მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი პირველი ეზრასი
თავი 8

1და არიან მფლობელნი მამათმთავარნი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა შარავანდობასა არტახშეს მეფისასა და მეფისა მის ბაბილონელთასა:

2ძეთაგან ფინეზისათა გერსონ, და ძეთა მათგან ითამარისთა დანიელ, და ძეთა მათგან დავითისთა ატუუს.

3და ძეთა მათგან ნააქისთა ნია, და ძეთა მათგან ფოროსისთა ზაქარია, და მის თანა ასერგასის კაცი.

4და ძეთა მათგან ფაათ ელიანი, ძე ზარესი, და მის თანა ორასი კაცთა მათგანი.

5და ძეთა მათგან ზათუფელისთა სექენია, ძე აზილისი, და მის თანა სამასი კაცთა მათგანი.

6და ძეთა მათგან ადეასთა ობენ, ძე იონათანისნი, და მის თანა ერგასისი კაცთა მათგანი.

7და ძეთა მათგან ელამისთა ესაია, ძე ათალიასი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.

8და ძეთა მათგან საფატიასთა ზამბდია, ძე მიქაელისი, და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.

9და ძეთა მათგან იოაბადია, ძე იეელისი, და მის თანა ორასდაათრვამეტი კაცთა მათგანი.

10და ძეთა მათგან ბაანისთა სელიმოთ, ძე იოსებისი, და მის თანა ასსამეოცი კაცი მათგანი.

11და ძეთაგან ბაბეისთა ზაქარია, ძე ბაბესი, და მის თანა ოცდარვა კაცთა მათგანი.

12და ძეთა მათგან ადონიკამისთა და აზდადისთა იოენან, ძე ზაკატანისი, და მის თანა ასდაათი კაცთა მათგანნი.

13და ძეთა მათგან ადონიკამისთა ესქატი. და ესე არს სახელები ამათ ყოველთა: ელიფალათ, იეიელ და სამეა და მის თანა სამეოცი კაცთა მათგანი;

14და ძეთა მათგან ბაგუისთა უთაია და ზაბუთ და მის თანა სამეოცდაათი კაცთა მათგანი.

15და შევკრიბენ იგინი კიდესა მდინარისასა, რომელი ვალს იევის, და მოვიღე მუნ სავანე სამ დღე და სიმრავლე იგი ერისა მის, და ძეთა მათგან მღდელთა, და ძეთა მათგან ლევიტელთა არავინ ვპოვე.

16და მივავლინენ ელიაზარისა და არიელისა და სემისა მარასა და ზარიბ და ზეილა, ნათან და ზაქარია და მესოლამ და იარიბ და ელმათა.

17და გულისჴმა-უყო და მოიყუანნეს იგინი წინაშე მთავართა მათ, რომელნი-იგი იყვნეს ადგილსა მეფასეთასა და მისცნეს სიტყუანი პირსა მათსა. რათა ეტყოდიან ძმათა თჳსთა თანა ნათანიმს, რომელი-იგი არს ადგილსა მეფასეთასა, რომელნი-იგი მოიყვანნეს ჩუენდა, რომელნი-იგი შეასხმიდეს სახლსა ღმრთისასა ჩუენისასა

18და მოვიდეს ჩუენდა, რამეთუ იყო ჴელი ღმრთისა ჩუენისა აღსამაღლებელად ჩუენ თანა მარადის ძეთა მათგან ლევიტელთა და ძეთა მათგან ისრაჱლისათა. და პირველად მოვიდეს ჩუენდა ძენი მისნი და ძმანი მისნი ათვრამეტ;

19და ასებია და იესეა და ძეთა მათგან მერარისთა და ძმანი მისნი და ძენი მისნი - ოც კაც;

20და ნათანისგანნი, რომელნი-იგი მისცნა დავითმან და მთავართა მათ მონებად, განცდად ლვეიტელთა და ნათანიმ ორასდაოც, და ყოველნივე შეკრბეს მსგავსად სახელისა მათისა.

21და მივაწვიეთ მუნ მარხვა კიდესა მას მდინარისა აკუთაისსა და ვილოცევდით წინაშე უფლისა ღმრთისა ჩუენისა და ვითხოვდით მისგან გზასა სიწრფოებისასა ჩუენთჳს და შვილთა ჩუენთათჳს და ყოვლისათჳს, რომელი იყო ჩუენ თანა.

22რამეთუ შევირცხვინეთ თხოვად მეფისაგან შემწეობისათჳს მჴედრებისა, რათამცა განმარინნეს ჩუენ მტერთა ჩუენთაგან გზასა მას, ვარქუთ ჩუენ მეფესა მას ესრეთ, ვითარმედ: ჴელი უფლისა ღმრთისა ჩნენისა შემწე არს ყოველთა, რომელნი ეძიებენ მას კეთილსა შინა, და ძლიერება მისი და რისხვა მისი ყოველთა ზედა არს, რომელთა დაუტევეს იგი

23და ვიმარხევდით და ვითხოვდით ღმრთისაგან ჩუენისა ამის ყოვლისათჳს, და ისმინა ჩუენი უფალმან.

24და წარვავლინეთ მთავართა მათგანი მღდელთასა ათორმეტნი, სარაბია და ასაბია და მათ თანა ძმათა მათგანნი ათნი.

25და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი და ოქროჲ და სამსახურებელი პირველთა სახლსა მას ღმრთისა ჩუენისა, რომლითა აღგვამაღლნა ჩუენ მეფემან და თანამზრახველთა მისთა და ყოველმან ისრაჱლმან, რომელნი-იგი იყვნეს მუნ.

26და აღვწონეთ და მივეცით მათ ვეცხლი ექუსასდაერგასისი ტალანტი და ჭურჭელი ვეცხლისაჲ ასი და ოქროსაჲ ასი ტალანტი.

27და სხვა ჭურჭელი ოქროსაჲ ოცდასამი და ჭურჭელი სპილენძისა წმინდა, რჩეული, ოქროცხებული.

28და ვარქუ მათ: თქუენცა განწმედილ ხართ უფლისა ღმრთისა მიერ, და ყოველი ჭურჭელი წმინდა უფლისა არს, ოქროსა და ვეცხლისა რჩეული, უფლისა ღმრთისა მამათა ჩუენთასა.

29მღვიძარედ დეგით და ჴუმილევდით, ვიდრემდის აღსწონოთ ეგე წინაშე მთავართა მათ მღდელთა და ლევიტელთა და მფლობელთა მათ მამათა მთავართა ისრაჱლისათა, რომელნი არიან იერუსალჱმს, კარავთა შინა სახლისა უფლისათა.

30და აღიღეს მღდელთა მათ და ლევიტელთა რიცხჳ იგი ოქროსა და ვეცხლისაჲ და ჭურჭლისა, და მიიღეს იერუსალჱმად სახლსა შინა ღმრთისა ჩუენისასა.

31და აღვდეგით და წარვიძრენით იაოს მდინარით, რომელსა დღესა ათორმეტ იყო თთვე, და მოვედით მის პირველისა და მოვიწიენით იერუსალჱმად, ჴელი ღმრთისა ჩუენისა იყო ჩუენ თანა და მიჴსნნა ჩუენ ჴელთაგან მტერთა ჩუენთასა და მბრძოლთა ჩუენთაგან, რომელნი იყვნეს გზასა მას.

32და მოვედით იერუსალჱმად და განვისვენეთ მუნ სამ დღე ოდენ.

33და დღესა მას მეოთხესა აღვწონეთ და მივეცით ვეცხლი იგი და ოქრო და ჭურჭელი სახლსა მას უფლისა ღმრთისა ჩუენისასა ჴელთა მარემოთ ძისა ჰურიასა მღდელისათა, რომელი-იგი იყო მის თანა ელიეზერ, ძე ფინეზისი, და იოაბად, ძე ისუასი, და ნოადია, ძე ბანესი, და სხვანი ლევიტელნი

34და იყო აღთუალვა რიცხჳსა მის ყოვლისა, დაიწერა ყოველი იგი წონით რიცხჳსა მის სრულისა.

35და მას ჟამსა შინა, რომელნი გამოსრულ იყვნეს ტყვეობისა მისგან შვილნი მსხემობისანი, შესწირეს საკვერთხნი უფლისა ღმრთისა ისრაელისა ზვარაკები ათორმეტ ყოვლისათჳს ისრაჱლისა, ვერძები ოთხმეოცდაათექუსმეტ, კრავები სამეოცდააჩვიდმეტ და წელიწდეულნი ცოდვათათჳს - ათორმეტ. ესე ყოველი საკუერთხები შეწირეს უფლისა ღმრთისა

36და მისცეს აღწერილი იგი წიგნი ჭურჭლისა მის, რომელი-იგი ებრძანა მეფესა მას, ნახპეტთა და მთავართა მათ მდინარითკერძოთა ევფრატისათა, და დიდებულ-ყვეს ერი იგი და ტაძარი იგი ღმრთისა.


წინა თავი შემდეგი თავი