მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ზაქარია წინასწარმეტყველი
თავი 1

1მერვესა თთუესა, წელიწადისა მეორისასა დარიოსისა ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიას მიმართ ძისა ბარაქიას, ძისა ადდოას წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:

2განრისხნა უფალი მამათა თქუენთა ზედა რისხვითა დიდითა

3და თქუა მათდა მიმართ: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი ძალთა, - მე მოვიქცე თქუენდა, - იტყჳს უფალი ძალთა.

4და ნუ იქმნებით, ვითარცა მამანი თქუენნი, რომელთა ესაჯებოდეს მათ წინაწარმეტყუელნი, წინაპარნი მეტყუელნი: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მოიქეცით გზათაგან თქუენთა ბოროტთა და სიმარჯუეთაგან თქუენთა ბოროტთა. და არ შეისმინეს და არ მოიხილეს შესმენად ჩემსა, - იტყჳს უფალი.

5მამანი თქუენნი სადა არიან და წინაწარმეტყუელნი ნუ უკუნისამდე ცოცხალ იყუნენა?

6გარნა შჯულნი ჩემნი და საშჯულონი ჩემნი შეიწყნარენით, ვითარცა მე ვამცნებ სულითა ჩემითა მონათა ჩემთა წინაწარმეტყუელთა, რომელნი ეწინეს მამათა თქუენთა და მიუგეს და ჰრქუეს: ვითარ-იგი განაწესა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ყოფად თქუენდა გზათაებრ თქვენთა და სიმარჯუეთაებრ თქუენთა, ეგრეთ გიყო თქუენ.

7მეოთხესა და მეოცესა მეათერთმეტისა თთჳსასა, ესე არს თთუე სავატი, მეორესა წელსა დარიოსის ზე, იქმნა სიტყუა უფლისაჲ ზაქარიაჲს მიმართ, ბარაქიას ძისა, ძისა ადდოჲსა წინაწარმეტყუელისა, მეტყუელი:

8ვიხილე ღამით, და, აჰა, მამაცი აღმავალი ცხენსა ზედა ხსედსა. და ესე დგა საშუალ ორთა მთათა ჩრდილოანთასა და უკუანა მისსა ცხენნი ხსედნი და თეთრნი.

9და ვთქუ: რაჲ ესენი, უფალო? და თქუა ჩემდა მომართ ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მე გიჩუენო შენ, რაჲ იყუნენ ესენი.

10და მომიგო მამაცმან მდგომარემან საშუალ ორთა მთათასა და თქუა ჩემდამო: ესენი არიან, რომელი გამოავლინნა უფალმან გარემოვლად ქვეყანისა.

11და მიუგეს ანგელოზსა უფლისასა, მდგომსა საშუალ მთათასა, და ჰრქუეს: გან-მე-მო-ვლეთ ყოველი ქუეყანაჲ, და, აჰა, ყოველი ქუეყანაჲ მკჳდროვნობს და მყუდროჲს.

12და მიუგო ანგელოზმან უფლისამან და თქუა: უფალო, ყოვლისა მპყრობელო, ვიდრე რომლისამდე არ შეიწყალებ იერუსალიმსა და ქალაქთა იუდაჲსთა, რომელნი უგულებელს-ჰყუენ ამას სამეოცდაათსა წელსა?

13და მიუგნა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, ანგელოზსა მზრახვალსა ჩემ შორის სიტყუანი კეთილნი და სიტყუანი ნუგეშინის-ცემისანი.

14და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ვაშურვე იერუსალჱმსა და სიონსა შური დიდი

15და რისხვითა დიდითა მე განვრისხენ ნათესავთა ზედა ზედაღდგომილთა მათ წილ, რამეთუ მე ვიდრემე განვრისხენ მცირედ, ხოლო იგინი ზედა დაუჴდეს ბოროტად.

16ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპრობელი: მოვიქცე იერუსალჱმსა ზედა მოწყალებისა მიერ და სახლი ჩემი აღეშენოს მის შორის, - იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი, - და საზომი განემარტოს მერმე იერუსალჱმსა ზედა.

17და თქუა ჩემდამო ანგელოზმან მზრახვალმან ჩემ შორის: მერმე აღიღაღადე მეტყუელმან: ამათ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: მერმე გარდაეცნენ ქალაქნი კეთილთა მიერ და შეიწყალოს უფალმან სიონი მერმე. და აღირჩიოს მერმე იერუსალჱმი.

18და აღვიხილენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ოთხნი რქანი.

19და ვთქუ ანგელოზისა მიმართ მზრახვალისა ჩემ შორის: რანი არიან ისინი, უფალო? და თქუა ჩემდამო: ესე რქანი განმაბნეველნი იუდაჲსნი და ისრაჱლისანი.

20და მიჩუენნა მე უფალმან ოთხნი ხურონი

21და ვთქუ: რაჲსა ქმნად მოვლენ ისინი? და თქუა ჩემდამო: იმათ რქათა იუდაჲ და ისრაჱლი დაამჴუეს და ვერვინ მათგანმან აღიღო თავი თჳსი. და გამოვიდეს ისინი აღმახვად მათდა ჴელთა მიერ მათთა. ოთხნი ესე რქანი ნათესავნი იგი არიან, რომელთა აღიმაღლნეს რქანი ქუეყანასა ზედა უფლისასა განბნე


შემდეგი თავი