მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 16

1ხოლო იტრნეს ელიმით. და მოვიდეს ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათა უდაბნოდ სინდ, რომელ არს შუა ელიმსა და შუა სინასა. ხოლო მეათხუთმეტესა დღესა მეორესა თთუესა გამოსლვისა მათისასა ქუეყანით ეგჳპტით

2დრტჳნვიდა ყოველი შესაკრებელი ძეთა ისრაჱლისათაჲ მოსესთჳს და აჰრონისთჳს,

3და იტყოდეს მათდა მიმართ ძენი ისრაჱლისანი: ჰე, თუმცა მომკუდარ ვიყუენით მოწყლულნი უფლისა მიერ ქუეყანასა შინა ეგჳპტისასა, რაჟამს ვსხედით სიავთა ზედა ჴორცისათა და ვჭამდით პურსა მაძღრივ. რამეთუ გამომიყუანენით ჩუენ უდაბნოსა ამას მოსიკუდიდ სიყმილითა, ყოველი ესე შესაკრებელი.

4ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე გიწჳმებ თქუენ პურსა ზეცით, და განვიდეს ერი და შეკრიბონ დღისაჲ დღესა შინა, რათა გამოვცადნე იგინი, უკუეთუ ვლენან შჯულსა ჩემსა, ანუ არა.

5და იყოს, დღესა მეექუსესა განჰმზადონ, რომელსაცა დღესა შინა შეჰკრებდენ. და იყოს ორ წილ მისსა, რომელსა შეჰკრებენ დღითი-დღედისა დღისათჳს.

6ხოლო თქუეს მოსე და აჰრონ ყოვლისა შესაკრებელისა მიმართ ძეთა ისრაჱლისათასა: მიმწუხრი სცნათ, ვითარმედ გამოგიყუანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით,

7და განთიად იხილოთ დიდებაჲ უფლისა სმენითა დრტჳნვისა თქუენისათა ღმრთისა მიერ. ხოლო ჩუენ რანი ვართ, რამეთუ სდრტჳნავთ ჩუენდა მომართ?

8და თქუა მოსე: მოგცეს თქუენ უფალმან მწუხრი ჴორცი ჭამად და პური განთიად მაძღრივ, რამეთუ ისმინა დრტჳნვაჲ თქუენი უფალმან, რომელი იდრტჳნეთ ჩუენდა მომართ. ხოლო ჩუენ ვინ ვართ? რამეთუ არა ჩუენდა მომართ არს დრტჳნვა თქუენი, არამედ ღმრთისა მიმართ.

9და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: არქუ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა: შემოკერბით წინაშე ღმრთისა, რამეთუ შეისმინა დრტჳნვაჲ თქუენი.

10ხოლო რაჟამს ეტყოდა აჰრონ ყოველსა შესაკრებელსა ძეთა ისრაჱლისათასა, და მიიქცეს უდაბნოდ, და დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა.

11და იტყოდა უფალი, მოსეს მიმართ მეტყუელი:

12მესმა დრტჳნვაჲ ძეთა ისრაჱლისათა, თქუ მათდა მიმართ მეტყუელმან: მიმწუხრი შჭამოთ ჴორცი და განთიად განსძღეთ პურითა; და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი!

13და იქმნა მწუხრი და აღმოვიდა მწყერმარჴილი და დაფარა ბანაკი.

14ხოლო განთიად იქმნა დაცხრომაჲ ცუარისაჲ გარემოჲს ბანაკისა, და აჰა, პირსა ზედა უდაბნოსასა მწულილი, ვითარცა ქინძის მარცუალი სპეტაკი, ვითარცა მყინვარი ქუეყანასა ზედა.

15ხოლო იხილეს რაჲ ძეთა ისრაჱლისათა, ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: რაჲ არს ესე? რამეთ: არა უწყოდეს, რაჲ იყო; ხოლო მოსე თქუა მათდა მიმართ: ესე პური, რომელი მოგცა თქუენ უფალმან ჭამად.

16ესე სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შეკრიბეთ კაცად-კაცადმან მისგან, რაოდენ ჯერ-იყოს, ღომორი თავად-თავად, რიცხჳსაებრ სულთა თქუენთასა, თჳთოეულმან კარავთა შინა თქუენთა შეიკრიბეთ.

17და ყვეს ესრეთ ძეთა ისრაჱლისათა და შეკრიბეს, რომელმანმე ფრიადი და რომელმანმე მცირედი.

18და აღწყეს ღომორი, და არა დაჰმატდა ფრიადსა, და მცირედსა არა დააკლდა, თითოეულმან მახლობელთა თჳსთათჳს ჯეროვნად შეიკრიბა.

19ხოლო თქუა მოსე მათდა მიმართ: ნუ ვინ დაუტეობს მისგანსა განთიადმდე!

20და არა ისმინეს მოსესი; არამედ დაუტევეს ვიეთმე მისგანი განთიადმდე და გარდაეცა მატლი და აღყროლდა. და განმწარდა მოსე მათთჳს.

21და შეკრიბეს იგი განთიად თჳთოეულმან წესად თავისა თჳსისა. ხოლო, რაჟამს დატფის მზე, დადნებოდა.

22ხოლო, იქმნა რაჲ დღე მეექუსე, შეკრიბეს სათანადოჲ ორ წილად ორი ღომორი თითომან და შევიდეს ყოველნი მთავარნი შესაკრებელისანი და მიუთხრეს მოსეს.

23და თქუა მოსე მათდა მიმართ: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: შაბათი განსუენებისა წმიდაჲ უფლისაჲ ხვალე, რაოდენიცა შესწუათ, შეიწუას, და რაოდენიცა შეაგბოთ, შეგბეს; და ყოველი ნამეტავი დაუტევეთ იგი შთასადებელსა შინა ვიდრე განთიადმდე!

24და დაუტევეს მისგან ვიდრე განთიადმდე, ვითარცა ამცნო მათ მოსე: და არა აღყროლდა, არცა მატლი შეიქმნა მას შინა.

25და ჰრქუა მათ მოსე: ჭამეთ დღეს, რამეთუ შაბათი არს უფლისაჲ; დღეს არა ჰპოოთ ველსა ზედა.

26ექუსთა დღეთა შეჰკრიბოთ, ხოლო მეშჳდე დღე შაბათი არს, არა იყოს მას შინა.

27და იყო დღესა მეშჳდეს, განვიდეს ვინმე შეკრებად და ვერ პოვეს,

28ხოლო თქუა უფალმან მოსეს მიმართ: ვიდრემდის არა გნებავს სმენაჲ მცნებათა ჩემთა და შჯულისა ჩემისა?

29იხილეთ, რამეთუ უფალმან მოგცა თქუენ დღე ესე შაბათთაჲ. ამისთჳს მან მოგცა თქუენ დღესა მეექუსესა პური ორისა დღისაჲ; დასხედით კაცად-კაცადი სახლთა შინა თქუენთა, ნუმცა ვინ თქუენი განვალს თითოეული ადგილისაგან თჳსისა დღესა მეშჳდესა!

30და შაბათობდა ეღი დღესა მეშჳდესა.

31და სახელ-სდვეს ძეთა ისრაჱლისათა სახელი მისი მანანა. ხოლო იყო, ვითარცა თესლი ქინძისა სპეტაკი და გემოჲ მისი - ვითარცა კიპრუჭი თაფლსა შინა.

32და თქუა მოსე: ესე არს სიტყუაჲ, რომელი თქუა უფალმან: აღავსეთ ღომორი მანანაჲთა დასამარხველად ნათესავისაგან თქუენისა, რათა იხილონ პური, რომელი შჭამეთ თქუენ უდაბნოსა ზედა, ვითარცა გამოგიყვანნა თქუენ უფალმან ქუეყანით ეგჳპტით!

33და თქუა მოსე აჰრონის მიმართ: მოიღე ტაკუკი ოქროჲსა ერთი და შთაასხ მას შინა ღომორი სავსე მანანათა და დასდგა იგი წინაშე უფლისა ღმრთისა დასამარხველად ნათესავთათჳს თქუენთა!

34ვითარსახედ უბრძანა ღმერთან მოსეს, და დადვა აჰრონ წინაშე საწამებელისა დასამარხველად.

35ხოლო ძეთა ისრაჱლისათა ჭამეს მანანაჲ ორმეოც წელ, ვიდრემდის მოვიდეს ქუეყანად მკჳდროვნად, მანანასა ჭამდეს, ვიდრემდის მოვიდეს კერძოსა ფინიკიისასა.

36ხოლო ღომორი მეათედი სამთა საწყაულთაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი