მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მიქა წინასწარმეტყველი
თავი 2

1იქმნნეს შემრაცხელ შრომათა და მთქმელ ძჳრთა საწოლთა ზედა მათთა და მეყსეულად. დღისი და ნათლივ აღასრულებდეს მათ მით, რამეთუ არა აღიხუნეს ღმრთისა მიმართ ჴელნი მათნი

2გული უთქმიდა აგარაკებთა და იტაცებდეს ობოლთა და სახლებსა ჰმძლავრობდეს და დაიტაცებდეს კაცსა და სახლსა მისსა, კაცსა და სამკჳდრებელსა მისსა.

3ამისთვის, ამათ იტყჳს უფალი, აჰა, მე ვგულის-ვსიტყუავ ტომსა ამას ზედა ბოროტთა, რომელთაგან ვერ აღიხუმიდეთ ქედთა თქუნთა და ვერ ხჳდოდით მართლიად, რამეთუ ჟამი ბოროტი არს.

4მას დღესა შინა მოღებულ იქმნეს თქუენ ზედა იგავი. და იგოდებოდეს გოდებაჲ, კილოჲთა მეტყუელი: საარებაჲ ვისაარებეთ. ნაწილი ერისა ჩემისა განინაწილა ვითარცა საბელითა. და არა იყო მაყენებელი მისი მოქცევად, აგარაკნი ჩუენნი განინაწილნეს.

5ამისთჳს არა იყოს შენდა დამდებელ საბლსა წილსა შორის ეკლესიასა შინა უფლისასა

6ნუ სტირთ ცრემლითა, ნუცა ცრემლოიან ამათ ზედა, რამეთუ არცა განეშოროს ყუედრება

7მეტყუელი: სახლმან იაკობისამან განარისხა სული უფლისაჲ, უკეთუ ესენი სიმარჯუე მათდა არიან. არა სიტყუანი მისნი კეთილ მის თანა და აღმართებით ვიდოდიან და წინაშე ერი ჩემი

8მტერად აღუდგა წინაშე მშჳდობისა მისისა. ტყავი მისი განჴადეს მიღებად სასოებისა შემუსრვაჲ ბრძოლისაჲ.

9ამისთჳს წინამძღუარნი ერისა ჩემისანი განვარდენ სახლთაგან შუებისა მათისათა, ბოროტთათჳს სიმარჯუეთა განცჳვეს. მიეახლენით მთათა საუკუნეთა.

10აღდეგ და ვიდოდე, რამეთუ არა არს შენდა განსუენება. არაწმინდებისათჳს განიხრწნენით ხრწნილებითა.

11იდევნენით არცა ერთის ვის მდევრობასა, რომელი დამტკიცნა ტყუილთა. გწთოდა შენ ღჳნოდ და მთრვალობად, და იყოს ქუეყანისაგან წუეთი ერისა ამის

12შეკრებული შეკრბეს იაკობ, ყოვლისა თანა მომლოდე მოველოდი ნეშტთა ისრაჱლისათა. დავდვა მოქცევაჲ მათი, ვითარცა ცხოვარნი ჭირსა შინა, ვითარცა სამწყსო საშუალ საწოლისა მათისა განვლიდენ, კაცთაგან

13განკუეთილებისათჳს პირისა მათისა განჰკუეთეს და განვლეს ბჭე და განვიდა მისგან. და განვიდა მეფე მათი წინაშე პირსა მათსა, ხოლო უფალი უძღოდის მათ.


წინა თავი შემდეგი თავი