მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ესთერი
თავი 1

1იყო შემდგომად სიტყუათა ამათ დღეთა ასვირეოს დიდისა, ესე იგი არს არტაქსექს მეფე, რომელმან დაიპყრა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე ასოცდაშვიდი სოფელი.

2მათ დღეთა შინა, რაჟამს დაჯდა საყდარსა შუშანს შინა, ქალაქსა, საყდარსა სამეუფოთა,

3წელსა მესამესა მეფობისა მისისათა უყო სუმა ყოველთა ერთა სპარსთა და უჟიკთა მთავართა სოფლებისათა წინაშე პირსა მისსა.

4რათა უჩვენოს მათ სიმდიდრე დიდებისა მისისა და პატივი სიქველისა სიხარულითა და შვებითა, რათა დასხდენ დედანიცა უცხოთესლნი,

5რამეთუ ესე დღენი არიან ქორწინებისა მეფისანი და ამისა შემდგომად უჩუენა მათ სიმდიდრე სუფევისა მისისა. და ყო მეფემან სმა ყოველთათჳს, რომელნი იპოვნეს. შუშანს შინა ქალაქსა მცირითგან დიდადმდე ვიდრე შვიდ დღე ეზოსა სამეუფოსასა,

6დარეცილი ზეზითა და ცისსხეულითა და მეწამულითა და იაკინთითა ჭრელებულითა ყვავილოვნად თჳთოფერითა და კარვები აღმართებულ საბლებითა ბისონისა და ძოწეულისათა და ტორანტოსები ვეცხლისა და სვეტები ბრინჯისა ოქროლესულითა, ტახტები ოქროჲსი და ვეცხლისა და ანთრაკ ფენილი ზედა ზმარაგდოსა ქვათა, და კაპოეტის ქვით დასაგებელნი თჳთოფერად ჭრელებულად ყვავილოვნად და გარემოს ვარდი მოფენილ

7სმანი დღეთა მრავალთა ვიდრე ასოთხმეოც დღე და ოდეს აღესრულნეს დღენი მრავალნი სმისანი, ყო მეფემან ყოველთათჳს, რაოდენი იპოეს ქალაქსა შინა მცირითგან მდიდრამდე ექუს დღე სახლისა მის მეფისანი, ნერგოანისა შემკულისა, ბისონისა და ბარძიმებისა, ოქროჲთა თჳთოსახე ანთრაკი განწონილნი ტაკუკები წინა დაგებულნი ტალანტთა სამთა ბევრთა და ღვინო,ფრიად კეთილი და წყალი სასმელად მეფისა

8ხოლო ქორწილი ესე არა განწესებულსა სჯულსა იყო, რამეთუ ეგრეთ ინება მეფემან ბრძანება მნებავთა, რათა ყონ ნებაჲ მისი.

9და ვასტიანეცა დედოფალმან ყო პური დიდი სამეფოთა შინა აზნაურთა დედათა, რომელნი იყვნეს სამეფოსა არტაქსესისასა.

10დღესა მეშჳდესა უბრძანა მეფემან მწდესა არავინ იძულებით კაცად-კაცადისა შენდობად. უბრძანა მონათა თჳსთა ამანს, და მალანს, და თარას, და გორზეს, და ტოთას, და აბატაზას, და თარბას, და გამომას, დარბოს, და აგაბ, და ზათა, და ქაიდა, და თარი, და თურაქთა - შვიდთა მათ საჭურისთა, მსახურთა მეფისა არტაქსესისათა

11და ბრძანა შემოყვანებად ვასტიანე დედოფლისა კრებულსა მას სმისასა შარავანდითა სადედოფლოსა მისისათა. დედოფალ-ყო იგი და დაადგა მას შარავანდი, რათა უჩუენოს ყოველთა თავადთა სიკეთე მისი, რამეთუ ქმნულკეთილ იყო ფრიად.

12და ვასტიანე დედოფალმან არა ისმინა მისი შესლვად მის წინაშე საჭურისთა მათ თანა ტაძრად, სადა-იგი იყო სუმა. ვითარცა ესმა მეფესა, რამეთუ შეურაცხ-ყო ვასტიანემ ნება მისი, შეწუხნა ფრიად.

13ჰრქუა მეფემან ყოველთა ბრძენთა: ამას იტყოდა ვასტიანე. ამისთჳს ზრახეთ, რაჲ უყოთ ვასტიანე დედოფალსა.

14მიუჴდეს მეფესა არკესიოს და სართეოს, და მალერ, და მუქეოზ; მთავარნი სპარსთანი და უჟიკთანი და წინაშემდგომელნი მეფისანი, რომელნი სხდეს პატივით მახლობელად მეფისა.

15და უთხრეს მას სჯულისა მისებრ, ვითარცა-იგი ჯერ-არს, ვასტიანე დედოფალსა, რამეთუ არა ისმინა მეფისა მიერ ბრძანებული საჭურისთაგან.

16და ჰრქუა ამუქეოზ მეფესა და მთავართა: არა თუ მხოლოდ მეფესა შესცოდა ვასტიანე დედოფალმან, არამედ ყოველთა მთავართა სპარსთასა და შერაცხილთა და უჟიკთასა. და ყოვლისა მიმართ ერისა შეცოდებაჲ განითქუა, რამეთუ შეურაცხ-ყო ბრძანებაჲ მეფისა არტაქსერისა. ესე სიტყუა-უგო ასვირეოს მეფესა

17ეგრეთვე დღესითგან მძლავრებდეს სხუანიცა ცოლნი მთავართა სპარსთანი და უჟიკთანი, და იკადრონ მათცა.

18უკუეთუ ჯერ-უჩნდეს უფალსა ჩუენსა მეფესა სათნოდ მისა, ბრძანენ სამეფო სჯულისა მისებრ სპარსთა და უჟიკთასა. ნუვინ აქცევნ ერთი.

19ვითარ-იგი სიტყვა-უგო წინაშე თუალთა მისთა, რამეთუ თქვეს: ვასტიანე დედოფალმან სიტყუა-უგო მეფესა არტაქსეს შესლვად სახლსა სასმურსა მის წინაშე. ნუმცა შევალს მიერითგან დედოფალი ვასტიანე მეფისა და დედოფლობა მისი მისცეს უმჯობესსა მისსა,

20რომელთა ისმინონ სჯული სამეუფო, რომელი უბრძანო. და პატივსცემდენ ცოლნი ქმართა თჳსთა პატივითა დიდითა გლახაკითგან ვიდრე მდიდართამდე.

21და სათნო-უჩნდა მეფესა და ყოველთა მთავართა სიტყუაჲ ესე. და ყო, ვითარცა იტყოდა ამუქეოზ.

22და წარავლინა ყოველთა სოფელთა და სოფლითი სოფლად სიტყჳსაებრ მისისა. და იყო წერილი წიგნსა მისსა, რომელი მიუძღვანა: მეფე დიდი ასვირეოს, მთავართა და ჴელმწიფეთა, ასოცდაშჳდთა ნათესავთა ინდოეთითგან ვიდრე ეთიოპადმდე: ჰმთავრობდინ ცოლსა თჳსსა ყოველი მამაკაცი!


შემდეგი თავი