მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი ნეემიასი
თავი 4

1და იყო, ვითარცა ესმა სანაბატალს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ, აღვმართებთ გოდლებთა მისთა, ბოროტ-უჩნდა მას და შეძრწუნდა მის წინაშე, და განრისხებულ იყო ძლიერად. ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

2და თქვა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენიო, ჵ სამორიელნო, ვითარ ჰურიანი იგი აშენებენ და განაძლიერებენ ქალაქთა მათთა?

3და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო ხილვად მათდა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად, ანუ შეწირვად საკვერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა? და არა მიერ გამოჴდენა მელნი, დაარღვინენ ქვანი ზღუდეთა მისთანი? ვთქვათ ჩუენ:

4ისმინე ჩუენი, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ მტერთაგან, და მიაგე ყუედრება მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.

5და ნუ დაეფარნენ უსჯულოებანი მათნი, და ნუცა ცოდვანი მათნი პირისაგან შენისა აღიჴოცნენ, რამეთუ შეურაცხ-ყოფენ მაშენებელთა.

6შემდგომად ამისა აღვაშენეთ ზღუდენი იგი, გარემოვავლენით კერძო ზღუდისა მის.

7რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას და არაბიელთა, ამონელთა, ვითარმედ მარჯვე იქმნა შენება ზღუდეთა იერუსალემისათა, და ვიწყეთ თჳთვეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა

8და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემსა

9და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, დავადგინეთ მჴუმილავნი ჩუენ ზედა დღისი და ღამე პირისაგან მტერთასა.

10და თქუეს კაცთა ურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ რომელთამე ყონ ბრძოლა შეჭურვილთა და რომელთამე ყონ შენებაჲ.

11და თქვეს რომელნი-იგი მაჭირვებდეს ჩუენ: არა ვაცნობოთ და არცა ვაუწყოთ მათ, ვიდრე თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა აღდგენ და მოვიდენ შორის მათსა, და მოვსწყვიდნეთ იგინი და დავაყდუნოთ საქმე მათი.

12და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილად, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.

13და დავადგინნეთ ქვეაღრე ადგილთა მათ უკანა ზღუდესა მას სართულსა ქვეშე და დავადგინნე კაცნი ჭურვილნი და ლახროსანნი და მშჳლდოსანნი.

14და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, ერისთავთა მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ ჴუმილვიდენ; ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ ღმერთი ჩუენი დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქვენთათჳს, ცოლთა თქვენთათჳს და ასულთა თქუენთათჳს და სახლთა თქვენთათჳს

15და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.

16და იყო, მიერ დღითგან ზოგნი განწესებულ იყვნეს საქმესა, ზოგნი ჭურვილნი იყუნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახვარი, ფარი და მშჳლდ-ჴელთა შინა მათთა. და დგიან განმზადებული კაცი თჳთოეულად ზოგად ძმისა თჳსისა.

17რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას, და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი, და ერთითა ჴელითა მისცემდა ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.

18რომელი-იგი აშენებდეს, აქვნდა კაცად-კაცადსა ჴმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკული ბარკალსა თჳსსა და ეგრეთვე აღაშენებდეს ზღუდეთა იერუსალემისათა, რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.

19და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი იყვნეს ჭურვილად და განმზადებულ და მთავართა მათთა: საქმე ესე დიდ არს და ფართო და ჩუენ განვბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

20აწ დავადგინნეთ ადგილ-ადგილად კაცნი, რომელნიღა ჰბერვიდენ ნესტუებსა, რაჟამს გესმეს ჴმა ნესტჳსა მის რქისა, და მუნ მოკრბენ ყოველნი, და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ მარადის.

21და ზოგნი იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრით ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.

22და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა იერუსალემსა, ღამე მჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენსა, და დღისი ვიქმოდით.

23და ვდეგთ მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე, და არავინ ჩუენგანი განიცარცვის, და არცა საჭურველი განჰყუნის.


წინა თავი შემდეგი თავი