მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ბარუქ წინასწარმეტყველი*
თავი 1

1და ესე სიტყუანი წიგნისანი, რომელნი დაწერნა ბარუქ, ძემან ნირისმან, ძისა მაასესმან, ძისა სედეკიასმან, ძისა სადისმან, ძისა ქელკისმან, ბაბილონს შინა.

2წელსა მეხუთესა, შჳდსა თჳსასა, ჟამსა, რომელსა წარიღეს ქალდეველთა იერუსალჱმი და მოწუეს იგი ცეცხლითა.

3და წარიკითხნა ბარუქმან სიტყუანი წიგნისანი ყურთა მიმართ იექონიაჲსთა, ძისა იოაკიმისთა, მეფისა იუდაჲსთა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა, რომელნი მოვიდოდეს მის წიგნისა,

4და ყურთა ძლიერთა და ძეთა მეფეთასა, და ყურთა მიმართ მოხუცებულთასა, და ყურთა მიმართ ყოვლისა ერისათა კნინითგან ვიდრე დიდადმდე მათდა, ყოველთა დამკჳდრებულთა ბაბილონს შინა, მდინარესა ზედა სუდსა.

5და რომელთა ესმათ, ტიროდეს და იმარხვიდეს და ილოცვიდეს ლოცვათა წინაშე უფლისა.

6და შეკრიბეს ვეცხლი, ვითარცა თჳთეულისაჲ შემძლებელ იყო ჴელი.

7და წარგზავნეს იერუსალჱმდ იოაკიმის მიმართ, ძისა ქელკისსა, ძისა სალომისა, მღდელისა და მღდელთა მიმართ, და ყოვლისა ერისა მიმართ, პოვნილთა მათ თანა იერუსალჱმს შინა,

8მოღებასა მისსა ჭურჭელთა სახლისა უფლისათა, გამოხმულთა ტაძრისაგან, მიქცევად ქუეყანად იუდაჲსასა მეათესა სიუაჲსასა ჭურჭელნი ვერცხლისანი, რომელნი შექმნნა სედეკია, ძემან იოსიასმან, მეფისა იუდაჲსამან.

9შემდგომად წარტყუენვისა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა, იექონიაჲსსა და მთავართა და შემწირველთა და ჴელოანთა და ძლიერთა და ერისა ქუეყანისაჲსა იერუსალჱმით და შეყვანებისა მათისა ბაბილონდ

10და თქუეს: აჰა, წარმოვგზავნეთ თქუენდა ვეცხლი და იყიდენით ვერცხლითა ყოვლადდასაწუელნი და ცოდვათა ძლითნი და გუნდრუკი, და ყავთ მანანაჲ, და აღიღეთ საკურთხეველსა ზედა უფლისა ღმრთისა ჩვენისასა.

11და ილოცეთ ცხორებისათჳს ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისა, და ცხორებისათჳს ვალტაშარ, ძისა მისისა, რაჲთა იყვნენ დღენი მათნი, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.

12და გუცეს უფალმან ძალი ჩუენ, და განგჳნათლნეს თუალნი ჩუენნი, და ცოცხალ ვიყვნეთ აჩრდილსა ქუეშე ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილოვნისასა და აჩრდილთა ქუეშე ვალტასარ, ძისა მისისა. და ვჰმონოთ მათ დღეთა მრავალთა და ვპოოთ მადლი წინაშე მათსა.

13და ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ შევსცოდეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა და არ უკუნიქცა გულისწყრომა უფლისაჲ და რისხვა მისი ჩვენგან, ვიდრე დღისამდე ამის.

14და წარიკითხეთ წიგნი ესე, რომელი წარმოვგზავნეთ თქუენდა აღსარებად სახლსა შინა უფლისასა დღეთა შინა დღესასწაულისა და დღეთა შინა ჟამისათა.

15და ჰრქუათ უფალსა ღმერთსა ჩუენსა სიმართლე, ხოლო ჩუენ სირცხჳლი პირთაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცსა იუდაჲსასა და მკჳდრთა იერუსალჱმისათა,

16და მეფეთა ჩუენთა და მთავართა ჩუენთა, და მღდელთა ჩუენთა, და წინაწარმეტყუელთა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა წინაშე უფლისა,

17რომელ ვცოდენით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა, და არა ვირწმუნეთ და განვეშორენით მისგან.

18და ვეურჩენით მას და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად ბრძანებათა მისთა, რომელნი მოგუცნა წინაშე პირსა ჩუენსა.

19დღითგან, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი, ქუეყანით ეგჳპტისა და ვიდრე დღისამდე ამის ვართ ურჩ უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, და ვმგულებლობდით არსმენისა მიმართ ჴმისა მისისა.

20და აღგუეწებნეს ჩუენდამი ძჳრნი და წყევაჲ, რომელი შეუწყო უფალმან მოსეს, მონასა თჳსსა, დღესა შინა, რომელსა გამოიყვანნა უფალმან მამანი ჩუენნი ეგჳპტით, მოცემად ჩუენდა ქუეყანაჲ, მდინარი სძესა და თაფლსა, ვითარცა დღე ესე.

21და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა ყოველთაებრ სიტყუათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი მოავლინნა ჩუენდამო.

22და ვიდოდეთ თითოეული გაგონებისაებრ გულისა თჳსისა უკეთურისა საქმედ ღმერთთა უცხოთა, ქმნად ბოროტთა წინაშე თუალთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა.


შემდეგი თავი