მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 36

1და იქმოდეს ბესელიელ და ელიაბ და ყოველი ბრძენი გონებითა, რომელთა მისცა უფალმან სიბრძნე და მეცნიერება მათ შორის გულისხმის-ყოფად საქმედ ყოველსავე მას საქმესა მის სიწმიდისა ჯეროვანად ყოვლისა მისთჳს საქმისა, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან.

2მოუწოდა ბესელიეს და ელიაბს მოსე და ყოველსა, რომელსა აქუნდა გულისხმის-ყოფაჲ, რომელსა მოსცა ღმერთმან მეცნიერებაჲ გულსა მისსა და ყოველთავე მათ ნებსით მომავალთა, რომელთა უნდა მოსლვად საქმისა აღსრულებად მისსა.

3და მიიღეს მოსესგან ყოველივე შეწირული, რომელი მოიღეს ძეთა ისრაჱლისათა ყოვლისა მისთჳს საქმისა სიწმიდისა საქმედ მისა და ესენიცა მოიღებდეს განთიად, რომელი მოაქუნდა მერმე შემწირველთა მათ.

4და მოვიდეს ყოველი იგი ბრძენნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მას წიდისასა, რომელსა იქმოდენ იგინი კაცად-კაცადი საქმისაებრ თჳსისა.

5ჰრქუეს მოსეს, ვითარმედ: ფრიად მააქუს ერსა ამას უმეტეს საქმარისა მის. რომელი ბრძანა უფალმან საქმედ.

6უბრძანა მოსე და ქადაგებდეს ბანაკსა მას შინა და იტყოდეს: მამაკაცი და დედაკაცი ნურღარა მოგაქუს ჴსნილად საჴმრად ნივთი იგი კაცისა მის სიწმიდისა, ამიერითგან კმა-ყვედ.

7და დააცადა ერმან მან არღარა მოღებად, რამეთუ კმა-ეყო მზა იგი ნივთი, კარვისა მის საქმე წარემართებოდა და ნივთი იგი გარდაერეოდა.

8და ქმნეს ყოველთა ბრძენთა გონებითა მოქმედთა მათ საქმისათა კარავი იგი ათ ეზოედად იაკინთისაგან სთულისა მეწამულისა, და პორფირისა, და ძოწეულისა ძახილისა ქერობინებრ ქმნილად.

9სიგრძე ეზოჲსა ერთისა ფელიკისა მის ოცდარვა წყრთა მისი, და სივრცე ოთხით წყრთით ერთისა მის ფელიკისა. და ყოველთავე ფელიკთა ზომა ეგრეთვე იყო.

10შეაბრძვილო ხუთნი იგი ფელიკნი სხვათა მათ ხუთთა ფელიკთა ზედა, და ხუთნიცა სხუანი იგი ფელიკნი - ხუთთა მათ სხვათავე ზედა.

11და ჰქმნა წალაები ვიაკინთისაგან გარეგან ერთისა მის ფელიკისა.

12კიდით კიდე შეაბრძვილო გარემოჲს, ეგრეთვე ყო გარეგნითცა ფელიკნი მეორენი შებრძვილებულად.

13წალაები ერგასნი უქმნა ერთსა ფელიკსა და წალაები ერგასნი უქმნა გვერდით მეორისა ფელიკისა მეორისაებრ შებრძჳლებულსა, რათა შეებრძვილოს ურთიერთას წალაებთა ურთიერთს თანა. და უქმნა კარშიკები ოქროჲსა ერგასი შესაკინძველად ფელიკთა ურთიერთს თანა კარშიკებითა მით, რათა იქმნას შებრძჳლებულად ერთად.

14უქმნა ფელიკნი ბალანთაგან საბურველად კარვისა მის, ათერთმეტნი ფელიკნი უქმნა მას.

15სიგრძე ერთისა მის ფელიკისა - ერგასი წყრთა და სივრცე ერთისა ფელიკისა - ოთხი წყრთა, ზომით ეგრეთვე იყოს ათერთმეტთა მათ ფელიკთანი.

16და შეაბრძვილნა ხუთნი ფელიკნი ერთად და ექუსნი იგი ფელიკნი ერთად

17და ქმნა ერგასნი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ შორის შესაბრძჳლველად. და ქმნა ერგასნიცა სხვანი წალაები გარემოჲს ფელიკთა მათ მეორისა შებრძვილებულისა თანა.

18და შექმნა კარშიკები რვალთაგან ერგასნი და შესაკინძველად კარვისა, რათა იქმნას ერთ.

19და ქმნა სუეტის თავთა ზედა კარვისათა ტყავთაგან ვერძისათა ტარსიკონი მეწამული დასაბურველად ცისსხეული ზედა კერძო.

20და ქმნა ორნი სუეტნი კარვისა მის ძელთაგან ულპოლველთა და აღმართებული.

21ათ წყრთა სიგრძე ერთისა მის სუეტისა და წყრთისა და კერძოსი სივრცე ერთისა სვეტისა.

22და ორნი თჳთეულთა სუეტთა შესაბრძვილველად ურთიერთას, ეგრეთვე უქმნა ყოველთა მათ სვეტთა კარვისათა.

23და ქმნა სვეტნი კარვისანი ოცნი სვეტნი სამხრით კერძო და ორმეოცნი ხარისხნი ვეცხლისანი სვეტთა ოთხთა მათ.

24და ორნი ხარისხნი - ერთსა მას სვეტთა ორთავე კერძოთა და ორნი ხარისხნი - ერთისაცა მის სვეტთასა ორთავე კერძოთა.

25და მეორე კერძო კარვისა მის ჩრდილოჲთ კერძო ოცნი სვეტნი.

26და ორმეოცნი ხარისხნი - ვეცხლისანი, ორნი ხარისხნი ერთისა თანა.

27და ზურგით კარვისა მის ზღჳთ კერძო ქმნა ექუსნი სვეტნი.

28და ჰქმნა ორნი სუეტნი უკანით კერძო.

29და იყვნეს სწორად შინაგან და ეგრეთვე მსგავსად მისა იყვნეს სწორად თავის კერძოდ ერთად შებრძჳლებულად. და ეგრეთვე უქმნა ოთხთა მათ სუეტთა, რომელნი იყვნეს საფუძველად ძგიდეთა მათ.

30და იყვნენ რვანი სუეტნი და ხარისხნი მათნი ვეცხლისა ათექუსმეტნი და ორნი ხარისხნი - ერთი ერთისა სუეტისა მიმართ და ერთი ერთისა სუეტისა.

31და ქმნა სართული მისი ძელთაგან ულპოლველისა, ხუთნი ერთისა მის სვეტისა ერთ კერძო კარვისა მის.

32და ხუთნი იგი სხვანი სართულნი მეორისა კერძო კარვისა მის და ხუთნი სართულნი ზურგით ზღჳს კერძო.

33ყო შუა კერძო სართული სვეტთა შორის გვერდით კერძო.

34ორნივე სვეტნი ოქროჲთა შემოსა და ორნი იდაყუნი მისნი ოქროჲსანი, რომელი განეცმოდიან ურთიერთას. და შემოსა სართული იგი ოქროჲთა.

35და ჰქმნეს კრეტსაბმელი იგი იაკინთისაგან, და ძოწეულისა, და მეწამულისა, და ზეზისაგან ძახილისა და ქმნული ქსოვით ქერობინად.

36და დგეს იგი ოთხთა სუეტთა ძელთაგან ულპოლველთა, რომელნი შემოსილ იყუნეს ოქროჲთა და სვეტის თავნი მათნი ოქროჲსანი, და ხარისხები მათნი ოთხნი - ვეცხლისანი.

37და ქმნეს კრეთსაბმელი იგი კარისა მის კარვისა საწამებელისა იაკინთისაგან ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა ქმნული ქსოვით ქერაბინად.

38და სვეტნი მათნი ხუთ, და კრკლები მათი, და მარწუხები მათი შემოსილ ოქროჲთა და ხარისხები მათ, ხუთი რვალისაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი