მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 12

1და ესე არიან ბრძანებანი და მსჯავრნი, რომელ დაიმკვიდრნეთ და ჰყოთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა თქუენთამან მოგცეს შენ სამკვიდრებელად ყოველთა დღეთა, რავდენცა სცხონდეთ ქუეყანასა ზედა.

2მოსპოლვით მოსპნე ყოველნი იგი ადგილნი სამსახურებელნი წარმართთანი, რომელსა ემსახუროს სამსახურებელი იგი ბილწებისაჲ ზედა მთათა მაღალთა და ბორცუთა და ხეთა ქუეშე

3ვარჯოვანთა ბაგინები მათი დაამჴჳთ და ძეგლები მათი დამუსრეთ, სერტყები მათი დაკაფეთ, კერპები მათი დაწვით ცეცხლითა და საჴსენებელი მათი წარწყმიდეთ ქუეყანისა მისგან.

4ხოლო არა ეგრე უყოთ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

5არამედ ადგილსა ერთსა, რომელსა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ადგილი ერთი ნათესავთაგან თქუენთა სახელის-დებად სახელი მისი მუნ: ადგილი იგი გამოირჩიეთ და შევედით მუნ.

6და შეწირეთ მსხუერპლები იგი თქუენი მუნ და საკუმეველები, და პირველისა ნაყოფისა თქუენისაჲ და აღნათქუემი თქვენი ძღუენი ნეფსითი გონებათა თქუენთაჲ და პირმშოები ზროხათა თქვენთაჲ.

7ჭამდით და იხარებდით წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და მხიარულ იყვნეთ ყოველთა ზედა, რომელსა ზედა შეხებულ იყვნენ ჴელნი თქუენნი, თქუენ და ყოველნი სახლეულნი თქუენნი, რამეთუ გაკურთხნა თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან.

8არა ჰყო ეგრე, ვითარ-ეგე ჰყოფთ აქა დღეს კაცად-კაცადი ეგე ნებასა თავისა თჳსისასა, რამეთუ არღა მიწევნულ ხართ თქუენ აქამდის განსასუენებელსა მას და სამკვიდრებელსა თქვენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ.

10რამეთუ წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა და დაეშენნეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან დაგიმკვიდროს თქვენ და განგისუენოს თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა და დაეშენნეთ ყუდროებით.

11და იყოს ადგილი იგი, რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან თავისა თვისისა სახელ-დებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირით ყოველი შესაწირავი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, მსხუერპლები იგი თქვენი და ძღუენი თქუენი და ათეული თქუენი და პირველი იგი ჴელთა თქუენთა და რჩეულ-რჩეული ძღუენი აღნათქუემთა თქუენთაჲ, რომელ აღუთქუათ უფალსა ღმერთსა თქუენსა.

12და იხარებდეთ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და თქუენ, და ძენი თქუენნი, და ასულნი თქუენნი, მონანი და მჴევალნი თქუენნი და ლევიტელნი იგი, რომელ არს ზედამდგომელ თქუენდა, რამეთუ არა უც მას ნაწილ და სამკვიდრებელ თქუენ შორის.

13იგულე თავი შენი, ნუუკუე შე-სადამე-სწირვიდე შესაწირავთა შენთა ყოველსავე ადგილსა, რომელ იხილო, არამედ მას ადგილსა,

14ხოლო რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან ადგილსა ქალაქთა შენთასა, მუნ შესწირო მსხუერპლი შენი და მუნ ჰყო ყოველი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.

15და ყოვლითა გულისთქუმითა შენითა შესწირო მსხუერპლი იგი შენი და შჭამო ჴორცი იგი მისი კურთხევითა მით უფლისა ღმრთისა შენისაჲთა, რომელ-იგი მოგცა შენ ყოველთა მათ ქალაქთა შენთა ბილწი იგი და წმიდაჲ, ერთბამად შჭამდეთ, ვითარცა ქურციკსა და ირემსა.

16ხოლო სისხლსა მისსა ნუ შჭამთ, არამედ ქუეყანასა დასთხიეთ იგი, ვითარცა წყალი.

17ვერ შეშჭამო შენ ქალაქთა შინა შენთა ათეული იგი იფქლისა შენისაჲ და ღვინისა და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა შენთაჲ და ცხოვართა შენთაჲ და აღთქუმული იგი აღნათქუემთა შენთაჲ, და შესაწირავი იგი აღსაარებათა თქუენთაჲ და პირველი იგი ნაყოფთაჲ ქმნული ჴელთა თქუენთაჲ,

18არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი ადგილსა მას, რომელსაცა-იგი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან, შენ, და ძემან შენმან, და ასულმან შენმან, და მონამან და მჴევალმან და ლევიტელი იგი, რომელ დამკვიდრებულ იყოს ქალაქთა შენთა, შჭამდე და იხარებდე წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ყოველსა მას ზედა, რომელსაცა შეგეხოს ჴელი შენი.

19ეკრძალე, ნუუკუე და-სადამე-უტეო ლევიტელი იგი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, რავდენცა სცხონდე ქუეყანასა ზედა.

20უკეთუ განგიფართნეს შენ უფალმან ღმერთმან საზღვარნი შენნი, ვითარცა გეტყოდა შენ, უკეთუ გულმან გითქუას ჭამად ჴორცისა გულისთქუმისათჳს გულისა შენისასა, ჭამე შენ ჴორცი იგი.

21უკეთუ განშორებულადრე იყოს შენგან ადგილი იგი, რომელ გამოირჩია უფალმან ღმერთმან წოდებად სახელი მისი მას ზედა და შესწირო შენ ზუარაკთაგანი შენთაჲ, ანუ ცხოვართაჲ, რომელი მოგცეს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა გიბრძანა შენ და შეშჭამო იგი ქალაქთა შინა შენთა ყოვლითა მით გულისთქუმითა გულისა შენისაჲთა.

22ვითარცა შეიჭამოს ქურციკი და ირემი, ეგრე შეშჭამო იგი, რომელ-იგი არაწმიდაჲ არს შენ თანა და წმიდაჲ იგი ერთბამად შეჭამეთ იგი.

23ეკრძალე მტკიცედ არაჭამად სისხლისა, რამეთუ სისხლი საცხოვრისაჲ სამშვინველ მისა არს; არა შეშჭამო შენ სამშვინველი იგი ჴორცსა მას თანა,

24არამედ ქუეყანასა დასთხიო იგი ვითარცა წყალი.

25არა შჭამო იგი, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, რაჟამს ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

26ხოლო შესაწირავი იგი სიწმიდისა შენისაჲ და აღნათქუემი იგი შენი მოიღო ადგილსა მას, რომელ-იგი გამოირჩია უფალმან და შესწირო იგი მუნ.

27მსხუერპლი შენი ჴორცი იგი შესწირო საკურთხეველსა მას ზედა უფლისა ღმრთისა შენისასა, რამეთუ სისხლი იგი დააპკურო აღსავალთა მათ საკურთხეველისა ამის უფლისა ღმრთისათა და ჴორცი იგი შესჭამო.

28დაიცევ და ისმინენ ესე სიტყუანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, უკუე ჰყო თუ სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.

29უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი იგი, რომელსა-იგი მიხუალთ დამკვიდრებად ქუეყანისა მათისა წინაშე პირსა შენსა, დაიმკვიდრნე იგი და დაეშენო ქუეყანასა მათსა.

30იგულე თავი შენი, ნუკუე გამოიძიებდე მიდევნებად მათა შემდგომად მოსრვისა მის მათისა პირისაგან შენსა, ნუუკუე ეძიებდე კერპთა მათთა და სთქუა, ვითარცა-იგი მათ ნათესავთა ყვიან კერპთა მიმართ მათთა, ეგრეცა მე ვყო.

31ხოლო შენ არა ეგრე ჰყო უფლისა მიმართ ღმრთისა შენისა ყოველივე საძაგელებაჲ, რომელი წინავე სძულდა უფალსა, ყვეს კერპთა მიმართ მათთა, რამეთუ ძეთასა მათთა და ასულთა მათთა დასწვიდეს წინაშე კერპთა მათთა.

32ყოველივე სიტყუაჲ, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, დაიმარხო იგი და ჰყო, არა დააკლო, არცაღა შეჰმატო მათ.


წინა თავი შემდეგი თავი