მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 15

1მეშვიდესა წელსა ჰყოდი მისატევებელი იგი შენი.

2და ესე ბრძანებაჲ არს მიტევებისა მის, მიუტეო შენ ყოველი თანანადები შენი, რაჲცა თანა-ედვას მოყუასსა შენსა და ძმასა შენსა, რამეთუ მიტევებაჲ წოდებულ არს უფლისა ღმრთისა შენისა.

3უცხოთესლსა მას და შორიელსა არა მიუტეო, არამედ მოჰჴადო, რაჲცა თანა-ედვას, მოყუასსა მას და ძმასა მიუტეო,

4რათა არავინ იპოოს შენ შორის ნაკლულევან, რათა მისთჳს კურთხევით გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, მოგცეს შენ მკვიდრთბით დამკვიდრებად მას ზედა,

5უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და დაიმარხნე და ჰყვნე ყოველნი იგი მცნებანი, რომელსა მე გამცნებ შენ დღესდღე.

6და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან, ვითარცა-იგი გეტყოდა შენ და ავასხებდე ნათესავთა მრავალთა, ხოლო შენ არა ავასხებდე და ჰმსთავრობდე შენ ნათესავთა შორის მრავალთა, ხოლო შენ ზედა არავინ მთავრობდეს.

7უკეთუ ვინმე იყოს შენ შორის ნაკლულევანი ძმათა შენთაგანი რომელსავე ერთსა ქალაქთა შენთაგანსა, არა გარე მიიქციო ბული შენი მისგან, არცაღა კრულ-ჰყო ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა.

8არამედ ჴსნილ-ჰყო ჴელი შენი მისთჳს და ავასხო მას, რავდენცა უჴმდეს.

9იგულე თავი შენი, ნუუკუე იყოს სამე დაფარულ სიტყუაჲ უშჯულოებისაჲ გულსა შინა შენსა და სთქუა: მოახს წელი იგი მეშვიდე წელიწადი იგი მიტევებისაჲ და თუალძვირ იქმნე ძმისა მის შენისა ნაკლულევანისა, და არა რაჲ სცე მას და ღაღადებდეს უფლისა მიმართ შენთჳს და იყოს შენდა ცოდვა დიდ.

10მიცემით მისცე მას, რავდენცა აკლდეს და არა შესწუხნე გულითა შენითა შემდგომად მიცემისა მის შენისა, რამეთუ ამისთჳს გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შინა შენთა და ყოველსა მას ზედა, რომელსა შეახო ჴელი შენი.

11რამეთუ არასადა მოაკლდეს ნაკლულევანისაგან, ამისთჳს გამცნებ შენ და გეტყვი: ჴსნით ჴსნილ-ყავ ჴელი შენი ძმისა მის შენისა ნაკლულევანისათჳს და გლახაკისათჳს, რომელი-იგი იყოს ქუეყანასა შენსა.

12უკუეთუ იყიდო ვინმე შენ ძმათა შენთაგანი თავისი სჯულის მონა ნასყიდი, ან მჴევალი ებრაელი, ანუ მამაკაცი, ანუ დედაკაცი, ექუს წელ გმსახუროს შენ და წელსა მას მეშვიდესა გამოავლინო იგი შენგან განთავისუფლებული.

13და რაჟამს გამოავლინებდე მას შენგან განთავისუფლებულსა, არა გამოავლინო იგი შენგან ჴელცუდად,

14არამედ აღგებით აღაგო იგი: საცხოვართა შენთაგან, და იფქლისა შენისაგან და საწნეხელისა შენისაგან მისცე მას, რათა გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან.

15მოიჴსენე, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგვიპტისასა და გიჴსნეს შენ უფალმან შენმან, ამისთჳს გამცნებ შენ სიტყუათა ამათ.

16უკეთუ გრქუას შენ, ვითარმედ: არა განვალ შენგან, რამეთუ შეგიყუარე შენ და სახლი შენი და კეთილი შენი მეყო მე შენგან.

17მოიღო შენ სადგისი და დააპყრა ყური მისი კარსა, და განჴურიტო იგი და იყოს იგი შენდა მონა უკუნისამდე და ეგრეცა მსგავსად მჴევალსა მას უყო.

18არა ფიცხელ გიჩნდეს წინაშე შენსა, რაჟამს გამოავლინებდე შენგან განთავისუფლებულსა, რამეთუ წელიწდეულად სასყიდელითა მორეწისაჲთა გმსახურებდა შენ ექუს წელ და გაკურთხოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ყოველთა მათ საქმეთა შენთა, რომელსაცა იქმოდე.

19ყოველივე პირმშოჲ, რომელი იშვეს ზროხათა შენთაჲ, გინა თუ ცხოვართაჲ უპედი, განწმიდო შენ უფლისა ღმრთისა შენისათჳს, არა აქმნიო ჴარი იგი პირმშოთა შენთაჲ და არცა მოჰრისო ცხოვარი იგი პირმშოთა შენთაჲ.

20არამედ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა შეშჭამო იგი წლითი წლად ადგილსა მას, რომელი გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან, შენ და სახლეულთა შენთა შეჭამეთ იგი.

21უკუეთუ ბილწ რაჲმე იყოს მის თანა, ბრმა იყოს, ანუ ყრუ იყოს, ანუ მკელობელი იყოს, ანუ სხუა რაჲმე ბოროტ სიხაშმე იყოს მის თანა, არა დაუკლა იგი უფალსა ღმერთსა შენსა,

22არამედ ქალაქთა შინა შენთა შეშჭამო იგი, წმიდამან და არაწმიდამან ზოგად. შეჭამონ ვითარცა ქურციკი და ვითარცა ირემი.

23ხოლო სისხლი მისი არა შეშჭამოთ, არამედ ვითარცა წყალი დასთხიოთ იგი ქუეყანასა ზედა.


წინა თავი შემდეგი თავი