მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 13

1უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინაწარმეტყუელი, ანუ ჩუენებისმხილველი,

2და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისაჲ თქუენ შორის და თქუას: მოვედით და მივიდეთ ჩუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, თქუას: ვმსახურებდეთ მათ.

3ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.

4არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ჴმისა მისისაჲ ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით.

5და წინაწარმეტყუელი იგი, გინა ჩუენებისმხილველი იგი სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ საცთურსა იტყოდა, რათამცა გაცთუნა შენ უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქვეყანით ეგჳპტით და გიჴსნა შენ სახლისაგან კირთებისაჲსა, რათამცა განგაშორა შენ მან გზისა მისგან, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათამცა ხვიდოდე შენ მას და აღიჴოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის.

6უკუეთუ გლოცვიდეს შენ ძმაჲ შენი მამითი, გინა თუ დედით, გინა თუ ძე შენი, გინა თუ ასული შენი, გინა თუ ცოლი შენი, რომელი იყოს წიაღთა შენთა, ანუ თუ მეგობარი შენი, რომელი სწორი იყოს თავისა შენისაჲ ფარულად და გეტყოდის: გუალე, მივიდეთ, და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა მათ შენთა.

7სამსახურებელთა მათგან წარმართთაჲსა, რომელნი იყვნენ გარემოჲს თქვენსა, მახლობელნი, გინა თუ შორიელნი, კიდითგან კიდედმდე ქუეყანისა, არა ჯერ-იჩინო მისლვაჲ მის თანა, არცაღა ისმინო მისი.

8არა ჰრიდოს თუალმან შენმან, არცაღა გეწყალოდის იგი, არცაღა დაუფარო მას,

9არამედ მხილებით ამხილო მას და ჴელი შენიღა პირველად შეხებულ იყავნ მოკლვად მისა, მაშინღა ჴელნი ყოვლისა ერისანი.

10და ქვაჲ დაჰკრიბონ მას და მოკუედინ, რამეთუ იზრახა განშორებად შენი უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან მოგიყვანა შენ ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა.

11და ყოველსა ისრაჱლსა, რომელსა ესმეს, შეეშინოს და არღარა შესძინონ ყოფად ესევითარი სიტყუაჲ ბოროტი თქუენ შორის.

12უკეთუ გესმეს შენ ერთისა ქალაქთაგანისაჲ, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ სამკვიდრებელად და თქუენ,

13ვითარმედ კაცნი უსჯულონი განვიდეს ჩუენგან და გადააქცინეს ყოველნი იგი მკვიდრნი მის ქალაქისანი და ჰრქუეს: მოვედით და ვმსახუროთ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ.

14გამოიძიო, გამოიკულიო ეგევითარი იგი, გამოიკითხო ფრიად და თუ ჭეშმარიტად ყოფილ იყო სიტყუაჲ იგი ბილწებისაჲ თქუენ შორის,

15მოსრვით მოისრნეთ მკვიდრნი იგი მის ქალაქისანი პირითა მახვილისაჲთა. და დაწყევით დასწყევნეთ იგინი და ყოველივე, რაჲცა იყოს ქალაქსა მას შინა და საცხოვარი მათი მოსრათ პირითა მახვილისაჲთა.

16და ყოველი მონაგები მათი გამოჰკრიბო გზასა წარსავალთა მათთასა, და ქალაქნი იგი მათნი, და ყოველი იგი ნატყუენავი და მონაგები მათი, რომელ გამოგეკრიბოს დაწვით ცეცხლითა წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა და იყავნ იგი ოჴერ უკუნისამდე ჟამთა და ნუღარა აღიშენებინ.

17და ნუცარაჲ შეგეხებინ ჴელთა შენთა ჭურჭელისა მისგან მისისა, რამეთუ წყეულ არს, რათა მოიქცეს, უფალი რისხვისა, მისგან გულისწყრომისა მისისა და შეგიწყალოს შენ და განგამრავლოს შენ, ვითარცა ეფუცა უფალი მამათა მათ შენთა.

18უკეთუ ისმინო შენ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა შენისაჲ და დაიცვნეთ ყოველნი მცნებანი მისნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, უკეთუ ჰყო კეთილი და სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.


წინა თავი შემდეგი თავი