მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 8

1ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, დაიმარხნე იგინი და ჰყო, რათა სცხონდეთ და განმართლდეთ, შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა.

2მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა.

3შე-ღათუ-გაურვა შენ სიყმილითა უდაბნოსა მას, მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რათა გულისხმა-გიყო შენ, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა, ცხონდების კაცი.

4სამოსელი შენი არა განგიკფდა, ფერჴი შენი არა გამოგტკუფა, ესე მეორმეოცე წელი არს.

5რაჲ გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ, რამეთუ ვითარცა გასწავლის მამამან შვილი თჳსი, ეგრე განგსწავლა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

6და დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი და ხვიდოდი გზათა მისთა და გეშინოდის შენ მისა,

7რათა უფალმან ღმერთმან შენმან შეგიყვანოს შენ ქუეყანასა მას დიდსა და კეთილსა, სადა-იგი მდინარენი წყალთანი და წყარონი უბსკრულთანი დიან მთათა და ველთა,

8ქუეყანასა მას საიფქლესა და საქრთილესა, ქუეყანასა მას ვენაჴოვანსა და ლეღოვანსა და ბროწეულოვანსა, ქუეყანასა კეთილსა თაფლისასა,

9ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი.

10ჰჭამდე და განსძღებოდე და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას ზედა კეთილსა, რომელი-იგი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

11იგულე თავი შენი, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და არა დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი მისნი, და სამართალნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.

12დღესდღე ნუუკუე შჭამდე და განსძღებოდე და ტაძრებსა შუენიერებსა იშენებდე და დაემკჳდრებოდი მათ შინა.

13და განმრავლებითა მით მროწეულისა და არვებისა შენისაჲთა, ოქროჲსა და ვეცხლისა შენისაჲთა

14აღამაღლო გულითა შენითა და განჰლაღნე და დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რომელმან გამოგიყვანა შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა სახლისაგან კირთებისა

15და აღგიყვანა შენ უდაბნოსა მას დიდსა და საშინელსა, სადა-იგი გველი და ღრიანკალი კბენდა და წყურილი იგი წყლისაჲ აჭირვებდა მათ, სადა არა იყო წყალი, რომელმან გამოგიდინა შენ წყაროჲ კლდისა მისგან უღაღისა.

16რომელმან-იგი უდაბნოსა მას მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ-იგი არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, ბოროტიღა თუ გიყო და გამოგცადა შენ, რათა უკუანაჲსკნელ კეთილი გეყოს და განგისუენოს შენ.

17ნუ იტყჳ გულსა შენსა, ვითარმედ ძლიერებითა ჩემითა და სიმტკიცითა მკლავისა ჩემისაჲთა ვყავ ყოველი ესე ძალი.

18არამედ მოიჴსენო შენ უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მან მოგცეს შენ ძალი და ძლიერებაჲ, რათა აღესრულოს აღთქუმაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა, ვითარცა დღესდღე.

19და იყოს, უკუეთუ დავიწყებით დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და შეუდგე შენ ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურებდე მათ და თაყუანის-სცემდე მათ, ვწამებ მე თქუენ წინაშე დღესდღე, რამეთუ მოსრვით მოისრნეთ,

20ვითარცა სხუანი წარმართნი, რომელნი-იგი მოსრნა უფალმან პირისაგან თქუენისა, ეგრე მოგსრნეს თქუენ უფალმან, რამეთუ არა ისმინე თქუენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისა.


წინა თავი შემდეგი თავი