მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 3

1და მოვიქეცით და მივედით გზასა მას ბასანად კერძო და გამოვიდა ოლ, მეფჱ ბასანისაჲ, შემთხუევად ჩუენდა, იგი და ყოველი ერი მისი ღუაწლით ბრძოლისა ჰედრაინდ.

2სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა მე: ნუ გეშინინ, ნუცა შესძრწუნდები მისგან, რამეთუ ჴელთა შენთა მიმიცემიეს ყოვლითურთ ერით მისით და ყოვლითურთ ქუეყანით მისით და უყო მას, რაჲცა-იგი უყავ სეონ, მეფესა მას ამორეველთასა, რომელ-იგი დამკჳდრებულ იყოს ესობონს.

3მოგუცა უფალმან ღმერთმან ჩუენმან ოგ, მეფჱ იგი ბასანისაჲ, და ყოველი იგი ერი მისი და მოვსართ იგი და ყოველი სოფელი მისი და არა დაშთა სოფელსა მისსა ნათესავი.

4დავიპყართ ყოველი ქალაქები მათი, მას ჟამსა შინა არა იყო ქალაქი, რომელი არა ვიპყართ მათგანი, სამეოცი ქალაქი დავიპყართ სოფლებით მათით არგობ, მეფისა მის ოგისი, ქუეყანისა მის ბასანელთაჲსა.

5ყოველი ესე ქალაქები ძნელოვანები და ზღუდე მათი მაღლები და მოქლონები მათი განგებული, ხოლო ქალაქები იგი უზღუდოჲ ფრიად მრავალი მოვსართ,

6ვითარცა შევქმენით სეონ, მეფჱ ესებონელთაჲ, და მოვსართ ყოველი ქალაქები ერთბამად და ცოლები მათი და შვილები მათი მოვსართ,

7და საცხოვარი მათი და ფასი მონაგები მათი ნატყუენავსა თანა განვიყავთ წილით და დავიპყართ ქვეყანა იგი მათი.

8მიერ ჟამსა შინა ჴელთაგან ორთა მეფეთა ამორეველთაჲსა, რომელნი-იგი იყვნეს წიაღ იორდანესა ნაღუარევითგან არნონით ვიდრე ჰერნონდმდე.

9რომელთა-იგი ტაიჭიკ სახელ-ედების ჰაერმონ, რომელ-იგი არს სანიორი, რამეთუ ამორეველმან მან სანირ სახელი უწოდა მას.

10ყოველი ქალაქები ნისონისაჲ და ყოველი გალაადი და ყოველი ბასაანი ვიდრე სელლქალდმდე და ედრაემდ, ესე ყოველი ქალაქები ოგისი, მეფისა მის ბასანელთაჲსა.

11რამეთუ ოგ, მეფჱ ბასანელთაჲ, მარტო დაშთა რაფანელთაგან. და იყო ცხედარი მისი ცხედარი რკინისაჲ და ძნელოვანსა მას ძეთა ამონისთასა დადგომილ იყო იგი, ცხრა წყრთაჲ სიგრძე მისი და ოთხ წყრთა სივრცე მისი წყრთა მამაკაცისათა.

12და ქუეყანაჲ იგი მათი დავიმკჳდრეთ ჩუენ მას ჟამსა შინა, რომელ არს კიდედმდე ნაღუარევისა მის არნონისა და ვიდრე ზოგადმდე მთისა მის გალადელთაჲსა: და ქალაქები იგი მათი მივეც რუბენს და გაადს.

13და ნეშტი იგი გალადისაჲ და ყოველი იგი ბასანი მეფისა ოგისი მივეც კერძოსა მას,

14ნათესავსა მანასესა და ყოველი იგი გარემო სოფლები არგობისი და ყოველი ბასანი ქუეყანად რაფაინისა შერაცხილ არიან, და იაირ, ძემან მანასესმან, დაიპყრა ყოველი იგი სოფლები არგობისაჲ ვიდრე საზღვრადმდე გარგასისა. და მაქათი სახელი უწოდა მას სახელად თავისა თჳსისა ბასანა ვათაირ მოდღეინდელად დღედმდე.

15და მაქირს მივეც გალაადი.

16და რუბენს და გაადს მივეც ქუეყანისა მის გალაადისაჲ ვიდრე ნაღუარევადმდე არნონისა შუა საზღვრითგან ნაღუარევისა მის ვიდრე იაბოკდმდე ნაღუარევი იგი, რომელ არს საზღვარი ძეთა მათ ამონისთაჲ.

17და არაბიაჲ და იორდანე თჳთ საზღვარი არს მაქანარადმდე არაბიელთა და ზღჳთ მარილოვნითგან და ასელოთით ვიდრე ჴევადმდე აღმოსავლითისა.

18გამცენ თქუენ მას ჟამს შინა და გარქუ: უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცა თქუენ ქუეყანა ეგე ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა, შეიჭურენით, განემზადენით, წარგუალეთ ძმათა თქუენთა თანა ძეთა მათ ისრაჱლისათა ყოველი კაცი ძლიერი მოღუაწე.

19გარნა დედაწული თქუენი და საცხოვარი თქუენი და ნაყოფი თქუენ უწყი, რამეთუ მრავალ არს საცხოვარი იგი თქუენი, დაუტევენით ქალაქთა მაგათ თქუენთა, რომელ-ეგე მიგეც თქუენ.

20ვიდრემდე განსასუენებელი სცეს უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათა თქუენთა, ვითარცა-ეგე თქუენ და დაემკჳდრნენ იგინიცა ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მისცეს მათ წილი იორდანესა მდინარესა დ მიიქცეს კაცად-კაცადი თითოეულად სამკჳდრებელთავე თჳსთა, რომელ მიგეც თქუენ.

21და ვამცენ ისოს, ძესა ნავესა, მას ჟამსა შინა და ვარქუ: თუალთა თქუენთა იხილეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან თქუენმან ორთა მათ მეფეთა, ეგრე უყოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველთა მათ მეფეთა, რომელთა-იგი მიხუალთ თქუენ მუნ.

22ნუ გეშინინ, რამეთუ უფალი ღმერთი თქუენი ჰბრძოდეს თქუენ წილ.

23და ვევედრე უფალსა მას ჟამსა შინა და ვთქუ:

24უფალო, უფალო, შენ იწყე ჩუენებად მონისა შენისა ძალი შენი დ სიმტკიცე შენი, ჴელი ეგე მტკიცე და მკლავი მაღალი. ვინ არს ღმერთ ცათ შინა, ანუ ქუეყანასა ზედა, რომელმცა ყო ესე, რომელ-ესე შენ ჰყავ ჩუენთჳს.

25ანუ მსგავს ძლიერებისა მაგის შენისა? აწ ჯერ-თუ-გიჩნდეს, წიაღვჴდე, ვიხილო ქუეყანაჲ იგი კეთილთაჲ, რომელ-იგი არს წიაღ ორდანესა, მთაჲ იგი კეთილი და ადგილი იგი ლიბანისაჲ.

26და უგულებელ-მყო მე უფალმან თქუენთჳს. მერმე მომიგო მე უფალმან და მრქუა: კმა იყავნ შენდა, ნუღარა შესძინებ სიტყუად ჩემდა სიტყუასა მაგას,

27არამედ აჰჴედ შენ თხემსა მთისა მაგის გამოთლილისასა და აღიხილენ თუალნი შენნი ზღუად კერძო და სამხრით, და ჩრდილოჲთ, და დასავალად და აღმოსავალად და იხილე თუალითა შენითა, რამეთუ არასადა წიაღსლვად ხარ შენ წიაღ იორდანესა.

28არამედ შენ ამცენ ისოს და ნუგეშინის-ეც მას, რამეთუ ესე წიაღუძღუეს ერსა მას და მანცა დაუმკჳდროს მათ ქუეყანაჲ იგი, რომელ-ეგე შენ იხილე. დავსხედით ჩუენ ღელესა ერთსა მახლობელად სახლსა მას ფოგორისსა.


წინა თავი შემდეგი თავი