მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი შესაქმისაჲ
თავი 8

1და მოეჴსენა ღმერთსა ნოესი და ყოველთა მჴეცთა, და ყოველთა საცხოვართა, და ყოველთა მფრინველთა და ყოველთა ქუეწარმავალთა, რაოდენნი იყვნეს მის თანა კიდობანსა შინა.

2და მოაწია ღმერთმან სული ქუეყანასა ზედა და მოაკლდა წყალი და დასწყდეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი. და მოაკლდა წყალი, მავალი ქუეყანისაგან, და შედგებოდა.

3და შემცირდებოდა წყალი შემდგომად ასერგასისთა დღეთასა.

4და დადგა კიდობანი თთუესა მეშჳდესა ოცდაშჳდისა მის თთჳსასა მთათა ზედა არარატისასა.

5ხოლო წყალი მავალი შემცირდებოდა ვიდრე მეათედ თთუემდე და მეთერთმეტესა თთუესა, პირველსა თთჳსასა, გამოჩნდეს თავნი მთათანი.

6ხოლო იყო, შემდგომად ორმეოცთა დღეთასა განაღო ნოე კარი კიდობნისა, რომელ ქმნა.

7და განავლინა ყორანი ხილვად, უკუეთუ მოაკლდა წყალი და განსრული არა კუალად იქცა ვიდრე განჴმობადმდე წყლისა ქუეყანისაგან.

8და განავლინა ტრედი უკუანა მისა, უკუე-თუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

9და ვერ მპოვნელი განსუენებასა ტრედი ფერჴთა მისთასა მოიქცა მისა მიმართ კიდობნად, რამეთუ წყალი იყო ყოველსა ზედა პირსა ქუეყანისასა, და განყო ჴელი მისი, მიიქუა იგი და შეიყუანა იგი თავისა თჳსისა თანა კიდობნად.

10მერმე შემდგომად შჳდთა დღეთასა კუალად განავლინა ტრედი კიდობნისაგან.

11და მოაქცია მისა მიმართ ტრედმან მიმწუხრი და აქუნდა ზეთისხილისა ფურცელი რტოჲთა პირსა შინა მისსა და ცნა ნოე, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

12და მერმე და-ღა-ითმინა შჳდ დღე. და კუალად განავლინა ტრედი და არ-ღა-რა შესძინა მოქცევად მისსა მომართ მერმე.

13და იყო ექუსასსა და ერთსა წელსა ცხორებასა ნოესსა, პირველსა თთუესა, ერთსა თთჳსასა, მოაკლდა წყალი ქუეყანისაგან და აღსძარცვა ნოე სართული კიდობნისა, რომელ ქმნა, და იხილა, რამეთუ მოაკლდა წყალი პირისაგან ქუეყანისა.

14ხოლო მეორესა თთუესა, ოცდაშჳდსა თთჳსასა,განჴმა ქუეყანა.

15და ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს.

16გამოვედ კიდობნისაგან შენ და ცოლი შენი, და ძენი შენნი და ცოლნი ძეთა შენთანი.

17და ყოველნი მჴეცნი, რაოდენნი არიან შენ თანა, და ყოველი ჴორცი მფრინველთაგან საცხოვართამდე, და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა, გამოიყუანე თავისა შენისა თანა და აღორძნდით და განმრავლდით ქუეყანასა ზედა.

18და გამოვიდა ნოე და ცოლი მისი, ძენი მისნი და ცოლნი ძეთა მისთანი.

19და ყოველნი მჴეცნი და ყოველნი საცხოვარნი, და ყოველი მფრინველი და ყოველი ქუეწარმავალი მოძრავი ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა გამოვიდეს კიდობნისაგან.

20და აღუშენა ნოე საკურთხეველი ღმერთსა და მოიღო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და შეწირნა იგინი ყოვლად ნაყოფებად საკურთხეველსა ზედა.

21და იყნოსა უფალმან ღმერთმან სული სულნელებისაჲ. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა.

22ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ.


წინა თავი შემდეგი თავი