მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სოფონია წინასწარმეტყველი
თავი 1

1სიტყუა უფლისაჲ, რომელი იქმნა სოფონიას მიმართ ხუსისისა, ძისა გოდოლიასსა, ძისა ამარიანისა, ძისა ეზეკიანისა - დღეთა შინა იოსიაჲსთა, ძისა ამმონისთა, მეფისა იუდაჲსთა.

2მოკლებით მოაკლდინ პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.

3მოაკლდინ კაცი და საცხოვარი. მოაკლდინ მფრინველნი ცისანი და თევზნი ზღჳსანი და მოუძლურდენ უთნონი და აღვიხუამ უსჯულოთა პირისაგან ქუეყანისა, - იტყჳს უფალი.

4და განვიპყრა ჴელი ჩემი იუდას ზედა და ყოეელთა დამკჳდრებულთა ზედა იერუსალიმისათა და აღვიხუნე ადგილისა ამისგან სახელნი ბაალისნი და სახელნი მღდელთანი.

5და რომელნი თაყუანის-სცემენ ბანებსა ზედა ძალსა ცისასა და რომელნი ფუცვენ სახელსა უფლისაჲსა მეფისა მიმართ მათისა და რომელნი მიდრკებიან უფლისაგან,

6და რომელნი არ გამოეძიებენ უფალსა და რომელნი არა შეუდგან უფალსა.

7შეშინდით პირისაგან უფლისა ღმრთისა მით, რამეთუ ახლოს არს დღე უფლისაჲ, რამეთუ განჰმზადა უფალმა მსხუერპლი თჳსი. წმიდა-ყუნა ჩინებულნი თჳსნი.

8და იყოს დღესა შინა მსხუერპლისა უფლისასა და შურ-ვიგო მთავართა ზედა და სახლსა ზედა მეფისასა და ყოველთა შემოსილთა ზედა სამოსლებითა უცხოჲთა.

9და შურ-ვიგო ყოველთა ზედა საჩინოქმნილთა წინაბჭეებთა ზედა მას დღესა შინა, აღმავსებელთა სახლისა უფლისა ღმრთისა მათისა უთნოობითა და ზაკჳთა.

10და იყოს მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - ჴმაჲ ღაღადებისა ბჭისაგან მწერტელთაჲსა და ვალალაებისა მეორისაგან, და შემუსრვაჲ დიდი ბორცუთაგან.

11გოდებდით დამამკჳდრებელნი დაჭრილსა, რამეთუ ემსგავსა ყოველი ერი ქანაანს, მოისპნეს ყოველნი აღმაღლებულნი ვეცხლითა.

12და იყოს, მას დღესა შინა გამოვიძიო იერუსალჱმი ბაზმაკითა, და შურ-ვიგო მამაკაცთა ზედა შეურაცხისმყოფელთა ნამარხევთა ზედა მათთა, რომელნი იტყჳან გულთა შინა მათთა: არა კეთილი უყოს უფალმან, არცა უბოროტოს.

13და იყოს ძალი მათი დასატაცებლად და სახლნი მათნი უჩინოსაქმნელად და აშენებდენ სახლებსა და არა დაიმკჳდრონ მათ შინა. დაჰნერგვიდენ ვენაჴებსა და არა სუან ღჳნოჲ მათი.

14ახლოს არს დღე უფლისაჲ დიდი, ახლოს და მოსწრაფე ფრიად. ჴმაჲ დღისა უფლისაჲ მწარედ და ფიცხლად დაწესებულ არს ძლიერ.

15დღე რისხვისა დღე იგი, დღე ჭირისა და სალმობისა. დღე საარებისა და უჩინოქმნისა, დღე ალმურისა და ბნელისა, დღე ღრუბლისა და ნისლისა,

16დღე საყჳრისა და ღაღადებისა ქალაქთა ზედა მაგართა და ყურეთა ზედა მაღალთა.

17და ვაჭირვო კაცთა და ვიღოდინ ვითარცა ბრმანი, რამეთუ შესცოდეს უფალსა და დასთხიოს სისხლი მათი მიწად, და დასთხიოს სისხლი მათი ქუეყანასა, და ჴორცნი მათნი ვითარცა სკორე.

18და ვეცხლი მათი და ოქროჲ მათი ვერ შემძლებელ არს განრინებად მათდა დღესა შინა რისხვისა უფლისასა.

19და დღესა ცეცხლითა შურისა მისისასა აღისპოს ყოველი ქუეყანაჲ მით, რამეთუ მოსრულებაჲ და სიმსწრაფლე ყოს ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქუეყანისათა.


შემდეგი თავი