მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 34

1და აღჴდა მოსე არაბოთდ მოაბით მთასა მას ზედა ფაჲგასა, რომელ არს პირისპირ იერიქოსა, და უჩუენა მას უფალმან ყოველი იგი ქუეყანაჲ გალადისაჲ ვიდრე დანადმდე,

2და ყოველი იგი ქუეყანაჲ ლეფთალემისი და ყოველი ქუეყანაჲ ეფრემისი და მანასესი, და ყოველი იგი ქუეყანა იუდაჲსი ვიდრე დასასრულადმდე ზღჳსა.

3და ყოველი იგი უდაბნოჲ და ყოველი გარემოჲს სოფლები, რომელ იყო ველთა მათ იერიქოსაჲთა, ქალაქები იგი დანაკისკუდოვანი ვიდრე სეგორდმდე.

4და ჰრქუა უფალმან მოსეს: ესე არს ქუეყანა იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, ისაკს და იაკობსა და ვარქუ, ვითარმედ: ნათესავსა შენსა მივსცე ეგე. აწ, ეგერა, გიჩუენე შენ, თუალთა შენთა იხილეს, ხოლო შენ არა შეხჳდე მუნ.

5და მოკუდა მოსე, მონა იგი ღმრთისაჲ, ქუეყანასა მას მოაბისასა სიტყჳთა უფლისაჲთა.

6და დაჰფლეს იგი გეზს, მახლობელად სახლისა მას ფაგომისსა. და არა ვინ იცის საფლავი მისი მოდღენდელად დღედმდე.

7და იყო მოსე ვითარ ასოც წლის, ოდეს, რაჟამს მოკუდა, და არა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი და არცა იცვალა ქმნულებაჲ პირისა მისისაჲ.

8და დაიტირეს მოსე ძეთა მათ ისრაჱლისათა არბოთს მოაბისასა, კიდესა მას იორდანისა მდინარისასა, პირისპირ იერიქოსა. და დაიტირეს იგი ოცდაათ დღე და აღესრულნეს დღენი იგი ტირილისანი და გლოვისანი მოსესნი.

9და ისო, ძე იგი ნავესი, აღივსო სულითა სიბრძნისაჲთა, რამეთუ მოსე დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და ერჩდეს მას ყოველნი იგი ძენი ისრაჱლისანი და ყვეს, რაჲ-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.

10და არღარა აღდგა წინასწარმეტყველი შორის ისრაჱლსა მსგავსად მოსესა, რომელ-იგი უფალსა შეესწავა პირისპირ,

11ყოვლითა მით სასწაულებითა და ნიშებითა, ვითარ-იგი მიავლინნა უფალმან ყოფად სასწაულთა მათ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა ფარაოჲს ზედა და ყოველთა მონათა მისთა და ყოველსა ქუეყანასა მისსა საკჳრველებანი იგი დიდ-დიდნი,

12ჴელი იგი მტკიცე და მკლავი მაღალი, რომელ ყო მოსე წინაშე ყოვლისა ერისა.


წინა თავი