მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი გამოსლვათაჲ
თავი 6

1ჰრქუა უფალმან მოსეს: აწ იხილო, რაჲ-იგი უყო ფარაოს, რამეთუ ჴელითა მტკიცითა გამოავლინნეს იგინი და მკლავითა მაღლითა გამოასხნეს იგინი ქუეყანით მათით.

2ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: მე ვარ უფალი,

3რომელი ვეჩუენე აბრაჰამს, ისაკს და იაკობს, რომელთა ღმერთი მე ვარ და სახელი ჩემი უფალ არა ვაუწყეა მათ?

4და დავამტკიცე აღთქუმაჲ ჩემი მათ თანა მიცემად მათა ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელსაცა მწირობდეს, რომელსა იყოფოდეს მას ზედა.

5და მესმნეს სულთქუმანი იგი ძეთა ისრაჱლისათანი, რომლითა ეგჳპტელნი იგი დაიმონებენ მათ და მოვიჴსენე აღთქუმაჲ იგი თქუენი.

6წარვედ, ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: მე ვარ უფალი და გამოგიყუანნე თქუენ მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა და გიჴსნნე თქუენ კირთებისაგან მათისა და განგარინნე თქუენ მკლავითა მაღლითა და სასჯელითა დიდ-დიდითა.

7და მოგიყუანნე თქუენ ერად ჩემდა და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და სცნათ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანნე თქუენ ქუეყანით ეგჳპტით მძლავრებისაგან ეგჳპტელთასა.

8და შეგიყვანნე თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა განვირთხ ჴელი ჩემი მიცემად იგი აბრაჰამს, ისაკს და იაკობს და მიგცე იგი თქუენ ნაწილად მე უფალმან.

9ეტყოდა ესრეთ მოსე ძეთა ისრაჱლისათა და არა ისმინეს მოსესი სულმოკლებისა მისგან და საქმეთა მათგან ფიცხელთა.

10ჰრქუა უფალმან მოსეს მიმართ მეტყუელმან:

11შევედ შენ და ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რათა გამოავლინნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

12იტყოდა მოსე წინაშე უფლისა და თქუა: აჰა ესერა, ძეთა ისრაჱლისათა არა ისმინეს ჩემი და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო. რამეთუ მე უსიტყუ ვარ?

13ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა: არქუთ ძეთა ისრაჱლისათა და ფარაოს, რათა გამოუტევნეს ძენი ისრაჱლისანი ქუეყანით ეგჳპტით.

14და ესე არიან მთავარნი სახლთა მამულთა მათთანი, ძენი რუბენისნი, პირმშოჲსა ისრაჱლისანი: ენუქ და ფალუს, ასრონ და ქარმი.

15ესე არიან ნათესავნი რუბენისნი და ძენი სჳმეონისნი: იჱმუელ, და იამინ, და ოდ, და იაქიმ, და საარ და საულ, რომელი იყო ფინიკიელისა მისგან. ესე არიან ტომნი ძეთა სჳმეონისთანი.

16და ესე სახლები არს ძეთა ლევისთა ნათესავებისაებრ მათისა: გეთსონ და კაათ და მერარი, და წელნი ცხორებისა ლევისნი ასოცდაათჩჳდმეტ წელ.

17და ესე არიან ძენი გეთსონისნი: ლობენი და სემეი, სახლისა მამათმთავართა მათისანი.

18და ძენი კათისნი: ამბრამ და ისაჰრ, ქებრონ და ოზიელ. და წელნი ცხორებისა კაათისნი ასოცდაათსამეტ წელ.

19და ძენი მერარისნი: მოოლი და ომუსი, ესე სახლისა მამათმთავართა ლევისნი ნათესავად-ნათესავადი მათი.

20და მოიყუანა ამბრაამ იოქაბედ, ასული მამის ძმისა თჳსისა, თავისა თჳსისა ცოლად და უშვნა მას: აჰრონ, და მოსე და მარიამ, დაჲ მათი, ხოლო წელნი ცხორებისა ამბრამისნი ასოცდაათშჳდმეტ წელ.

21და ძენი ესაარისნი: კორე და ნაფეგ და ზექრი.

22და ძენი ოზიელისნი: მისაელ, ელისაფან და სეთრი.

23და მოიყუანა აჰრონ ელისაბეთ, ასული ამინადარისი და დაჲ ნაასონისი, თჳსა ცოლად და უშვნა მას ნადაბ და აბიუდ და ელიეზერ და იათამარ.

24და ძენი კორესნი: ასერ და ელკანა და აბიასარ - ესე შობანი კორესნი.

25და ელიაზარ, ძემან აჰრონისმან, მოიყუანა ასულთაგანი ფუტიელისთა თჳსა ცოლად და უშვა მას ფინეზ. ესე მთავარნი ტომთა ლევიტელთანი მსგავსად შობისა მათისა.

26ესენი არიან აჰრონ და მოსე, რომელთა ჰრქუა ღმერთმან გამოყვანებაჲ ძეთა ისრაჱლისათა ეგჳპტით ძალითურთ მათით.

27ესენი არიან, რომელნი ეტყოდეს ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, და გამოიყვანეს ძენი ისრაჱლისანი ეგჳპტით. ესე არიან აჰრონ და მოსე.

28დღესა მას, რომელსა ეტყოდა უფალი ქუეყანასა მას ეგჳპტისასა,

29 და ჰრქუა: მე ვარ უფალი; ეტყოდე ფარაოს, მეფესა ეგჳპტისასა, რაოდენი გრქუა შენ.

30და თქუა მოსე წინაშე უფლისა: აჰა ესერა, მე ჴმა-წულილ ვარ და ვითარ ისმინოს ჩემი ფარაო?


წინა თავი შემდეგი თავი