მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
აბაკუმ წინასწარმეტყველი
თავი 2

1საჴმილავსა ჩემსა ზედა დავდგე. და აღვიდე კლდესა ზედა და განვისტუანო ხილვად, რაჲ ითქუას ჩემ შორს და რაჲ მიუგო მხილებასა ზედა ჩემსა.

2და მომიგო ჩემდამო უფალმან და თქუა: დაწერე ხილვაჲ განცხადებულად ფიცარსა, რაჲთა სდევდეს აღმომკითხველი მათი

3მით, რამეთუ ჯერეთ ხილვაჲ არს ჟამისადმე და აღმოჰჴდეს დასასრულადმე და არა ჟამიეად უკეთუ მოაკლდეს, დაუთმე მას, რამეთუ მომავალი მოვიდეს და არა ყოვნოს.

4უკეთუ სწიწნეულობდეთ, არა სთნავს სულსა ჩემსა მის შორის, ხოლო მართალი ჩემი სარწმუნოებისაგან ცხონდეს.

5ხოლო მართალი, სარწმუნოებითა ჩემითა ცხონდეს, თავისმოთნე იგი. და შეურაცხის-მყოფელმან მამაკაცმან ზეჰარმან ვერარაჲ სრულ-ყოს, რომელმან განავრცო, ვითარცა ჯოჯოხეთმან, სული თჳსი და ესრეთ, ვითარცა სიკუდილმან არ აღვსებულმან, და შეკრიბნეს მის ზედა ყოველნი ნათესავნი და შეიწყნარნეს მისდა მიმართ ყოველნი ერნი.

6არა ესე ყოველნი იგავად მოიხუნენ ძჳნად მისსა. და მაგალითად მისათხრობელად მისსა და თქუან: ვაჲ, რომელი განუმრავლებდეს თავსა თჳსსა არა მისად მყოფთა ვიდრე რომლისამდე მე და დაამძიმებდეს საჴივსა თჳსსა ძნიადობით,

7რამეთუ ანაზდა აღდგენ მკბენელნი მისნი და განიფრთხონ მძმაცუავთა შენთა და იყო დასატაცებელ მათდა.

8მით, რამეთუ შენ ტყუე-ჰყუენ ნათესავნი მრავალნი, ტყუე-გყოფდენ შენ ყოველნი დაშთომილნი ერნი სისხლებისათჳს კაცთაჲსა და უთნოობისათჳს ქუეყანისა და ქალაქისა და ყოველთა დამკჳდრებულთა მისთა.

9ჵ, რომელი ანგაარობდეს ანგარებასა ბოროტსა სახლთა თჳსთა დაწყებად სიმაღლისა შორის ბუდეთა თჳსთა დაფარვად ჴელისაგან უკეთურთასა.

10მოუპოო სირცხჳლი სახლსა შენსა მოსრულებად ერთა მრავალთა და ცოდა სულმან შენმან

11მით, რამეთუ კლდემან ზღუდით ჴმა-ყოს და მაჟაურმან ძელით გამო ჴმა-ყუნეს იგინი.

12ვაჲ მაშენებელსა ქალაქისასა სისხლისა მიერ და განმზადებულსა ქალაქისასა უსამართლობათა მიერ.

13არა ესე არიან უფლისა მიერ, ყოვლისა მპყრობელისა, და მოაკლდეს ერნი კმანი ცეცხლისა მიერ და ნათესავნი მრავალნი სულმოკლე იქმნეს,

14რამეთუ აღივსო თავად ყოველი ქუეყანაჲ ცნობითა დიდებასა უფლისსა, ვითარცა წყალმან მრავალმა დაფარნეს იგინი ზღუად მიმართ.

15ჵ, რომელი ასუმიდეს მოყვასსა თჳსსა აღთქუეფულსა, მრღჳესა და მათრობელსა, რამეთუ ზედა ჰხედავს ქუაბთა ზედა მათთა.

16სავსებაჲ უპატივობისაჲ დიდებისაგან სუ. და შენ შეირყიე, რამეთუ მრგულევა ყო შენ ზედა სასუმელმან მარჯუენისა უფლისამან და შეკრბა უპატიოება დიდებასა ზედა შენსა.

17მით, რამეთუ უთნოობამან ლიბანისმან დაგფაროს შენ და საარებამან მჴეცთამან წიწნეულ-გყოს სისხლთა მიერ კაცთაჲსა. და უთნოობათა ქუეყანისა და ქალაქისათა. და ყოველთა დამკჳდრებულთაჲსა მას შინა.

18რად სარგებელ არს ქანდაკებული, რამეთუ ქანდაკეს იგი, შეჰმზადეს იგი გამონადნობი საოცრებად მტყუარად, რამეთუ ესვიდა შემქმნელი, შექმნულისა მიმართ თჳსისა შექმნად კერპნი ყრუნი.

19ვაჲ, რომელმან ჰრქუას ძელსა: განიფრთხუე, აღდეგ. ქუასა ამაღლდი და იგი არს ოცნებაჲ, ხოლო ესე არს განჭედილი ოქროჲსა და ვეცხლისაჲ და ყოველივე სული არა არს მის შორის.

20ხოლო უფალი ტაძარსა შინა წმიდასა მისსა. და შეკდემულ იქმენინ პირისაგან მისისა ყოველი ქუეყანა.


წინა თავი შემდეგი თავი