მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ამოს წინასწარმეტყველი
თავი 4

1ისმინეთ სიტყუა ესე, დიაკეულთა ბასანისათა, შორის მთასა სამარიაჲსსა, რომელნი მიჰხუეჭთ გლახაკთა და დასთრგუნავთ დავრდომილთა, მეტყუელნი უფალთა მათთანი: მომეცით ჩუენ ღჳნოჲ, რათა ვსუათ

2ფუცავს უფალი წმიდათა მიმართ მისთა, ვითარმედ: აჰა, დღენი მოვლენან თქუენ ზედა და მოგიყუანნე თქუენ საჭურველთა მიერ და თქუენთანანი სიავებად და ქუეშე მგზებარეებად შევქმნნე.

3და განყუანებულ იქმნეთ შიშუელნი წინაშეცა ერთმანერთისა და განვარდეთ მთისა მიმართ არმონაჲსა, - იტყჳს უფალი.

4და შევედით ბეთილად და იუშჯულოეთ და გალგალას განამრავლეთ უთნოობაჲ. და მოიხუენით განთიად მსხუერპლნი თქუენნი შორის სამდღეობისა ათეულნი თქუენნი.

5და აღმოიკითხეს გარეშე სჯული და უწოდეს აღსაარებისაჲ. მიუთხრათ მით, რამეთუ ესენი შეიყუარნეს ძეთა ისრაჱლისათა, - იტყჳს უფალი.

6და მე მიგცე თქუენ მოლბობა კბილთაჲ შორის ყოველთა ქალაქთა თქუენთა და ნაკლულევანება პურისაჲ შორის ყოველთა ადგილთა თქუენთა და არ მოიქეცით ჩემდა, -- იტყჳს უფალი.

7და მე აღვიღო თქვენგან წჳმაჲ უწინარეს სამთა თთუეთა მკათასა. და ვწუმო ქალაქსა ერთსა ზედა, ხოლო ქალაქსა ერთსა ზედა არა ვწჳმო, და ნაწილი ერთი დაილტოს და ნაწილი, რომელსა ზედა არა ვწჳმო, განჴმეს.

8და შეკრბენ ორნი და სამნი ქალაქნი, ქალაქად ერთად, სუმად წყლისა და ვერ განძღენ. და რა მოიქცეთ ჩემდამო, - იტყჳს უფალი

9და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ; განამრავლენით მტილნი თქუენნი, ვენაჴოანნი თქუენნი, ლეღოანნი თქუენნი და ზეთისხილნი თქუენნი შეჭამნა მგრაგნელმან და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი.

10გამოვავლინე თქუენდა მე სიკუდილი გზასა ზედა ეგჳპტისასა და მოვჰკლევდ ჭაბუკთა თქვენთა ტყუეობისა თანა ჰუნეთა შენთაჲსა და აღნოვიყუანენ შორის ცეცხლისა ბანაკნი თქუენნი რისხვისა მიერ თქუენისა და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო, - იტყჳს უფალი.

11დაგაქციენ თქუენ, ვითარცა დააქცია ღმერთმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და იქმნენით, ვითარცა მუგუზნი, გამოტაცებულნი ცეცხლისაგან, და არცა ეგრეთ მოიქეცით ჩემდამო,- იტყჳს უფალი

12ამისთჳს ესრეთ გიყთ შენ, ისრაჱლ. ამისთჳს ესრეთ გიყო შენ, განემზადე ცხადად ღმრთისა შენისა, ისრაილ,

13მით, რამეთუ, აჰა, მტკიცემყოფელი მთათა და მყოფელი ქუხილსა და მიმთხრობი კაცთამი ცხებულსა მისსა, მოქმედი ცისკარსა და ნისლსა ზედ აღმავალი სიმაღლესა ზედა ქუეყანისასა, უფალი ღმერთი, ყოვლისა მპყრობელ - სახელი მისი.


წინა თავი შემდეგი თავი