მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 32

1მოიხილე, ცაო, და ვიტყოდი, და ისმენდინ ქუეყანაჲ სიტყუათა პირისა ჩემისათა.

2მოელოდენ ვითარცა წჳმასა სიტყუასა ჩემსა, გარდამოვიდოდენ ვითარცა ცუარნი სიტყუანი ჩემნი,

3ვითარცა წჳმაჲ მწვანვილსა ზედა და ვითარცა თოვლი თივათა ზედა, რამეთუ სახელსა უფლისასა ვხადეთ, მიეცით დიდებაჲ ღმერთსა ჩუენსა.

4ღმერთი ჩუენი, ჭეშმარიტებით არიან საქმენი მისნი და ყოველნი გზანი მისნი სიმართლით არიან, ღმერთი სარწმუნო არს და არა არს სიცრუვე მის თანა, მართალ და წრფელ არს უფალი.

5შესცოდეს მას ნაშობთა მათ ბილწებისათა, ნათესავმან დრკუმან და გულარძნილმან.

6ესე მოსაგებელი მოაგეს უფალსა ამან ერმან ცოფმან და არაბრძენმან ამან, რამეთუ თავადმან მამამან შენმან მოგიპოვა შენ, შეგქმნა შენ და დაგბადა შენ.

7მოიჴსენენ დღენი იგი საუკუნენი და გულისხმა-ყვენ წელიწადნი იგი. თესლითი თესლამდე ჰკითხე მამასა შენსა, გითხრან შენ და მოხუცებულთა შენთა გაუწყონ შენ.

8რაჟამს მიმოდაყვნა მაღალმან ნათესავნი იგი, ვითარ-იგი მიმოდაჰფინნა ძენი ადამისნი, დაამტკიცნა საზღვარნი იგი თესლებისანი მსგავსად რიცხუთა მათ ანგელოზთა ღმრთისათა,

9და იყო ნაწილად უფლისა ერი თჳსი იაკობი, ნამთაულად სამკჳდრებელისა თჳსისა ისრაჱლი.

10უნაკლულო-ყვნა იგინი უდაბნოსა მას ზედა წყურიელსა მას სიცხისასა და ურწყულსა გარემოადგა მათ და განწვალნა იგინი და დაიცვნა იგინი, ვითარცა გუგაჲ თუალისა.

11ვითარცა ორბმან რაჲ დაიფარნა ბუდენი თჳსნი და მართუეთა თვისთა სუროდა, განყვნა ფრთენი თვისნი და შეიკრიბნა იგინი და აღიმატნა იგი ბეჭთა ზედა თჳსთა.

12უფალი ხოლოჲ უძღოდა მათ და არავინ იყო მათდა სხუა ღმერთ.

13აღმოიყვანნა იგინი ძალსა მას ზედა ქუეყანისასა და აჭამა მათ ნაყოფი იგი ველთაჲ, ჭამდეს იგინი თაფლსა კლდისაგან და ზეთსა კლდისა მისგან უღაღისა.

14ერბოსა, ზროხათა, სძესა ცხოვართასა, ცმელითა კრავთაჲთა და ვერძთაჲთა, ნაშობსა კუროთასა და ვაცთასა, თირკუმელთა ცმელთა, იფქლსა, სისხლსა ყურძნისასა სუმიდეს ღჳნოსა.

15ჭამა იაკობ, განძღა და შეჰზრიობდა საყუარელი იგი, განსუქნა, განსხუა, განიშუა, დაუტევა ღმერთი შემოქმედი თჳსი და განუდგა ღმერთსა მაცხოვარსა თჳსსა.

16განმარისხეს მე უცხოთა მათ სამსახურებელთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე.

17უზორვიდეს იგინი ეშმაკთა და არა შესწირვიდეს ღმრთისა ღმერთთა მათ, რომელი-იგი არა იცოდეს ცრუთა მათ საწუთროჲთ მოხუმულთა, რომელ-იგი არა იცოდეს მამათა მათთა.

18აწ ღმერთი, რომელმან გშვა შენ, დაუტევე და დაივიწყე ღმერთი გამომზრდელი შენი.

19იხილა ესე უფალმან და აღიშურვა და განრისხნა გულისწყრომითა ძეთა და ასულთა მათთაჲთა.

20და თქუა უფალმან: გარემივიქციო პირი ჩემი მათგან და განვაცხადო, რაჲ-იგი ყოფად არს მათა შემდგომად ჟამსა, რამეთუ ნათესავი ესე განდრეკილი არს, ნაშობნი არიან, რომელთა თანა არა არს სარწმუნოებაჲ.

21მათ მაშურეს მე არა ღმერთთა მათთა ზედა და კერპებითა მათითა განმამწარეს მე, აწ მეცა ვაშურო მათ ნათესავსა მას ზედა შეურაცხსა და ნათესავითა მით უცები, განვკაფნე იგინი,

22რამეთუ ცეცხლი აღატყდა გულისწყრომისგან ჩემისა, შთასწუვიდეს ჯოჯოხეთამდე ქუესკნელად შეჭამოს ქუეყანაჲ ნაყოფითურთ თჳსით და შეწუნეს საფუძველნი მთათანი.

23დავჰკრიბო ძჳრი მათ ზედა და ისარნი ჩემნი დავასრულნე მათ ზედა.

24განჰკფდენ იგინი სიყმილითა და მიეცნენ საჭმლად მფრინველთა ცისათა და სალმობაჲ იგი განმამრუდებელი დაეცვეს მათ ზედა, კბილნი მძჳნვარეთანი მივავლინნე მათ ზედა, რომელნი გულისწყრომით ითრევდეს ქუეყანასა ზედა.

25გარეშე უმკჳდროვნეს იგინი მახჳლმან საუნჯით მათითგან შიშმან ჭაბუკნი და ქალწულნი ძუძუჲსმწოვარნი მოხუცებულთა თანა დღითა.

26და თქუა უფალმან: განვაბნინე იგინი და განვაქარვო კაცთაგან საჴსენებელი მათი.

27არა თუმცა გულისწყრომითა მტერთაჲთა, რათა არა მყოვარ ჟამ იყვნენ და რათა არა განმრავლდენ მჴდომნი იგი მათნი და რათა არა თქუან: იყოვე ჴელი ჩუენი უაღრეს მათ ზედა, არა თუმცა უფალმან ყო ესე ყოველი.

28რამეთუ ნათესავი ესე წარწყმედისაჲ მზრახვალი არს და არა არს მათ თანა მეცნიერებაჲ.

29არა ცნეს ესე გულისხმის-ყოფად, თავს-იდვან ესე მომავალთა.

30ვითარმე იოტოს ერთმან ათასები და ორმან წარიქციის ბევრები, არა თუმცა ღმერთმან განიჭნა იგინი და უფალმან მისცნა იგინი?

31რამეთუ არა ეგრე იყვნენ კერპნი მათნი, ვითარ ღმერთი ჩუენი, ხოლო მტერნი ჩუენნი უგუნურ იყვნენ.

32რამეთუ საყურძნისა მისგან სოდომელთაჲსა იყო საყურძნე მათი და ვენაჴები მათი გომორელთაგან, ყურძენი მათი ყურძენი ნავღლისაჲ და ტევანი სიმწარისა მათისაჲ.

33გულისწყრომაჲ ვეშაპთაჲ იყო ღჳნოჲ მათი და რისხვაჲ ასპიტთაჲ განუკურნებელი.

34აჰა, ესერა, ესე ყოველი დამიკრებიეს მე ბეჭდული, მარხულ არს საუნჯესა ჩემსა.

35დღესა მას შურისგებისასა მივაგო მათ ჟამსა მას, რომელსაცა შეუცთენ ფერჴნი მათნი, რამეთუ ახლოს არს დღე იგი წარწყმედისა მათისაჲ და მოწევნულ არს განმზადებული მათ ზედა.

36რამეთუ განიკითხოს უფალმან ერი თჳსი და მონათა თჳსთა ნუგეშინის-სცეს, რამეთუ იხილნა იგინი ნაკლულევანნი, ჴუებულნი, ტყუედ წარქცეულნი და განკაფულნი.

37და თქუა უფალმან: აწ სადა არიან კერპნი იგი თქუენნი, რომელთა-იგი თქვენ ესევდით,

38რამეთუ ცმელსა ნაზორევსა მათთასა შჭამდით და სუემდით თქუენ ღჳნოსა ნაგებსა მათთასა. აწ აღდგენ და შეგეწინენ და გეყვნენ თქუენ იგინი მფარველ.

39იხილეთ, იხილეთ, რამეოუ მე ვარ და არა არს სხუა ღმერთ ჩემსა გარეშე, მე მოვაკუდინი, მე ვაცხოვნი, მე მოვწყლი, მე განვკურნი და არა არს, რომელი განერეს ჴელსა ჩემსა.

40რამეთუ მივყო ცად ჴელი ჩემი და ვფუცო მარჯუენესა ჩემსა, და ვთქუა: ცხოველ ვარ მე უკუნისამდე.

41რამეთუ აღვლესო, ვითარცა ელვაჲ, ჴრმალი ჩემი და განვიმზადო შჯად ჴელი ჩემი, შური ვიძიო და მივაგო სასჯელი, მტერთა და მოძულეთა ჩემთა მივაგო.

42დავათრვნე ისარნი ჩემნი სისხლითა და ჴრმალი ჩემი ჭამდეს ჴორცსა სისხლთაგან წყლულებისათა და ნატყუენავებისათა და თავებისაგან მთავართაჲსა და მტერთაჲსა. იხარებდით ცანი მის თანა და თაყუანი-სცემდით მას ყოველნი ძენი ღმრთისანი.

43იხარებდით წარმართნი ერისა მისისა თანა და განაძლიერებდით მას ყოველნი ანგელოზნი ღმრთისნი, რამეთუ სისხლი ძეთა მისთა იძიოს, შური იძიოს და მიაგოს სასჯელი მტერთა მოძულეთა თჳსთა, კუალად-აგოს და განწმიდოს უფალმან ქუეყანა იგი ერისა თჳსისაჲ (და დაწერა მოსე გალობა ესე მას დღესა შინა და დაასწავა იგი ძეთა მათ ისრაჱლისათა).

44და შევიდა მოსე და ეტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყურთა ყოვლისა მის ერისათა, თვით მოსე და ისო, ძე იგი ნავესი.

45და დაასრულნა მოსე ყოველნი ესე სიტყუანი, რომელსა-იგი ეტყოდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.

46და ჰრქუა მათ: გულისხმა-ყვენით გულითა თქუენითა ყოველი ესე სიტყუანი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა თქუენცა ამცნოთ შვილთა თქუენთა დამარხვად და ყოფად ყოველთა მათ სიტყუათა სჯულისათა.

47რამეთუ არა ცუდად რაჲმე იყვნეს სიტყუანი ესე თქუენდა მიმართ, არამედ ესე არს ცხორება თქუენი, რამეთუ ამათ სიტყუათა გამო დღეგრძელ იყვნეთ ქვეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი წიაღხუალთ იორდანესა დამჳდრებად მუნ.

48და ეტყოდა უფალი მოსეს მას დღესა შინა და ჰრქუა:

49აღვედ შენ მთასა მას ზედა აბარიმსა, რამეთუ იგი თჳთ არს ნაბავ ქუეყანასა მას მოაბელთასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა და იხილე ქუეყანაჲ ქანანისა, რომელ-იგი მივსცე მე ძეთა მათ ისრაჱლისათა სამკჳდრებელად მათა.

50და მოკუედ მთასა მას ზედა, რომელსაცა აღხჳდე. მუნ და შეეძინე შენ ერსა მას მამათა შენთასა,

51ვითარცა-იგი აჰრონ, ძმაჲ, შენი, მოკუდა ენორს, მთასა მას ზედა და შეეძინა ერსა მას მამათა თჳსთასა. რამეთუ ურჩ ვქმნენით სიტყუათა მათ ჩემთა ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა, წყალთა მათ ზედა ცილობისათა კადეს ბარნეს უდაბნოსა მას, რამეთუ არა მადიდებდით მე ძეთა მათ შორის ისრაჱლისათა.

52ხილვით იხილო ქუეყანაჲ იგი შორით, რამეთუ ვერ შეხჳდე მუნ ქუეყანასა მას, რომელი-იგი მე მივეც ძეთა მათ იარაჱლისათა.


წინა თავი შემდეგი თავი