მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 31

1ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

2აჰა ეგერა, მიწოდებიეს სახელით ბესელიელ, ძე ურისი, რომელი-იგი არს ოვრაი ტომისაგან იუდასი.

3და აღვავსო იგი სულითა საღმრთოჲთა, სიბრძნითა და მეცნიერებითა, ყოვლითა საქმითა.

4განზრახვად და ხუროთმოძღვრებად საქმედ ოქროჲსა მის და ვეცხლისა და რვალისა.

5და იაკინთისა და ძოწეულისა, და მეწამულისა მის სთულისა და ზეზისა მის ძახილისა სამსახურებელისა მის, და საქმისა მისა ძელით ხუროობისა საქმედ, ყოვლისავე საქმისაებრ.

6და მე მივსცე მას ელიაბ, ძე აქისამაქისი, ტომისაგან დაანისა და ყოველსა გულისხმის-მყოფელსა გულითა მივეც მეცნიერებაჲ, და ქმნენ ყოველი, რომელი გიბრძანე შენ.

7კარავი იგი საწამებელისაჲ და კიდობანი იგი შჯულისა და სალხინებელი მას ზედა და შესამზადებელი იგი კარვისაჲ.

8საკურთხეველები და ტაბლა და ყოველი ჭურჭელი მისი, და სასანთლენი წმიდაჲ და ყოველნი ჭურჭელნი მისნი და საკურთხეველი საკუმეველთა.

9და საკურთხეველი შესაწირავთა და ყოველი ჭურჭელი მისი და საბანელი და ხარისხი მისი.

10და შესამოსელი ქვესამსახურებელი სიწმიდისანი და სამოსელნი იგი, სამსახურებელნი აჰრონისი და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელოდ ჩემდა.

11და ზეთი იგი ცხებულებისა და საკუმეველი იგი შეზავებული სიწმიდისა მსგავსად ყოვლისა, რომელი გიბრძანე შენ, ქმნენ ყოველთაებრ, რომელთა მე გამცნებდ შენ ქმნად.

12და იტყოდა უფალი მოსეს მიმართ მეტყველი:

13შენ ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ეკრძალენით და შაბათი ჩემი დაიმარხენით, რამეთუ იგი სასწაული ჩემდამო და თქუენ შორის და ნათესავთა თქვენთა, რათა სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელმან განგწმიდენ თქუენ.

14დაიმარხეთ შაბათი ჩემი, რამეთუ წმიდაჲ არს უფლისა მიერ თქუენ შორის, რომელმან შეაგინოს იგი, სიკუდილითა მოკუდეს და ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას შინა, მოისპოს სული იგი შორის ერისა მის.

15ექუს დღე იქმოდე საქმესა შენსა, ხოლო დღე იგი მეშჳდე განსუენება არს, წმიდაჲ უფლისაჲ. ყოველმან, რომელმან ქმნეს საქმე მას დღესა, სიკუდილითა მოკუედინ.

16და დაიმარხედ ძეთა ისრაჱლისათა შაბათისა მის. ყოფად მისა ნათესავთა მათ შორის სჯულად საუკუნოდ.

17შორის ჩემსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა სასწაული არს ჩემ წინაშე საუკუნო, რამეთუ ექუსთა დღეთა ქმნა უფალმან ცა და ქუეყანაჲ და დღესა მეშჳდესა დააცადა.

18და მოსცა უფალმან მოსეს, რაჟამს დასცხრა სიტყუად მისა მთასა მას ზედა სინასა, ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი თითითა ღმრთისაჲთა.


წინა თავი შემდეგი თავი