მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი მეორე ეზრასი*
თავი 7

1მაშინ სისინი მთავარმან და დიდმან, რომელი-იგი იყო ასურეთით კერძო და ფინიკიათ, და სათრაბუზან და სხუანი მოყუასნი მათნი, რომელ აყენებდეს საქმესა მის ტაძრისასა, რაჟამს მოიღეს ბრძანება დარეჰ მეფისაგან,

2იწყეს ზედადგომად და ზრუნვიდეს საქმისა მისთჳს და ექმნეს საქმისა მოდგამთა მოხუცებულთა მათ ჰურიათასა და მღდელთმოძღუართა.

3და განემარჯვებოდა საქმე იგი ტაძრისა მის, და რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს ანგეა და ზაქარია.

4და აღასრულეს ტაძარი იგი ბრძანებისა მისებრ უფლისა მიერ ღმრთისა ისრაჱლისასა და ბრძანებისაებრ და ნიჭისა კჳროსისა და დარეჰისა და არტაშერსისა, მეფისა სპარსთასა, წელსა მას მეექუსესა დარეჰ მეფისასა.

5აღესრულა ტაძარი იგი წმიდაჲ მირაკნისასა, მეოცესა თთჳსა ადარისასა, მეექუსესა წელსა შარავანდედობასა დარეჰისასა.

6და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა და მღდელთა და ლევიტელთა ყოველთა მათ გამოსრულთა ტყუეობისაგან, ვითარცა განწესებულ და ბრძანებულ იყო წიგნთა სჯულისა მოსესთა.

7და შეწირეს სატფური იგი სახლისა უფლისა: ზუარაკები ას, და ვაცები ორას, და კრავები ოთხას

8და წელიწდეულნი ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაჱლისათა თორმეტ, რიცხჳსა მისებრ ტომთა და მთავართა მათ ისრაჱლისათა.

9და განეწყუნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი ნათესავთა მათებრ და ეცვა მათ ბრჭალამდისი იგი წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა ბრძანებულთაებრ წიგნთა მოსესთა და მეკარენი იგი თჳთვეულად კართა.

10და ყვეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა მეათოთხმეტესა დღესა თთჳსა მის პირველისასა, რამეთუ განწმიდეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი ყოვლითურთ ერთბამად.

11და ყოველნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან. და ვითარცა განწმიდნეს ლევიტელნი იგი,

12ყვეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა მათ ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან ძმათა თჳსთა, და თჳთ მღდელთა მათ.

13და ჭამეს ძეთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისაგან მათისა ყოველნივე, რომელნი განეშორნეს ბილწებისა მისგან წარმართთასა, და რომელთა გამოიძიეს უფალი ღმერთი.

14და ყვეს ზატიკი იგი ბალარჯობისა შჳდ დღე და იხარებდეს წინაშე უფლისა.

15რამეთუ გარემიაქცია უფალმან ზრახვა მეფისა მის ასურთასა მათა მომართ და განაძლიერნა ჴელნი მათნი საქმესა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა.


წინა თავი შემდეგი თავი