მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 42

1და ვითარცა იხილა იაკობ, რამეთუ არს სასყიდელი ეგჳპტეს, ჰრქუა ძეთა თჳსთა: რაჲსა უდებ ხართ.

2აჰა, მესმა, ვითარმედ არს იფქლი ეგჳპტედ, შთავედით მუნ და მიყიდეთ ჩუენ მცირედ საზრდელი, რათა ვცხოვნდეთ და არა მოვსწყდეთ.

3და შთავიდეს ძმანი იოსებისნი ათნი ეგჳპტედ სყიდად იფქლისა.

4ხოლო ბენიამენ, ძმაჲ იოსებისი, არა წარავლინა ძმათა მისთა თანა, რამეთუ თქუა: ნუუკუე სნეულებაჲ რაჲმე ხუდეს გზასა ზედა.

5მოვიდეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტედ სყიდად მომავალთა თანა. ხოლო იყო სიყმილი ქუეყანასა-ცა ქანანისასა.

6ხოლო იოსებ იყო მთავარ ქუეყანასა მას და ესე მიჰყიდდა ყოველსა ერსა ქუეყანისასა. და მოვიდეს ძმანი იოსებისნი და თაყუანის-სცეს მას პირსა ზედა ქუეყანისასა.

7და ვითარცა იხილა იოსებ ძმანი თჳსნი, იცნა იგინი და არა გამოეცხადა მათ, არამედ ეტყოდა ფიცხელად და ჰრქუა მათ: ვინა მოხუალთ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქუეყანით ქანანისათ სყიდად საზრდელისა.

8იცნა იოსებ ძმანი თჳსნი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი.

9მოეჴსენა იოსებს ჩუენებაჲ იგი, რომელ იხილა მან და ჰრქუა მათ: მსტოარნი ხართ და ალაგთა სოფლისათა მისრულ ხართ ხილვად.

10ხოლო მათ ჰრქუეს: არა, უფალო, მონანი შენნი ვართ და მოვედით სყიდად საზრდელისა.

11ჩუენ ყოველი ძმანი ვართ და ძენი ერთისა კაცისანი მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

12ჰრქუა მათ იოსებ: არა, არამედ ალაგთა სოფლებისათა მოსრულ ხართ ხილვად.

13ხოლო მათ ჰრქუეს: ათორმეტნი ვიყვენით ჩუენ ძმანი, მონანი შენნი, ქუეყანასა ქანანისსა. და ერთი უმრწემესი ჩუენი მამისა თანა არს დღეს, ხოლო ერთი იგი არა არს ჩუენ შორის.

14ჰრქუა მათ იოსებ: ესე იგი არს, რომელსა გეტყოდე თქუენ, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

15ამით საცნაურ იყვნეთ: უკუეთუ მშჳდობისანი ხართ, ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, არა განხჳდეთ ამიერ, ვიდრე არა მოვიდეს აქა ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი.

16წარავლინეთ ერთი თქუენგანი და მოიყუანეთ იგი აქა. ხოლო თქუენ გიპყრნე კრძალულად, ვიდრე განცხადნენ სიტყუანი თქუენნი, გინა თუ ჭეშმარიტ არიან, გინა არა. უკეთუ არა ვფუცავ ცხორებასა ფარაოსსა, ვითარმედ მსტოვარნი ხართ.

17და შესხნა იგინი საპყრობილესა სამ დღე.

18და მესამესა დღესა ჰრქუა მათ: ესე ჰყავთ და სცხოვნდეთ, რამეთუ მე ღმრთისა მეშინის.

19უკუეთუ ხართ მშჳდობისანი. ძმაჲ თქუენი ერთი დავიყენო საპყრობილესა შინა, ხოლო თქუენ წარვედით და წარიღეთ სყიდული ეგე იფქლი თქუენი

20და ძმა იგი თქუენი მოიყუანეთ ჩემდა, და მაშინ-ღა თუ სარწმუნო იყვნენ სიტყუანი ეგე თქუენნი; უკეთუ არა, მოსწყდეთ. ხოლო მათ ჰრქუეს: ეგრე.

21და ჰრქუა კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა: ჰე, ცოდვასა შინა ვართ ძმისათჳს ჩუენისა, რამეთუ უგულებელს-ვყავთ ჭირი სულისა მისისა, რაჟამს-იგი გვევედრებოდა ჩუენ და არა ვისმინეთ მისი. ამისთჳს მოიწია ჩუენ ზედა ყოველი ესე ჭირი.

22მიუგო რუბენ და ჰრქუა მათ: არა გეტყოდი-ა თქუენ და გარქუ: ნუ ავნებთ ყრმასა მაგას? და არა ისმინეთ ჩემი, აწ, ესერა, სისხლი მისი იძიების.

23ხოლო მათ არა იცოდეს, ვითარმედ ესმის იოსებს, რამეთუ თარგმანი დგას მათ შორის.

24მიიქცა გარე მათგან იოსებ და ტიროდა. მერმე მოუჴდა და ჰრქუა მათ ეგრევე.

25და შეიპყრა სჳმეონ და შეკრა მათ წინაშე. და უბრძანა იოსებ აღვსებად ჭურჭელნი მათნი იფქლითა და მიცემად კაცად-კაცადისა ვეცხლი ძაძასა თჳსსა და მიცემად საგზალი გზასა ზედა და უყვეს მათ ეგრე.

26და აღჰკიდეს იფქლი ვირთა მათთა და წარვიდეს მიერ.

27განჴსნა ერთმან ტჳრთსა, რათა-მცა სცა საზრდელი ვირთა სადგურსა ზედა, და იხილა კრული იგი ვეცხლი თჳსი, რამეთუ იყვა ზედა კერძო ძაძასა მისსა

28მიუგო და ჰრქუა ძმათა თჳსთა: კუალად მომეცა მე ვეცხლი ჩემი და, აჰა, იგი ვაშკარანსა ჩემსა არს. და განუკრთა გული მათი და შეშფოთნეს ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ ესე მიყო ჩუენ ღმერთმან?

29და მოვიდეს იგინი იაკობისა, მამისა მათისა, ქუეყანად ქანანისა, უთხრეს მათ ყოველი, რაჲცა შეემთხჳა და ეტყოდეს:

30მეტყოდა ჩუენ კაცი იგი, უფალი მის ქუეყანისა ფიცხლად და შემსხნა საპყრობილესა, ვითარცა მსტოვარნი ქუეყანისანი.

31ხოლო ჩუენ ვარქუთ მას: რამეთუ მშჳდობისანი ვართ და არა მსტოვარნი.

32ათორმეტნი ვიყუენით ჩუენ ძენი ერთისა მამისანი, ერთი იგი არა შოვრის არს, ხოლო ერთი იგი უმრწამესი მამისა ჩუენისა თანა არს ქუეყანასა ქანანისსა.

33და მრქუა ჩუენ კაცმან მან, უფალმან მის ქუეყანისამან: ამით ვცნა, რამეთუ მშჳდობისანი ხართ, ძმაჲ ერთი თქუენგანი აქა დაუტევეთ ჩემ თანა და სყიდულიცა იგი იფქლი, რომელი მიგიღებიეს, მიართჳთ ვანსა თქუენსა და წარვედით.

34და ძმაჲ იგი თქუენი უმრწემესი მოიყუანეთ ჩემდა და ვცნა, რამეთუ არა მსტოვარნი ხართ, არამედ მშჳდობისანი, მიგცე ძმაჲ ესე თქუენი და ქუეყანასა ამას იქცეოდეთ და ვაჭრობდეთ.

35და იყო, ვითარცა წარმოაცალიერებდეს ძაძათა მათთა, იპოვა შეკრული ვეცხლი კაცად-კაცადისა ძაძასა თჳსსა. და ვითარცა იხილეს შეკრულები იგი ვეცხლი მათი და შეეშინათ.

36და ჰრქუა იაკობ, მამამან მათმან: მე უშვილო მქმენით, იოსებ არა არს, სჳმეონ არა არს და ბენიამენ-ღა მიმიღოთ, ჩემ ზედა იქმნა ესე ყოველი.

37მიუგო რუბენ მამასა თჳსსა და ჰრქუა: ორნი ესე ძენი ჩემნი მოსწყჳდენ, უკუეთუ არა მოვიყვანო ეგე შენდა. მომეც მე ეგე ჴელთა ჩემთა და მე აღმოგგუარო ეგე შენ.

38ჰრქუა მას იაკობ: არა შთავიდეს ძე ჩემი თქუენ თანა, რამეთუ ძმაჲ მაგისი მოკუდა და ეგე მარტოჲ დაშთომილ არს და შეემთხჳოს რაჲმე სნეულებაჲ გზასა ზედა, რომელსა მიხუალთ და შთაავლინოთ სიბერე ჩემი მწუხარებით ჯოჯოხეთად.


წინა თავი შემდეგი თავი