მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 37

1და ქმნა ბესელიელ კიდობანი იგი სჯულისაჲ ძელთაგან ულპოლველთა, ორ წყრთა, და კერძო - სიგრძე მისი, და წყრთა და კერძო - სივრცე მისი, და წყრთა და კერძო - სიმაღლე მისი. და შემოსა იგი ოქროჲთა წმიდითა შინათ და გარეთ.

2და აქმნა მას კიდენი ოქროჲსანი გარემოჲს.

3და უქმნა მას დასხმითნი ოთხნი გრკალნი ოქროჲსანი ოთხთავე კიდეთა მისთა: ორი - ერთ კერძო და ორი - ერთ კერძო სივრცისაებრ მათ განსაცმელთასა, რათა აღიღოდიან იგი მით.

4და ქმნა სალხინებელი იგი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსა იგი ოქროჲთა.

5და შეაკრნეს სალხინებელსა გრკალნი იგი კიდით კიდობნისა მის, რათა აღიღოდიან.

6და ჰქმნე სალხინებელი ზედა კიდობანსა მის ოქროჲსგან წმიდისა, ორი წყრთა და ნახევარი - სიგრძე მისი, წყრთა და ნახევარი - სივრცე მისი.

7და ქმნნა ორნი იგი ქერაბინნი პატიოსანი ორთავე კიდეთა სალხინებელისასა,

8ქერობინი ერთი კიდესა მას სალხინებელისასა და ქერობინი მეორე მეორისა კიდესა სალხინებელისასა, ჰქმნე ორნივე ქერობინად ორთავე კიდეთა მისთა.

9და იყვნეს ფრთენი ქერობინთა მათ განმარტებით ზედა კვრძო სალხინებელსა მას, რათა აგრილობდეს ფრთითა მით. პირნი ქერობინთანი აქუნდენ პირისპირ.

10და ჰქმნა ლანკანი წინაშე ოქროჲსაგან წმიდისა და უქმნა მას კარშიკნი ოქროჲსანი ოთხნი, კარშიკნი ორნი - ერთ კერძოსა კიდესა და კარშიკნი ორნი - კარშიკსა მას მეორესა სივრცით, რათა აღიღოდიან იგი უღლითა მით, და უღელნი იგი კიდობნისანი და ტაბლისანი ქმნნა ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა, ორი წყრთა - სიგრძე მისი და ორი წყრთა და ნახევარი - სიმაღლე მისი.

11და შემოსნა იგინი ოქროჲთა წმიდითა და გარემოს მისა.

12და უქმნა მას გვირგვინი მტკაველადი გარემოს და ქმნა რქანი ოქროჲსა გვირგვინისანი გარემოს.

13და ქმნა ოთხნი გრკალნი ოქროჲსაგან და დადვა სალტითა მით ოთხთავე კერძოთა, რომელი იყუნეს ოთხთა ფერჴთა მისთა.

14შინაგან გვირგვინისა ქმნა გრკალნი და შეაცვა უღელთა, რათა აღიღებოდიან ტაბლაჲ.

15და ქმნა ორნი უღელნი ძელთაგან ულპოლველთა და შემოსნა იგინი ოქროჲთა აღსაღებელად ტაბლასა.

16(38,12) და ქმნა სასანოვაგე იგი ჭურჭელი ტაბლისაჲ მის, პინაკები იგი, და ფიალები და ფეშხუნები, და გოვზაკები, რომლითა შეწირეს მით ყოველი, ოქროჲთა წმიდითა.

17(38,13) და ქმნა სასანთლე იგი, რომელი ენთებოდის (მყარი ოქროჲსა (38,14), ჴერი იგი და რტონი ორკერძოვე გვერდით მისით (38,15) მისგანვე რტოთა მისთა გამომცენარედ გამომატებულ, სამნი ამიერ და სამნი იმიერ განსწორებულ ურთიერთას. (38,16) და სასანთლენი მათნი, რომელნი დგენ მწუერვალთა მათთანი გველისსახედ მათგანვე და დასადგმელნი მათგანვე, რათა იყუნენ სანთელნი იგი მათ ზედა და დასადგმელი მეშჳდე ზედა წუერსა სანთლისასა თხემსა ზედა კერძო მყარი ყოვლად ოქროჲსაჲ (38,17) და შჳდნი სანთელნი მისნი მას ზედა - ოქროჲსანი და მარწუხნი მისნი - ოქროჲსანი), ოქროჲ წმიდაჲ ოფაზი ქმნა სასანთლე, ბუნი და ჴერი მისი ყვავილედად აღმოკვეთილად, და ბირთვი და შროშანნი მისნი გამოზიდვით მისგანვე.

18ექვსკეცად განუმზადა საბურველად გვერდით მისა სამნი ნიგოსაკები - ერთ კერძო სასანთლისა მის და სამნი ნიგოზაკები - მეორედ კერძო სასანთლისა მის.


წინა თავი შემდეგი თავი