მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე სოლომონისა*
თავი 1

1შეიყუარეთ სიმართლე მსაჯულთა მაგათ ქუეყანისათა, ზრახევდით უფლისათჳს სახიერითა და განმარტებულითა გულითა ეძიებდით მას.

2რამეთუ გამოუჩნდების მათ, რომელნი არა ურწმუნო არიან მისა მიმართ,

3რამეთუ დრკუთა გულისსიტყუათა განაშორნიან უფლისაგან, გამო-რა-იცდებინ ძალი, ამხილებნ უგუნურთა.

4რამეთუ ბოროტისმოქმედსა სულსა არა შევიდეს სიბრძნე, არცა დაიმკჳდრონ ჴორცთა შინა განკაფულთა ცოდვათა.

5რამეთუ წმიდა სული სწავლისა ევლტინ ზაკუასა და განეშორის ზრახვათაგან უგულისჴმოთა, ემხილის, მო-რა-იწიის მის ზედა სიცრუჱ,

6რამეთუ კაცთმოყუარე არს სული სიბრძნისა, არა უბრალო უვის მგმობარი იგი ბაგეთაგან მისთა, რამეთუ თირკუმელთაგან მისთა მოწამე არს ღმერთი და გული მსახურ ჭეშმარიტ, და ენა მსმენელ.

7რამეთუ სულმან უფლისამან აღავსო სოფელი და რომელსა უპყრიეს ყოველი სული და ცნობა იცის ჴმისა.

8ამისთჳსცა, რომელი იტყოდის სიცრუესა, არა ვინ დავიწყდეს, არცა თანაწარჰჴდეს მამხილებელი სჯულისა მიერ.

9რამეთუ ზრახვათათჳს უღმრთოთა განკითხვა იყოს, რამეთუ სიტყუანი მისნი არა ნებსით უფლისა მივიდენ მამხილებელად უსჯულოებათა მისთა,

10რამეთუ ყური მოშურნეობისა მისისა ისმენს ყოველსა და იდუმალი დრტჳნვა არა დაეფარვის,

11ეკრძალენით უკუე დრტჳნვასა ურგებსა და ძჳრისსიტყუასა ერიდენით ენითა, რამეთუ თქმული იდუმალი არა ცუდად წარვიდის, და პირი, რომელი იტყოდის ძჳრსა, მოკლის სული თჳსი.

12ნუ ნატრობ სიკუდილსა ცხორებასა შენსა საცთურსა თქუენსა, ნუცა მოიტაცებთ მოსრვასა საქმესა ჴელთა თქუენსა,

13რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არ დაჰბადა, არცა ჰნებავს წარწყმედა ცხოველთა,

14რამეთუ დაჰბადა საყოფლად ყოველი და ცხოვრება შესაქმე სოფლისა. და არა არს მას შინა წამალი მომსრველი, არცა ჯოჯოხეთისა სუფევა ქუეყანასა ზედა,

15რამეთუ სიმართლე მარადის უკუდავ არს.

16უღმრთოთა ჴელითა და სიტყჳთა მოჰჴადეს სიკუდილსა და მეგობრად შეჰრაცხეს იგი და დღეს ნაძლევი დაიდვეს მის თანა, რამეთუ ღირს არიან ნაწილად მისა ყოფად.


შემდეგი თავი