მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი პირველი ეზრასი
თავი 4

1და ესმა, რომელნი აჭირვებდეს იუდასა და ბენიამენსა, ვითარმედ ძენი ისრაჱლისანი მოქცეულ არიან ტყუეობისაგან და აშენებენ სახლსა უფლისსა ღმრთისა ისრაჱლისასა.

2და მიეახლნეს ზორობაბელს და მფლობელთა და მამამთავართა და ჰრქუეს მათ: ვაშენებდეთ ჩუენცა თქუენ თანა, ვითარცა თქუენ, ვითხოვთ უფლისაგან ღმრთისა თქუენისა, რამეთუ ჩუენცა, ეგრეთვე შევსწირავთ შესაწირავსა, ვინათგან ასარდან, მეფემან ასურასტანისამან, მოგჳყვანნა ჩუენ აქა

3და რქუა მათ ზორაბაბელ და ისუ იოსედეკიანმან და ნეშტთა მათ მფლობელთა მამამთავართა ისრაჱლისათა: არა წეს არს ჩუენდა და თქუენდა ერთგამად აღშენებად სახლი უფლისა ღმრთისა ჩუენისა. ჩუენ თჳთ აღვაშენოთ სახლი უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, ვითარცა გჳბრძანა ჩუენ კჳროს, მეფემან სპარსთამან

4და ერი იგი მის ქუეყანისა დააშთინებდა ჴელთა კრებულისა ჰურიასტანისათა და დააბრკოლებდეს მათ შენებისაგან.

5და დაიდგინეს მორეწენი და ზრახვიდეს, ვითარმცა დააბრკოლნეს იგინი ყოველთა დღეთა კჳროს მეფისა სპარსთასა ვიდრე დღემდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.

6შარავანდობასა ასარსურაჲსსა სპარსთა ზედა, დასაბამსა შარავანდობისა მისისა, და მიუწერეს წიგნი, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს ჰურიასტანსა შინა და იერუსალჱმს,

7და დაწერეს დღეთა არტაშესის მითრადატის ტაბელითურთ და სხუათაცა მონათა მისთა მოხარკეთა. და მიუწერეს წიგნი ასურულითა ენითა, და იყო გამოთარგმანებული ჰრემ ბალატის მიერ,

8და ესე არიან სიტყუანი წერილისა მის, რომელი მიუვლინეს: მონანი არსა მეფისა ესე მონანი შენნი, რომელნი მკჳდრ ვართ კიდესა ამის მდინარისასა?

9ჰრეუმ ბაალტამ და სამაი მწერალმან და სხუათა მონათა ჩუენთა: დენეეს, სფარსათაქაიეს, ტარფალიე, ალფასიე, აქუვე, ბაბილოვნელნი, სუსან, ქეედე.

10და სხუანი იგი დაშთომილნი ნათესავნი, რომელნი დაამკჳდრნა ასენაფარ დიდმან და პატიოსანმან ქალაქსა სომონორსა, ესე არს სამარია. და ნეშტნი იგი წიაღ მდინარესა მას.

11ესე არიან სიტყუანი მის წიგნისანი, რომელი მიუძღუანეს მათ არტაშეს მეფესა: მონანი შენნი კაცნი, რომელნი დამკჳდრებულ არიან წიაღ მდინარესა, მშჳდობა მოაჴსენეს.

12აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფისა, რამეთუ ჰურიანი ესე, რომელნი მოვიდეს აქა შენგან ჩუენდა, შევიდეს დაშთომილსა ამას ქალაქსა იერუსალჱმსა განდგომილსა და განმამწარებელსა, რომელსა აწცა აშენებენ, და ზღუდეთა მისთა აღმართება ჰნებავს და საფუძველსა მისსა აღამაღლებენ

13აროსას მეფისა მშჳდობა! და აწ უწყებულ იყავნ შენდა, მეფე, უკუეთუ ქალაქი ესე აღიშენოს და ზღუდენი მისნი აღემართნენ, ხარკი შენ არავინ მოგცეს.

14და მჴდომ ექმნენ მეფეთა და ჩუენ არა გუნებავს ხილვად, და მის ყოვლისათჳს მივსწერეთ შენდა, მეფე.

15და ძიება-ჰყო მატიანთა საჴსენებელსა მამათა შენთასა, და ჰპოვო, გულისხმა-ჰყო, ვითარმედ ქალაქი ესე განდგომილთა არს და ყოველსა ჟამსა წინააღუდგების მეფეთა, შესავედრებელ არიან ყოველთა მეოტთათჳს ყოველთა ჟამ, უკუე ამისთჳსცა ქალაქი ესე აღიოჴრა.

16აწ გაუწყებ თქუენ, მეფესა: უკუეთუ ქალაქი ესე აღეშენოს და ზღუდენი აღემართნენ, არა იყოს შენდა მშჳდობა.

17მიუწერა მეფემან არეუმ ბალტემისა და სამაიასა მწერალსა და სხუათა მონათა და მოდგამთა მათთა, რომელნი დამკჳდრებულ იყუნეს სამარიას და ნეშტთა მათ წიაღ მდინარისათა: მშჳდობა თქუენდა,

18და ხარაკისმომჴდელნი ესე, რომელ მოავლინენით ჩუენდა, მივიდეს ჩემ წინაშე და მითხრეს ყოველივე.

19და მივწერე და ვპოე, რამეთუ ქალაქი ეგე საუკუნითგან ჟამთასა განდგომილ არს, და მჴდომ მეფეთა ყოფილან.

20და მეფენი ფიცხელნი და ძლიერნი დადგომილა იერუსალჱმს და განძლიერდეს, დაიპყრეს ყოველი ქუეყანა მზისდასავლით კერძო წიაღ ეფრატსა მდინარესა, და აწ დასდევით მას ზედა ხარაკი და ზუერი, რათა არა მერმეცა თავს მოთნებით განლაღდენ.

21აწ გაუწყებ თქუენ, მივედით და დააყენენით იგინი და დააბრკოლეთ საქმე იგი მათი, რომელ არა აღიშენონ ქალაქი მათი.

22ნუ შეუნდობთ მათ, ნუცა მიუტეობთ, არამედ გულსა დაიდევით და მოჰჴადეთ ყოველი ხარკი მათი და ზუერი, რათა არა განმრავლდენ და განძლიერდენ და იყონ მჴდომ მეფეთა.

23მას ჟამსა ხარკისმომჴდელმან არსას მეფისამან, რომელ არს არტაშესი, მოიღო და აღმოიკითხა წიგნი წინაშე არეუმის და საის მწერალისა და მონათა მათთა. აღვიდეს მსწრაფლ იერუსალჱმად და ჰურიასტანად დიდითა ძლიერებითა და მჴედრებითა და დააბრკოლეს ურიანი იგი შენებისაგან

24მას ჟამსა დაბრკოლებულ, მოცალე იქმნა საქმე იგი ტაძრისა უფლისა ღმრთისა იერუსალჱმს და იყო მოცალებულ ვიდრე მეორე წლადმდე დარეჰ მეფისა სპარსთასა.


წინა თავი შემდეგი თავი