მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ნეემიასი
თავი 11

1და სხდეს მთავარნი იგი ერისანი იერუსალჱმს და წილ-იგდეს, რაჲთა ერთსა ათისაგანსა ვის ხუდეს წილი, იგი დაჯდეს იერუსალჱმს ქალაქსა სიწმიდისასა და ცხრანი იგი მივიდენ თჳთეულად ქალაქსა თჳსსა.

2და აკურთხნეს ერმან ესე კაცნი, რომელნი-იგი განეყენნეს და დასხდეს იერუსალჱმს.

3და ესე არიან მთავარნი მის ქუეყანისანი, რომელნი დასხდეს იერუსალიმს, მღდელნი, და ლევიტელნი, და ნათანიმელნი და ძენი მონათა მათ სოლომონისანი.

4და რომელნი სხდეს იერუსალჱმს, იყუნეს ნათესავისა მისგან იუდასთანი და ბენიამენისნი, და ესენი არიან ძეთაგან იუდასთა: ათერ, ძე ზაქარიასი, ძე სამარიასი, ძე საფატიასი, ძე მაელელისი, და ძეთაგან ფარეზისთა

5და მალელისა, ძე ბარუქისი, და ძე ალაზასი, ძე ოზიასი, ძე ადაიასი, ძე იორიბისი, ძე ზიქარიასი, ძე ელონისი.

6და ყოველნი ძენი ფარეზისნი, რომელნი დასხდეს იერუსალჱმს - ოთხასსამეოცდარვა, კაცნი ძლიერნი.

7ესე არიან ძენი ბენიამენისნი: სილონ, ძე მესულამისი, ძე იუვადისი, ძე ფაადასი, ძე კოვლეასი, ძე მაარისი, ძე აბელისი, ძე იესაასი.

8და შემდგომად მისა გებეია სელეია - ცხრაასორმოცდარვა.

9და იოსეს, ძე ზექრისი, მეძიებელ და ზედამდგომელ იყო მათ ზედა, იუდა, ძე ასანიასი, რომელი-იგი იყო მეორისა მისგან ქალაქისა.

10და მღდელთა მათ: აგდიდ, ძე იოარიბისი, იაქინ,

11სარია, ძე მელქიასი, ძე მესულამისი, ძე სადუკისი, ძე მარაუთისი, ძე ეტობისი. და იყო სახლები მათი მახლობელად ტაძარსა მას უფლისასა.

12და ძმანი მისნი, რომელნი იქმოდეს საქმესა მსახურებისასა სახლსა მას უფლისასა, იყუნეს რვაასოცდაორი, და ადა, ძე ემორისი, ძისა ფალაასისა, ძისა ამესისა, ძე ზაქარიასი, ძე ფესეურისი, ძე მელქისი.

13და ძმანი მისნი მფლობელნი მამათმთავარნი მათ - ორასორმეოცდაორი და ამასია, ძე ეზრიელისი.

14და ძმანი მისნი ძლიერნი ყოვლითურთ ასოცდარვა. და მოღუაწენი და ზედამდგომელნი მათნი ზექრიელ, რომელი-იგი იყო დიდთა მათ მთავართაგანი.

15და ლევიტელთა მათგან: სამეა, ძე ასუბისი, ძე ეზრომისი,

16და საპატაბ, და იოსაბედ. ყოველნივე სამუშაკოდ იყუნენ სახლისა ღმრთისა გარემოთა, ლევიტელნი მთავართა მიერ

17და ნათანიმელნი იგი: ძენი მიქესნი და იოაბ, ძე სამუისი, - ორას სამეოცდაათოთხმეტ.

18ყოველნივე ლევიტელნი წმიდა ქალაქსა შინა ორასოთხმოცდაოთხნი.

19და მეკარენი იგი აკუბ, ლეტემინ და ძმანი მისნი - ორასსამოცდაათორმეტ.

20და ნეშტნი ისრაჱლისაგან მღდელნი და ლევიტელნი ყოველნივე ქალაქსა შინა იუდასა სამკჳდრებელსა თჳსთა.

21და ნათანელნი, რომელნი ოფელასა შინა და სანასა შინა და გასპასა შინა.

22და მოღუაწენი და ზედამდგომელნი იგი ლევიტელთანი იერუსალჱმს: აზა, ძე განისი, ძე ასაბიასი, ძე მატთანისი, ძე მიქეასი, ძეთა მათგან ასაფისთა, შემასხმელნი მახლობელად სახლსა უფლისა ჩუენისასა.

23რამეთუ ბრძანება მეფისა იყო მათ მიმართ ყოფად მუნ და დაუცხრომელად მსახურებად.

24და ფაათია, ძე მესია ზაბილისი ზარჱსგან, ძისა იუდასი, რომელსა ჴელისაგან მეფისასა აქუნდა ყოველივე განსაგებელი.

25და დამკჳდრებულ იყო აგარაკსა თჳსსა და ძეთა მათგან იუდასთა, რომელნი დასხდეს კარიათარბას, დიბოს, და კაბსაელს და აგარაკთა მისთა,

26და ისუს, და მოლოდას, და ბეთბალედ,

27და ასერსავალს, და ბერსაბეს,

28და სიკელექს და მოგონას,

29და რემონს და სარას და იერმოთს,

30ზანოას, ოდოლას, და დაბნებსა მათსა: ლაქისს და აგარაკთა მათთა, და ზეკას და დაემკჳდრნეს ბერსაბეს ვიდრე ღელემდე ენომისა.

31და ძენი ბენიამენისნი: გაბაით მაქმასს, და აინ მეთიელს,

32ანათოთს, ნაობს, ანანიას,

33ასორს, რამას, გეთაიმს,

34ადიდეს, სებოიმს, ნებალათს, ლოთას,

35ონოს და ღელე შუენიერთა,

36და ლევიტელნი მათგანნი ნაწილნი იუდასნი და ბენიამენისნი.


წინა თავი შემდეგი თავი