნაშვთა და ვეცხლით ფრდილთა უცხოთესლთაგან ნათესავთა წინა-დასცჳთა მათ.


წინა თავი შემდეგი თავი