მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი 8

1წელსა მესამესა მეფობისა ვალტასარისსა ხილვაჲ მეჩუენა ჩემდამო, მე, დანიელს, შემდგომად ჩუენებისა ჩემისა პირველისა

2და ვიხილე ხილვასა შინა, და იქმნა ხედვასა შინა ჩემსა. და ვიყავ მე შობიბორისასა ტაძარსა, რომელ არს სოფელსა ელამისასა, და ვხედევდ ხილვასა შინა. და ვიყავ უბალსა ზედა.

3და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ვერძი ერთი მდგომარე უბალსა თანა, და ესხნეს მას რქანი, და რქანი მაღალნი, და ერთი იგი უმაღლეს ერთისა მის, და მაღალი აღვიდოდა უკანაჲსკნელ.

4და ვიხილე ვერძი იგი მრქენალად ზღუად მიმართ და ჩრდილოთ და სამხრით, და ყოველნი მჴეცნი ვერ დადგეს წინაშე მისსა, და არავინ იყო განმარინებელ ჴელისაგან მისისა, და ქმნა ნებისაებრ თჳსისა და განდიდნა.

5და მე ვიყავ გულისხმა-მყოფელ. და, აჰა, ვაცი თხათაჲ მოვიდოდა სამხრისაგან პირსა ზედა ქუეყანისა ყოვლისასა, და არა იყო შემხებელ ქუეყანისა. და ვაცსა მას რქაჲ სახილველი საშუალ თუალთა მისთა.

6და მოვიდა ვაცი ვიდრე ვერძისადმე რქათა მქონებელისა, რომელი ვიხილე მდგომარედ წინაშე უბალსა. და მორბიოდა მისსა მიმართ მიმართებითა ძალისა მისისაჲთა.

7და ვიხილე მიწევნული ვიდრე ვერძისამდე, და განველურნა მისსა მიმართ, ეკუეთა ვერძსა და შემუსრნა ორნივე რქანი მისნი, და არა იყო ძალი ვერძისა დადგრომად წინაშე მისსა, და დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და დათრგუნა იგი, და არა იყო განმარინებელი ვერძისა ჴელისაგან მისისა.

8და ვაცი თხათაჲ განდიდნა ვიდრე ფრიად და განძლიერებასა შინა მისსა შეიმუსრა რქაჲ მისი დიდი. და აღმოჴდეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა ოთხთა მიმართ ქართა ცისათა.

9და ერთისა მათგანისაგან გამოვიდა რქაჲ ერთი ძლიერი და განდიდნა ნამეტნავად სამხრად მიმართ,

10და აღმოსავალად მიმართ და ძალისა მიმართ, და განდიდნა ვიდრე ძალისამდე ცისაჲსა, და დაეცა ქუეყანასა ზედა ძალისაგან და ვარსკულავთაგან, და დათრგუნეს იგი.

11და ვიდრე მთავრისამდე ძალისაჲსა განმტკიცნა და ვიდრემდის მთავარსპათმძღუარმან იჴსნას ტყუეობა, და მისთჳს მსხუერპლი, შეშფოთნა შეცოდებითა, და იქმნა, და წარემართა მას და წმიდაჲ მოოჴრდეს.

12და მოეცა მსხუერპლსა ზედა ცოდვაჲ, და-მე-ვარდა სიმართლე მიწად, და ქმნა და წარემართა.

13და მესმა ერთისა წმიდისა სიტყჳსა მზრახვალისაჲ, და ჰრქუა ერთმან წმიდამან ფილმონსა, მზრახვალსა: ვიდრემდის ხილვაჲ დადგეს და მსხუერპლი უქმქმნილი, და ცოდვა იგი მოოჴრდეს, რომელ მოეცა, და წმიდაჲ და ძალი დაითრგუნოს?

14და ჰრქუა მას: ვიდრე მწუხრამდე და განთიად დღენი ორ ათას და სამასნი, და განწმედს წმიდასა.

15და იყო მხედველობასა შინა ჩემსა მე დანიელისგან ხილვისასა, ვეძიებდ გულისხუმის-ყოფასა, და, აჰა, დადგა წინაშე ჩემსა, ვითარცა ხილვაჲ მამაკაცისა.

16და მესმა ჴმაჲ მამაცისაჲ საშუალ უბალსა. და უწოდა და თქუა: გაბრიელ, გულისხუმა-უყავ იმას ხილვაჲ!

17და მოვიდა და დადგა მახლობელად დგომისა ჩემდა. და მოსლვასა ოდენ მისსა დავსულბი და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა. და თქუა ჩემდამო: გულისხუმა-ყავ, ძეო კაცისაო, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

18და ზრახვასა შინა მისსა ჩემ თანა შევსულბი, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა ქვეყანასა ზედა, და შემახო მე და დამადგინა ფერჴთა ზედა ჩემთა.

19და თქუა: აჰა, მე გაუწყებ შენ ყოფადთა უკანასკნელთა რისხვისათაჲსა, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

20ვერძი, რომელი იხილე მქონებელი რქათაჲ, მეფე არს მიდთა და სპარსთაჲ.

21და ვაცი თხათაჲ - მეფე იონთა, და რქა, რომელი იყო საშუალ თუალთა მისთა, თჳთ იგი არს მეფე პირველი.

22და რამეთუ შეიმუსრა და აღდგეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა, ოთხნი მეფენი აღდგენ ნათესავისაგან მისისა და არა ძალისაებრ მისისა.

23და უკანაჲსკნელთა ზე მეფობისა მათისათა განსრულებასა ცოდვათა მათთასა აღდგეს მეფე ურცხჳნოჲ პირითა და გულისხუმის-მყოფელი წინდადებათაჲ,

24და მტკიცე იყოს ძალი მისი და არა ძალითა მისითა, და საკჳრველნი განხრწნნეს, და წარემართოს, და ყოს, და განხრწნნეს ძლიერნი და ერი წმიდაჲ,

25და უღელი ერისა მისისაჲ წარჰმართოს, ზაკვა ჴელსა შორის მისსა და გულსა შორის მისსა განდიდნეს, და ზაკჳთა განხრწნნეს მრავალნი და წარწყმედასა ზედა მრავალთასა დადგეს, და, ვითარცა კუერცხნი, ჴელისა მიერ შემუსრნეს იგინი.

26და ხილვაჲ მწუხრისა და ცისკრისაჲ, თქუმული, ჭეშმარიტ არს. და შენ დაჰბეჭდე ხილვაჲ, რამეთუ დღემდე მრავალ არს.

27და მე, დანიილ, დავწევ და დავსუსტენ დღეთა, და აღვდეგ და ვიქმოდე საქმეთა მეფისათა, და საკჳრველ-მიჩნდა ხილვაჲ, და არა იყო გულისხუმის-მყოფელ.


წინა თავი შემდეგი თავი