მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ეკლესიასტესი
თავი 3

1ყოველთათჳს ჟამი არს და ჟამი ჩანს ყოვლისა საქმისა ცასა ქუეშე

2ჟამი არს შობისაჲ და ჟამი სიკუდილისაჲ, ჟამი არს დანერგვისაჲ და ჟამი მოფხურად დანერგულისა მის

3ჟამი არს მოკლვისაჲ და ჟამი განკურნებისაჲ, ჟამი დარღუევისაჲ და ჟამი აშენებისაჲ

4ჟამი ტირილისაჲ და ჟამი სიცილისაჲ, ჟამი ტყებისაჲ და ჟამი როკვისაჲ

5ჟამი არს დადებად ქვაჲ და ჟამი არს შეკრებად ქვისა, ჟამი არს გარემოცვისა და ჟამისა არს განშორებად მოცულისა მის

6ჟამი არს ძიებისაჲ და ჟამი წარწყმედისაჲ და ჟამი არს მარხჳსაჲ და ჟამი არს განგდებისაჲ

7ჟამი არს განპებისაჲ და ჟამი შეკერვისაჲ, ჟამი არს დუმილისაჲ და ჟამი სიტყჳსაჲ

8ჟამი არს სიყუარულისაჲ და ჟამი არს სიძულილისაჲ და ჟამი მშჳდობისაჲ

9რაჲთამე უმეტეს არს მოქმედისა მის, რომელსა შურების

10ვიხილე ყოვლითურთ მიმოტაცებით, რომელი მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცნეს მას შინა

11ყოველივე ქმნა კეთილი ჟამსა თჳსსა და ყოველთა თანა საუკუნესა მოსცა გულსა მათსა, რათა არა იპოოს კაცმან ქმნილი, რომელი ქმნა ღმერთმან დასაბამითგან და ვიდრე აღსასრულამდე

12გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს კეთილი მას შინა, გარნა რომელი იხაროს და ყოს კეთილი ცხორებასა თჳსსა

13და კაცმან, რომელმან ჭამოს და სუას და იხილოს კეთილი ყოველსა შინა შრომასა მისსა, ესე მოცემული ღმრთისა არს

14ვცან მე ყოველი, რაოდენი ქმნა ღმერთმან. იგი ეგოს უკუნისამდე. მას ზედა არა არს შეძინება და მისგან არა არს გამოჴუება, და ღმერთმან შექმნა, რათა ეშინოდის პირისაგან მისისა

15ყოფილი იგი მიერითგანვე არს და რაოდენი ყო, ყოფად არს, ქმნილ ხოლო არს და ღმერთმან მოიძიოს დევნული იგი

16და მერმე კუალად ვიხილე მზესა ამას ქუეშე ადგილი სასჯელისაჲ, და მუნ იყო უღმრთოჲ და ადგილი მართლისაჲ და მუნ იყო მოლალე

17და ვთქუ მე გულსა ჩემსა: მართლისა თანა და უღმრთოჲსა თანა საჯოსმეა ღმერთმან? რამეთუ ჟამი არს ყოვლისა საქმისაჲ და ყოველთა ზედა ქმნულთა ჟამი არს და ჟამიერობაჲ

18მუნ ვთქუ მე გულსა შინა ჩემსა სიტყჳსათჳს ძეთა კაცთასა, ვითარმედ განიკითხნეს იგინი ღმერთმან და აჩუენოს, რამეთუ იგინი პირუტყუნი არიან

19და რამეთუ მათცა შემთხუევაჲ ძეთა კაცთავე, ვითარცა შემთხუევაჲ პირუტყუთაჲ, ერთ არს მათი, ვითარცა მისი სიკუდილი, ეგრეცა ამის სიკუდილი. და სული მათი ყოველთა შინა და რაჲთამე ჰმატს კაცი პირუტყუსა? არარაჲთ, რამეთუ ყოველივე ამაო

20და ყოველივე ერთსა ადგილსა მივალს. ყოველივე შეიქმნა მიწისაგან და ყოველივე მიიქცევის მიწად

21და ვინ იცის სული ძეთა კაცთა, უკუეთუ აღვალს იგი ხე, და სული პირუტყუთაჲ, უკეთუ შთავალს იგი ქუეყანად ქუე

22და ვიხილე, რამეთუ არა არს კეთილ, გარნა რომელი ახაროს კაცმან ყოველთა შინა ქმნილთა მისთა, რამეთუ იგი არს ნაწილი მისი. და ანუ ვინმე მოიყვანოს იგი ხილვად, რაჲ-იგი იყოს მისსა შემდგომად


წინა თავი შემდეგი თავი