მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 9

1და ჰრქუა უფალმან მოსეს: გუალე შენ, შევედ ფარაოჲსა და არქუ მას: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთაჲ: გამოუტევე შენ ერი ეგე ჩემი, რათა გამოვიდენ უდაბნოდ და მმსახურონ მე.

2უკუეთუ არა გინდეს გამოტევებაჲ ერისა მაგის ჩემისა, მერმეცა იპყრობდე მას,

3აჰა ეგერა, ჴელი უფლისა იყოს ყოველსა ზედა საცხოვარსა შენსა ველისასა და ყოველთა ზედა ჰუნეთა შენთა და ყოველსა ზედა კარაულებსა შენსა და აქლემებსა შენსა და ზედა ზროხასა და ცხოვარსა შენსა სიკუდილი სასტიკი და ფრიადი.

4და ვისაკვირველო მე მას ჟამსა შინა ქუეყანა იგი ძეთა ისრაჱლისათა ქუეყანასა მას ზედა ეგჳპტელთასა, რათა საცხოვრისა მათისაგანი არა მოკუდეს არცაღა ერთი და საცხოვრისა მისგან ეგჳპტელთასა არა დაშთეს არცაღა თუ ერთ.

5და დრო-უყო ღმერთმან და თქუა: ხვალისა დღესა ყოს ღმერთმან სიტყუაჲ ესე ქუეყანასა ზედა.

6და ხვალისაგან ყო უფალმან სიტყუაჲ იგი და მოიწია სიკუდილი ყოველსა ზედა პირუტყუსა ეგჳპტელთასა და პირუტყუთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა არა განეჴუა არცაღა ერთ.

7იხილა რაჲ ფარაო, რამეთუ საცხოვათა მათგანი ძეთა ისრაჱლისათაჲ არა განეჴუა არცაღა ერთი, განიფიცხა გული თჳსი და არა გამოუტევა ერი იგი.

8და ჰრქუა უფალმან მოსეს და აჰრონს: აღიღეთ თქუენ და აღივსენით ჴელნი თქუენნი ნაცრითა თორნისათა და აღაფქურიეთ ცად აღმართ წინაშე ფარაოსა, წინაშე ყოვლისა მის ერისა მისისა.

9და იყოს მტუერი ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და აღმოესხას ყოველსა კაცსა და ყოველსა საცხოვარსა ფაქლი გამომტკუფოლვარე გამოსხმით ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

10და მოიღეს ნაცარი იგი თორნისაჲ და აღაცცა მოსე ზეცად წინაშე ფარაოსა და იწყო გამოსხმად ფაქლმან და აღდუღებად ნატკუფოლავსა მას ზედა კაცსა და პირუტყუსა.

11და ვერღარა დაუდგებოდეს გრძნეულნი იგი წინაშე მოსესა ფაქლისა მისთჳს, რომელი-იგი გამოსხმულ იყო მათ ზედა, რამეთუ ეგრე სასტაკად გამოესხმოდა პირველად გრძნეულთა მათ და მერმეღა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

12და განუფიცხა უფალმან გული ფარაოსი და არა ერჩდა მათ, ვითარცა-იგი უბრძანებდა უფალი.

13და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღიმსთუე შენ ცისკარსა წინაშე ფარაოჲსა და არქუ ესრე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ებრაელთა: გამოუტევე ერი ჩემი და მმსახურონ მე ამას ჟამსა.

14და მე მიუტეო ყოველი შესამთხუეველი, რაჲ-იგი შეგემთხჳოს გულსა შენსა და გულსა მონათა შენთასა და ყოვლისა ერისა შენისასა, რათა უწყოდით, რამეთუ არა ვინ არს სხუა ჩემებრ ყოველსა ზედა ქუეყანასა.

15რამეთუ აწ მივყო ჴელი ჩემი და გგუემო შენ გუემითა მრავლითა და ერი ეგე შენი მოვსრა სიკუდილითა და აღგჴოცო შენ ქუეყანისაგან.

16რამეთუ ამისთჳს დაგმარხე შენ მოაქამდე, რათა შენ ზედა ვაჩუენო ძლიერებაჲ ჩემი, რათა მიეთხრას სახელი ესე ჩემი ყოველსა ქუეყანასა.

17აწ უკუე შენ იპყრობვეღა ერსა მაგას ჩემსა და არა გამოუტევებ მაგათ.

18აჰა ეგერა, ვაწვიმებ მე ამას ჟამსა ხვალე სეტყუასა ფრიად სასტიკსა, რომელ ეგევითარი არასადა ყოფილ არს ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ჟამითგან დაბადებისა მისისათ მოაქამომდე.

19აწ უკვე სწრაფით უბრძანე შემოკრებად საცხოვრისა, რომელ-იგი იყოს ველსა გარე, რამეთუ ყოველი კაცი და პირუტყჳ, რომელ იპოოს ველსა და არა შევიდეს სახიდ, დაეცემოდის მას ზედა სეტყუაჲ იგი და მოსპოლვიდეს მას.

20და ყოველთა, რომელთა შეეშინა სიტყჳსა მისგან უფლისა მონათა მისთაგან ფარაოსთა, შემოკრიბეს საცხოვარი იგი მათი სახლებსა და განერა.

21და რომელთა-იგი არა მიხედეს სიტყუასა მას უფლისასა, დაუტევეს ველსა გარე და მოისრა.

22და ჰრქუა უფალმან მოსეს: აღყავ ჴელი ეგე შენი ზეცად და მოჴდეს სეტყუაჲ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტელთასა ზედა კაცთა, საცხოვართა და ყოველსა ზედა თივასა, რომელ არს ველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა.

23აღირთხა მოსე ჴელი თჳსი ცად და უფალმან მოსცა ჴმაჲ ზეცით გარდამო და იყო ქუხილი და მოჴდა სეტყუაჲ იგი სასტიკი და რბიოდა ნაბერწყალები ზედა ქუეყანასა მას. და აწჳმა უფალმან სეტყუაჲ იგი სასტიკი ყოველსა მას ზედა ქუეყანასა ეგჳპტელთასა.

24და სეტყუდა სეტყუაჲ იგი და შესტუსვიდა ცეცხლი შორის სეტყუასა მას და იყო სეტყუაჲ იგი სასტიკ ფრიად, რომელ არა ოდეს ყოფილ იყო ეგევითარი დასაბამითგან ჟამთა ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა.

25და გუემა სეტყუამან ყოველი იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთა მათ კაცითგან მიპირუტყუთადმდე. და ყოველი თივაჲ ველისა მოსპო სეტყუამან მან და ყოველი ხე ველისაჲ შემუსრა.

26გარნა ქუეყანასა მას ხოლო გესემისასა, სადა-იგი იყუნეს ძენი ისრაჱლისანი, არა იყო სეტყუაჲ იგი.

27მიავლინა ფარაო და მოუწოდა მაოსეს და აჰრონს და ჰრქუა მათ: აწ შეცოდებულ ვარ მე ამიერითგან, რამეთუ უფალი მართალ არს, მე და ერი ჩემი ცრუ ვართ.

28ილოცეთ ჩუენთჳს უფლისა მიმართ ღმრთისა და დასცხრეს ჴმაჲ ესე სეტყჳსა და ცეცხლისაჲ და ნაბერწყალი ესე და განგავლინნე თქუენ, რათა მერმე არღარა დაჰყუდნეთ.

29ჰრქუა მას მოსე: აწ ვითარცა განვიდე ქალაქსა ამას, განვიპყრნე ჴელნი ჩემნი უფლისა მიმართ ღმრთისა. და ჴმაჲ ეგე ქუხილისა მაგის დაყუდნეს და სეტყუაჲ ეგე დასცხრეს და დადგეს წჳმაჲ ეგე, რათა უწყოდი, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ.

30არამედ შენ და ერი ეგე შენი, ესოდენ უწყი, ვითარმედ არღა გეშინის უფლისა.

31რამეთუ სელი იგი და ქრთილი იგუემა, რამეთუ ქრთილი იგი გოდლოოდა ოდენღა და სელი თესლოოდა.

32ხოლო იფქლი იგი და ასლი არა იგუემა, რამეთუ მცხუედ იყო.

33და გამოვიდა მოსე ფარაოჲსაგან ქალაქსა მას, აღიპყრა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ და ქუხილნი იგი და ელვანი, წჳმაჲ იგი და სეტყუაჲ დასცხრეს და არღარა დასწუთა ნაწუეთი ერთი ქუეყანასა ზედა.

34იხილა რაჲ ფარაო. რამეთუ დასცხრეს წჳმანი იგი და სეტყუაჲ და დაყუდნეს ჴმანი იგი ქუხილისანი მის, შე-ვეღა-სძინა შეცოდებაჲ.

35და განიფიცხა გული მისი და გული ერისა მისისა და არღარა განუტევნა ძენი ისრაჱლისანი. ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.


წინა თავი შემდეგი თავი