მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 19

1და თთუესა მესამესა გამოსლვისა ძეთა ისრაელისათასა ქუეყანით ეგჳპტით, ამას დღესა მოვიდეს უდაბნოდ სინად.

2და იტრნეს რაფიდინით და მოვიდეს უდაბნოდ სინაჲსა და დაიბანაკა მუნ ისრაჱლმან წინაშე მთისა.

3და მოსე აღვიდა მთასა ღმრთისასა და უწოდა მას ღმერთმან მთით გამომეტყუელმან: ესე ჰრქუენ სახლსა იაკობისასა, მიუთხრენ ძეთა ისრაჱლისათა.

4თჳთ იხილენით, რაოდენნი უყვენ მეგჳპტელია და აღგიხუენ თქუენ ვითარცა ფრთეთა ზედა არწივისათა და შემოგკრიბენ თქუენ თავისა მიმართ ჩემისა.

5და აწ უკუეთუ სმენით ისმინოთ ჴმისა ჩემისა და დაიცვათ აღთქუმაჲ ჩემი, იყვნეთ ჩემდა ერ საზეპუროჲ ყოველთაგან ნათესავთა, რამეთუ ჩემი არს ყოველი ქუეყანაჲ.

6ხოლო თქუენ იყვნეთ ჩემდა სამეუფოჲ მღდელობაჲ, ნათესავ წმიდა. ესე სიტყუანი ჰრქუნე ძეთა ისრაჱლისათა.

7ხოლო მოვიდა მოსე და მოუწოდა ყოველთა მოხუცებულთა ერისათა და წინა დაუგნა მათ ყოველნი ესე სიტყუანი, რომელნი მიუმცნნა მათ ღმერთმან.

8და მიუგო ყოველმან ერმან ერთბამად და თქუა: ყოველი, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვყოთ და ვისმინოთ. და მიაწინა მოსე სიტყუანი ერისანი ღმრთისა მიმართ.

9ხოლო უფალმან ჰრქუა მოსეს: აჰა, მე მოვალ შენდა სუეტითა ღრუბლისათა, რათა ესმას ერსა. ვიტყოდი მე შენდა მომართ და ჰრწმენეს შენი უკუნისამდე. და მიუთხრობდა მოსე სიტყუათა ერისათა უფალსა.

10ხოლო უფალი ეტყოდა მოსეს: შთავედ და უწამე ერსა და განწმდენ იგინი დღეს და ხვალე და განირცხნენ სამოსელნი მათნი.

11და იყვნენ მზა დღესა მესამესა, რამეთუ დღესა მესამესა გარდამოვიდეს უფალი მთასა ზედა სინასა წინაშე ყოვლისა ერისა.

12და განაყენო ერი გარემოჲს მეტყუელმან: ეკრძალენით თავთა თქუენთა აღსლვად მთად და შეხებად რასმე მისსა. ყოველი, რომელი შეეხოს მთასა, სიკუდილითა აღესრულოს.

13არა შეეხოს მას ჴელი, რამეთუ ქვითა დაიქოლოს, ანუ სატყორცნითა განიშურდლოს, უკუეთუ საცხოვარი, უკუეთუ კაცი არა ცხოვნდეს, რაჟამს ჴმანი და საყჳრნი და ღრუბელი წარვიდენ მთით, მაშინ აღვიდენ იგინი მთად.

14და შთამოვიდა მოსე მთით ერისა მომართ და განწმიდნა იგინი და განირსხნეს სამოსელნი მათნი.

15და ჰრქუა ერსა: იყვენით მზა, სამთა დღეთა ნუ შეხუალთ დედაკაცისა.

16ხოლო იყო მესამესა დღესა, იქმნა რაჲ ცისკარი, იქმნეს ჴმანი და ელვანი და ღრუბელი ალმურიანი მთასა ზედა სინასა, ჴმაჲ საყჳრისა ოხრიდა დიდად და შეშინდა ყოველი ერი ბანაკსა შინა.

17განიყვანა მოსემან ერი შემთხუევად ღმრთისა გარეშე ბანაკისა და წარდგეს წინაშე მთისა.

18ხოლო მთაჲ სინა მკმოლვარე იყო ყოვლად გარდამოსლვისათჳს ღმრთისა მას ზედა ცეცხლითა. და აღვიდოდა კუამლი ვითარცა კუამლი საჴუმილისა.

19და განკჳრდა ყოველი ერი ფრიად და იყვნეს ჴმანი იგი საყჳრისანი, რაოდენ ვიდოდეს, უძლიერეს იქმნებოდეს ფრიად და მოსე იტყოდა, ხოლო ღმერთი მიუგებდა მას ჴმითა.

20და გარდამოვიდა უფალი მთასა ზედა სინასა, თხემსა ზედა მთისასა, და უწოდდა უფალი მოსეს მიმართ თხემსა ზედა მთისასა და აღვიდა მოსე.

21და თქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან: შთავედ, უწამე ერსა, ნუსადა მიეახლნენ ღმრთისა მიმართ განცდად მთასა ზედა და დაეცეს მათგანი სიმრავლე.

22და მღდელნი, მახლობელნი უფლისა ღმრთისანი, წმიდა იყვნენ, ნუსადა მოაკუდინოს მათგან უფალმან.

23და თქუა მოსე ღმრთისა მიმართ: ვერ შეუძლებს ერი აღმოსლვად მთასა სინასა, რამეთუ შენ მიწამე ჩუენ, მეტყუელმან, განაჩინე მთაჲ და წმიდა-ყავ იგი.

24და ჰრქუა მას უფალმან: ვიდოდე, შთავედ და აღმოხჳდე შენ და აჰრონ შენ თანა, ხოლო მღდელნი და ერნი ნუ იიძულებიან აღსლვად ღმრთისა მიმართ, ნუსადა წარწყმიდოს მათგანი უფალმან.

25ხოლო შთავიდა მოსე ერისა მიმართ და ჰრქუა მათ.


წინა თავი შემდეგი თავი