მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ნეემიასი
თავი 1

1და იყო თვესა მას ქასლევსა, წელსა მას მეოცესა არტაშეს მეფისასა, მე ვიყავ შუშ დედაქალაქთა მათ აბირაასთა.

2და მოვიდა ერთი ძმათა ჩემთაგანი ჩემდა, იგი და კაცნი იუდასნი, და ვკითხე მათ ჴსნილთა მათთჳს, განრინებულთა ტყვეობისა მისგან იერუსალემისათჳს.

3და მრქვა მე: განრინებულნი იგი ტყვეობისაგან მათისა მუნ არიან სოფელსა თჳსსა დიდსა ჭირსა და ყვედრებასა, და ზღუდენი იერუსალემისანი დგანან ეგრევე დაჴსნილნი და დარღვეულნი, და ბჭენი მისნი მომწვარ არიან ცეცხლითა.

4და იყო, რაჟამს მესმეს მე სიტყუანი ესე, დავჯედ და ვსტიროდე და ვიგლოვდი მრავალ დღე, ვიმარხევდი და თაყუანის-ვსცემდი წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა ზეცათასა.

5და ვთქუ: უფალო ღმერთო ცისა და ქვეყანისაო, რომელი-ეგე ძლიერ ხარ, დიდ და საშინელ, დაუმარხე აღთქმა შენი და წყალობაჲ მოყუარეთა შენთა და რომელთა დაიცვეს სჯული შენი.

6იყვნედ ყურნი შენნი სმენად და თვალნი შენნი ხედვად, და აწ ისმინე და იხილე ლოცვა მონისა შენისა, რომელთა მე დღეს შევსწირავ შენ წინაშე დღე და ღამე ძეთა მათთჳს ისრაელისათა მონათა შენთა, რომელნი მიეცნეს ჭირსა ცოდვათა ჩუენთათჳს, რომელი-იგი შეგცოდეთ მე და სახლმან მამისა ჩემისამან

7ვცოდეთ და გარდასლვით გარდავჴედით და არა დავიმარხეთ სჯული შენი და ბრძანებანი და განკითხვანი შენნი, რომელნი-იგი მამცენ ჩუენ ჴელითა მონისა შენისა მოსესითა.

8მოიჴსენე, უფალო, სიტყუანი, რომელ ამცენ მოსეს, მონასა შენსა, სთქუ: უკეთუ არა დაიმარხოთ სჯული ჩემი, და მე განგაბნინე თქუენ წარმართთა შორის.

9უკუეთუ მოიქცეთ და დაიმარხოთ სჯული ჩემი, და ჰყვნეთ იგინი, და თუ იყვნეთ განბნეულ ვიდრე კიდედმდე ქუეყანისა და მიერცა, შეგიკრიბნე თქუენ და მოგიყვანნე თქუენ ადგილსა მას, რომელი-იგი გამოვირჩიე და სადა დამკჳდრებულ არს სახელი ჩემი მას ზედა.

10და აწ, ესერა, მონანი შენნი და ერი შენი, რომელი იჴსენ ძლიერებითა შენითა და დიდითა ძალითა შენითა და მაღლითა მკლავითა

11ნუ დაგუთხევ ჩუენ ჴელთაგან შენთასა, არამედ იყვნედ ყურნი შენნი მოხედვად ლოცვასა მონათა შენთასა და ისმინე ვედრება მათი, რომელთა ეშინის, უფალო, და წარმართე თხოვა ესე მონათა შენთა დღეს შენ წიაღ და მეც მე პოვნად წყალობისა წინაშე ამის კაცისა, და ვიყავ მე ღვინისმნე მეფისა მის


შემდეგი თავი