მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
აბაკუმ წინასწარმეტყველი
თავი 1

1მიღებაჲ, რომელი იხილა ამბაკუმ წინაწარმეტყუელმან.

2ვიდრე რომლისამდე, უფალო, ვღაღადებდე და არა ისმენ, ვჴმობ შენდამი დაჭირვებული და არა მიჴსნი?

3რაჲსათჳს მიჩუენენ მე ტკივილნი და შრომანი ზედადახედვად საარებისა და უთნოობისა და წინაშე ჩემსა იქმნა მსჯავრი და მსაჯული მიიღებს.

4და ამისთჳს განქარვებულ არს შჯული. და არ მიიწევის სრულებად სამართალი, რამეთუ უთნო ჰმძლავრობს მართალსა. ამისთჳს გამოვალს მსჯავრი გულარძნილი.

5იხილეთ შეურაცხისმყოფელნო და მოიხილეთ; დაიკჳრვენით საკჳრველნი და უჩინო იქმნენით მით, რამეთუ საქმესა ვიქმ მე დღეთა შინა თქუენთა, რომელი არა ირწმუნოთ, უკეთუ ვინ მიგითხრას თქუენ.

6მით, რამეთუ, აჰა, აღვადგენ მე ქალდეველთა, ნათესავსა მწარესა და კისკასსა, მავალსა სიბრტყეთა ზედა ქუეყანისათა, დამკჳდრებად დასაკარვებელთა არამისთა

7საშინელ და საჩინო არს. მისგან არს მსჯავრი მისი და მისაღებელი მისი მისგან მოვიდეს.

8და ვლდებოდიან უფროს ვეფხისა ცხენნი მისნი და უმაღლეს უფროს მგელთა არაბიასათა. და ცხენოოდიან მჴედარნი მისნი; და მიიმართებდენ შორით და ფრინვიდენ, ვითარცა არწივი გულსმოდგინე ჭამად.

9აღსასრული უღონოთა ზედა მოიწიოს, წინააღმდგომთა წინაშე პირთა მათ და შეკრიბოს ნატყუენავი, ვითარცა ქჳშაჲ.

10და თჳთ მეფეთა შორის განიშუას და მძლავრნი სამღერელ მისსა. და იგი ყოველსა ზედა სიმაგრესა მისსა იმღეროდის. და დადვას მიწად და დაიპყრას იგი.

11მაშინ გარდაცვალოს სული. და განვლოს და ულხინოს ესე ძალი ღმერთსა ჩემსა.

12არა შენ დაწყებითგან უფალი ღმერთი წმიდაჲ ჩემი ხარ? და არა მოვკუდეთ! უფალო, მსჯავრად დააწესე იგი და დამბადე მე მხილებად სწავლისა მისისა.

13წმიდა არს თუალი არა ხედვად ბოროტისა, და ზედ დახედვად ტკივილთა ზედა შეუძლოს არსადა. რად ზედ დაჰხედვა შეურაცხისმყოფელთა ზედა დაიდუმებ შთანთქმასა უთნოსაგან მართლისასა?

14და ჰყოფ კაცთა, ვითარცა თევზთა ზღჳსათა, და ვითარცა ქუეწარმძრომელთა არ მქონებელთა წინამძღუარისათა?

15მოსასრულებელად სამჭედურითა აღმოიტაცა და მოიზიდა იგი სათხევლითა და შეკრიბა იგი სათრომელთა მიერ მისთა. ამისთჳს იხარებდეს და იშუებდეს გული მისი.

16ამისთჳს უგოს სათრომელსა თჳსსა და უკმიოს საკმელითა თჳსითა სათხეველსა მისსა, ოდეს მათ შორის განაპოხა ნაწილი მისი და ჭამადნი მისნი რჩეულნი.

17ამისთჳს განჰმარტნეს სათხეველნი თჳსნი და მარადის მოკლვად ნათესავთა არა ერიდოს.


შემდეგი თავი