მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ისო ნავეს ძე
თავი 1

1და იყო, შემდგომად აღსასრულისა მის მოსესი, მონისა მის უფლისა, ჰრქუა უფალმან ისოს, ძესა ნავესა, მსახურსა მოსესა.

2მოსე, მონაჲ ჩემი, აღესრულა. აწ შენ აღდეგ და წიაღვედ იორდანესა, შენ და ყოველი ერი ესე ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ.

3ყოველსა ადგილსა რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენ მიგცე იგი, ვითარცა-იგი ვარქუ მოსეს,

4უდაბნოჲ და წინაჲ ლიბანე, მიმდინარედმდე დიდად მდინარედ ევფრატისად და ყოველი ქუეყანა ქეტელთა ვიდრე ზღუადმდე დასასრულისად, მზისა დასავლადმდე იყვნენ საზღვარნი თქუენნი.

5არა დაგიდგეს კაცი წინაშე თქუენსა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა. და ვითარ ვიყავ მოსეს თანა, ეგრეცა შენ თანა ვიყო. და არა დაგაგდო შენ და არცა უგულებელს-გყო შენ.

6განძლიერდი და მჴნე იყავ, რამეთუ შენ განუყო ერსა მას ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-იგი ვეფუცე მამათა თქუენთა მიცემად მათა.

7აწ განძლიერდი და მჴნე იყავ დამარხვად და ყოფად, რაჲ-იგი გამცნო შენ მოსე, მონამან ჩუენმან. და არა გარდააქციო შენ მათგან მარჯულ, არცაღა მარცხულ, რათა გულისხმა-ჰყო ყოველი, რასაცა იქმოდი.

8და არა განგეშოროს შენ წიგნი ესე ამის შჯულისა პირისაგან შენისა და იწურთიდე მას დღე და ღამე, რათა გულისხმა-ჰყო ყოფად ყოველი წერილი. მაშინ წარგემართოს და წარჰმართნე გზანი შენნი და მაშინ გულისხმა-ჰყო.

9აჰა, ესერა, მე გამცნებ შენ: განძლიერდი და მჴნე იყავ, ნუ შესძრწუნდები, ნუცაღა გეშინინ. რამეთუ მე შენ თანა ვარ, უფალი ღმერთი შენი, ყოველსა ადგილსა, ვიდრეცა ხჳდოდი.

10და უბრძანა ისო მწიგნობართა ერისათა და ჰრქუა: შევედით შორის ბანაკსა ამას ერისასა და ამცენით ერსა ამას და არქუთ:

11აღჰმზადეთ საგზალი, რამეთუ შემდგომად სამისა დღისა წიაღსლვად ხართ იორდანესა ამას. შეხჳდეთ დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს თქუენ სამკჳდრებელად.

12და რუბენს და გადს და ზოგსა ნათესავსა მანასესსა ჰრქუა ისო:

13მოიჴსენეთ სიტყუაჲ, რომელ გამცნო თქუენ მოსე, მონამან უფლისამან, და გრქუა: უფალმან ღმერთმან თქუენმან დაგადგინა თქუენ და მიგცა ქუეყანა ესე.

14დედა-წული თქუენი და საცხოვარი თქუენი შეიყვანენ ქუეყანასა მას, რომელ მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ წიაღხჳდეთ, ჭაბუკნი, პირველად ძმათა თქუენთა ყოველსა, რომელსა უძლავს, და შეეწინეთ მათ,

15ვიდრემდის დაფუძნეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმანი ეს თქუენნი, ვითარცა-ეგე თქუენ. და დაიმკჳდრონ მათცა ქუეყანა იგი, რომელ უფალმან ღმერთმან თქუენმან მოსცეს მათ. და მაშინ წარხჳდეთ კაცად-კაცად სამკჳდრებელად თჳსად, რომელი მიგცა თქუენ მოსე წიაღ იორდანესა მზის აღმოსავალით.

16და მიუგეს ისოს და ჰრქუეს: ყოველი, რავდენიცა გუამცნო, ჩუენ ვყოთ.

17და ყოველსა ადგილსა, რომელსა მიგუავლინნე ჩუენ, მივიდეთ; ყოვლითა, რავდენითა ვერჩდით მოსეს, გერჩდეთ შენცა, გარნა უფალი ღმერთი ჩუენი იყავნ შენ თანა, ვითარცა იყო მოსეს თანა.

18ხოლო კაცმან, რომელმან გაცილოს შენ, და რომელმან არა ისმინოს სიტყუათა შენთა, ამცნებდეთ თუ რასმე მას, მოკუედინ იგი, არამედ განძლიერდი და მჴნე იყავ.


შემდეგი თავი