მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 2

1მერმე მოიქეცით მუნვე უდაბნოდ კერძო გზასა მას ერჳთრისა ზღუასა, ვითარცა მეტყოდა მე უფალი. და დავადგერით მთასა მას სეირსა მრავალ დღე.

2სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

3კმა იყავნ თქუენდა გარემოდგომაჲ მთისა მაგის სეირისა, აწ მოიქეცით თქუენ სამხრით კერძო:

4და ერსა მაგას ამცენ და არქუ: ეგერა, განხვალ საზღვარსა ძმათა თქუენთასა ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, რამეთუ შეშინებულ და შეძრწუნებულ არიან ფრიად.

5ხოლო თქუენ ნუ ბრძოლა-სცემთ მათ, რამეთუ არა მიმიცემიეს ქუეყანისა მის მათისაგანი თქუენდა, არცაღა წარსადგმელ ერთ ფერჴისა, რამეთუ ნაწილად მკჳდრობისა მიმიცემიეს მთაჲ იგი სეირი ესავსა.

6არამედ საჭმელი იყიდეთ მათგან და ჭამეთ და წყალი სასწორით იყიდეთ მათგან და სუთ.

7რამეთუ უფალმან ღმერთმან შენმან გაკურთხა შენ ყოველთა შინა საქმეთა ჴელთა შენთასა, განიგულე გონებასა შენსა, ვითარ განვლე შენ უდაბნოჲ იგი დიდი და საშინელი. ესე მეორმეოცე წელი არს, უფალი ღმერთი შენი შენ თანა არს, არაჲთ ნაკლულევან გყოს შენ.

8და თანაწარვჰჴედით ჩუენ ძმათა ჩუენთა, ძეთა მათ ესავისთა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს, გზასა მას არაბიელთასა, ელათით და გასიონ გაბერით და მოვაქციეთ, განვლეთ ჩუენ უდაბნოჲ იგი მოაბელთაჲ.

9მერმე სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და თქუა: ნუ ემტერებით მოაბელთა მაგათ და ნუცა აღადგინებთ მაგათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქუენ ქუეყანაჲ ეგე მაგათი ჴელთა თქუენთა, რამეთუ ძეთა ლოთისთა მიმიცემიეს იგი ნაწილად მკჳდრობისა მათისა,

10რამეთუ პირველად ომინელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მას ზედა, ნათესავი დიდი მრავალი და ძლიერი.

11და ვითარცა აკიმრაფასიელნი იგი შეირაცხნეს, ეგრეცა ესენი, რომელნი აკიმს არიან, ეგრეცა მოაბელნი იგი სახელდებულ არიან ნოემად.

12და სეირსა პირველად ქორეველი იგი დამკჳდრებულ იყო და ძეთა მათ ესავისთა აღჴოცეს, წარწყმიდეს იგი პირისაგან მათისა და დაემკჳდრნეს იგინი მათ წილ, ვითარცა ისრაჱლმან ყო ქუეყანაჲ იგი მკჳდრობისა მათისაჲ, რომელ-იგი მისცა მათ უფალმან.

13აწ აღდეგით და წარვედით ჴევსა მას ზარედისასა.

14და დღენი, ვინაჲთგან წარვედით ჩუენ კადეთ ბარნედ ვიდრე მისლვადმდე ჴევსა მას ზარედისასა, ოცდაათურამეტ წელ ვიდრე დასრულებადმდე ყოვლისა ნათესავისა კაცთა მათ მბრძოლთაჲსა ბანაკისა მისგან ისრაჱლთაჲსა, ვითარცა ეფუცა მათ უფალი.

15და იყო მათ ზედა ჴელი უფლისაჲ მოსპოლვად მათა ბანაკისა მისგან ვიდრე მოსპოლვადმდე მათა.

16და მოისრა ყოველი იგი კაცი მბრძოლი სიკუდილითა შორის ერსა მას.

17სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა:

18შენ განვლო დღეს საზღვარი იგი მოაბელთაჲ არუჱრი.

19და მახლობელად წარჰჴდეთ თქუენ ძეთა მათ ამონისთა: ნუ ემტერებით მათ და ნუ აღუდგინებთ მათა მიმართ ღუაწლსა ბრძოლისასა, რამეთუ არა მიგეც თქვენ ქუეყანაჲ იგი ძეთა მათ ამოსისთაჲ, რამეთუ ნაწილად ძეთა მათ ლოთისთა მიმიცემიეს.

20ქუეყანაჲ იგი ჰრაფაიმი, რამეთუ ჰრაფაიმელნი იგი დამკჳდრებულ იყვნეს მუნ პირველად ამანიტელთა მათ, სახელი ჰრქჳან ზომზომინ,

21ნათესავი დიდი და მრავალი და უძლიერესი, ვითარცა-იგი აკიმელნი. და წარწყმიდნა იგინი უფალმან პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მათ წილ მოდღეინდელად დღედმდე.

22ვითარცა-იგი უყო ძეთა მათ ესავისთა, რომელ-იგი დამკჳდრებულ არიან სეირს, ვითარცა-იგი აღჴოცა ქორეველი იგი პირისაგან მათისა და დაიმკჳდრეს იგი და დაეშენნეს მუნ მოდღეინდელად დღედმდე.

23და ეგრეცა ეველი იგი, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ასეროთს გაზადმდე და კაბადუნი იგი, რომელ გამოვიდეს კაბადუკიაჲთ, მოსრნეს იგინი და დაეშენნეს იგინი მათ წილ.

24აწ თქუენცა აღდეგით, წარემართენით, განვლეთ ჴევი იგი არნონისაჲ, რამეთუ, ეგერა, მიმიცემიეს იგი ჴელთა თქუენთა, სეონ, მეფჱ იგი ამორეველთაჲ, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყო ესებონს, და ქუეყანაჲ იგი მათი იწყედ დამკჳდრებად და იწყეთ მისა მიმართ ღუაწლი ბრძოლისა.

25დღესით დღითგან დავიდევ აერი და შიში შენი პირსა ზედა ყოველთა წარმართთასა, რომელნი არიან პირსა ქუეშე ცისასა, რათა ყოველთა რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სალმობამან შეიპყრნეს იგი პირისაგან შენისა.

26და წარვავლინნე მოციქულნი უდაბნოჲთ კადემოთით სეონისა მეფისა მის ესებონელთაჲსა სიტყჳთ მშჳდობისაჲთა.

27და ვარქუ, ვითარმედ განვლო ქუეყანაჲ ეგე შენი, მგზავრ ვიდოდი, არა მივაქციო მარჯულ, არცა მარცხლ.

28საჭმელი ვეცხლითა ჩემითა ვიყიდო და ვჭამოთ და წყალი ვეცხლი ვიყიდოთ და ვსუათ, გარნა გზაჲ ხოლო განვლოთ ფერჴითა ჩუენითა.

29განვლეთ ქუეყანა იგი ძეთა მათ ესავისთაჲ, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს სეირს და ვითარცა განვლეთ ქუეყანაჲ იგი მოაბელთაჲ რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან აროჱრს, ვიდრე წიაღვლო მე იორდანე, მივიწიო ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან მომცეს ჩუენ.

30და არა ინება მეფემან მან ესებონელთამან განსლვაჲ ჩვენი მიერ, რამეთუ განაფიცხა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სული მისი და განამტკიცა გული მისი, რათა მოგცეს იგი ჴელთა შენთა დღესდღე.

31და სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: აჰა, ესერა, მიწყიეს მე მიცემად წინაშე შენდა სეონ მეფჱ ესებონისაჲ, ამორეველი იგი, აწ იწყე განაწილებად და დამკჳდრებად ქუეყანაჲ იგი მისი.

32და მოვიდა სეონ მეფჱ იგი ამორეველთაჲ და ყოველი იგი ერი მისი მის თანა შემთხუევად ჩუენდა ღუაწლით ბრძოლასა.

33და განწირა იგი უფალმან ღმერთმან ჩუენმან წინაშე პირსა ჩუენსა და მოვსართ იგი და ძენი მისნი და ყოველი ერი მისი.

34და მოვიპყართ ყოველი ქალაქები მისი მას ჟამსა შინა, და მოვსართ ყოველი ქალაქი მისი ერთბამად და მოვწყჳდეთ ცოლი და შვილი მისი ყოველივე, რაჲცა იყო მისი, არა განერა ერთისა კაცი ცოცხალი, გარნა საცხოვარი მათი ტყუედ წარმოვიღეთ.

35და ნატყუენავი ქალაქთა მათთაჲ წარმოვიღეთ

36აროერით, რომელ-იგი არს კიდესა ზედა მდინარისა მის არონისასა, და ქალაქი იგი ძნელოვანი, რომელ დაშენებულ იყო ჴევსა მას ვიდრე მთადმდე გალადისა და არა იყო ქალაქი, რომელიმცა განერა ჴელთაგან ჩუენთა, არამედ ყოველი იგი ქალაქები მოგუცა ჩუენ უფალმან ღმერთმან ჩუენმან ჴელთა ჩუენთა.

37ხოლო ქუეყანასა მას ძეთა მათ ამონისთასა არად შევეხენით საზღვართა მათთა ნაღუარევთასა იაბოკისთა და ყოველი იგი ქალაქები მთის კერძო ვითარცა გუამცნო ჩუენ უფალმან ღმეთმან ჩუენმან.


წინა თავი შემდეგი თავი