მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ოსია წინასწარმეტყველი
თავი 5

1ისმინეთ ესე მღდელთა, და მოხედეთ სახლმან ისრაჱლისამან და სახლმან მეფისამან ყურად-იღეთ მით, რამეთუ თქუენდა მიმართ არს სასჯელი, რამეთუ მახე ექმნუნით სამსტუროსა.

2და ვითარცა ბადე განმარტებული ოლესა ზედა,

3რომელი მომნადირებელთა ნადირისათა დაარწყუეს, ხოლო მე მწურთელი თქუენი. ვიცან ეფრემ და ისრაელი არ განმეყენა ჩემგან მით, რამეთუ აწ განმეძვნა ეფრემ, შეიბილწა ისრაჱლ.

4არ მოსცნეს განზრახვანი მათნი მოქცევად ღმრთისა მომართ მათისა, რამეთუ ასული სიძვისაჲ მათ შორის არს, ხოლო უფალი არა იცნეს.

5და დამდაბლდეს გინებაჲ ისრაჱლისაჲ წინაშე პირსა მისსა, და ისრაჱლი და ეფრემ მოუძლურდენ სიცრუეთა მათთა შინა და მოუძლურდეს იუდაჲცა მათ თანა.

6ცხოვართა თანა და ზუარაკთა ვიდოდენ გამოძიებად უფლისა და არა პოოს უფალი იგი, მიაქცია მათგან,

7რამეთუ უფალი დაუტევეს, რამეთუ ასულნი უცხონი შვნეს მათგან და აწ შეჭამნეს იგინი სრსჳლმან, და ნაწილნი,

8და ჰნესტუეთ ნესტუთა ბორცუთა და იღაღადნეს მაღალთა ზედა, ქადაგი სახლსა არონისსა განჰკრთა, ბენიამენ,

9ეფრემ განსარყუნელად შეიქმნა დღეთა შინა მხილვებისათა ტომთა შორის ისრაჱლისათა ვაჩუენენ სარწმუნონი,

10იქმნნეს მთავარნი იუდასნი, ვითარცა გარდამცვალებელნი საზღუართანი. მათ ზედა მივჰფინო, ვითარცა წყალი, მიმართებანი ჩემნი.

11ჰმძლავრა ეფრემმან მოსაჯულსა მისსა, დათრგუნა მსჯავრი, რამეთუ იწყო სლვად უკანა ამაოთასა.

12და მე, ვითარცა შფოთი ეფრემისი და ვითარცა საწერტელი სახლისა იუდაჲსი.

13იხილა ეფრემ სნეულება მისი და იუდა სალმობა მისი. და წარვიდა ეფრემ ასურასტანელთა მიმართ და მიავლინნა მოციქულნი მეფისა მიმართ იარიმისსა, და იგი ვერ შემძლებელ იქმნეს გამოჴსნად თქუენდა და ვერ დააცხროს თქუენგან სალმობა

14მით, რამეთუ მე ვარ, ვითარცა ვეფხი ეფრემისსა და ვითარცა ლომი სახლისა იუდაჲსსა. და მე ვიწყო, და წარვიდე, და მოვიღო და არა იყოს განმარინებელ.

15წარვიდე და მივიქცე ადგიდ ჩემდა, ვიდრე არა უჩინო იქმნენ და ეძიებდენ პირსა ჩემსა.


წინა თავი შემდეგი თავი