მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ქებათა-ქება სოლომონისა
თავი 2

1სიძე ეტყჳს სძალსა სულისა თჳსისათჳს: მე - ყუავილი ველისაჲ და შროშანი ღელეთაჲ.

2და ვითარცა შროშანი შორის ეკალთა, ესრეთ არს მახლობელი ჩემი შორის ასულთა;

3სძალი რტყჳს სიძესა: ვითარცა ვაშლი შორის ხეთა მაღნარისათა, ესრეთ არს ძმისწული ჩემი შორის ძეთა. საგრილსა ქუეშე მისსა გულმან მითქუა და დავჯედ; და ნაყოფი მისი ტკბილ არს სასასა ჩემსა.

4ქალწულთა ეტყჳს სძალი: შემიყვანეთ მე სახლსა ღჳნისასა, განაწესეთ ჩემ ზედა სიყუარული,

5დამამტკიცეთ მე ნელსაცხებელთა მიერ, გარემომასხთ მე ვაშლი, რამეთუ დაწყლულ ვარ მე სიყუარულითა.

6მარცხენე მისი თავსა ჩემსა და მარჯუენემან მისმან შემიწყნაროს მე.

7სძალი ეტყჳს ქალწულთა: გაფუცებ თქუენ, ასულნო იერუსალიმისანო, ძალთა და სიმტკიცეთა აგარაკისათა, უკუეთუ აღსდგეთ და განაღჳძოთ სიყუარული, ვიდრემდიცა ინებოს.

8ესმა ჴმაჲ სიძისა და იტყჳს: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა: აჰა, ესერა, ესე მოვალს ვლდომით მთათა ზედა და მორბის ბორცუთა.

9მსგავს არს ძმისწული ჩემი ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ბეთელისათა. სძალმან მოსცა სასწაული სიძისა მიერ ქალწულთა და თქუა: აჰა, ესერა, ესე დგას უკუანა ზღუდესა ჩუენსა, და იხედავს სარკუმლით გამო და გარდმოხედავს არდაბაგთაჲთ.

10მომიგებს ძმისწული ჩემი და მეტყჳს: აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო.

11რამეთუ, აჰა, ესერა, ზამთარი წარჴდა და წჳმა დასცხრა და წარვიდა გზასა თჳსსა.

12და ყუავილი გამოჩნდა ქუეყანასა ჩუენსა, ჟამი სხლვისაჲ მოიწია, ჴმაჲ გურიტისაჲ ისმა ქუეყანასა ჩვენსა.

13ლეღუმან გამოუტევა გაგაჲ თჳსი, ვენაჴნი ყუავიან, მოსცეს სულნელებაჲ თჳსი. აღდეგ, მოვედ, მახლობელო ჩემო, შუენიერო ჩემო, ტრედო ჩემო,

14მოვედ თავით შენით, ტრედო ჩემო, საგრილსა ქუეშე კლდისასა, მახლობელად ზღუდისა, მაჩუენე მე პირი შენი და მასმინე მე ჴმაჲ შენი, რამეთუ ტკბილ არს ჴმაჲ შენი სმენად და პირი შენი შუენიერ.

15ქალწულნი ეტყჳან სიძესა: მიპყრენით ჩუენ მელნი მცირნი, განმრყუნელნი ვენაჴთანი და ვენაჴნი ჩუენნი ყუავიან.

16სძალი ეტყჳს: ძმისწული ჩემი ჩემდა და მე - მისა, რომელი ჰმწყსი შროშანთა შორის.

17ვიდრემდის წარჴდეს დღე და მოადგენ აჩრდილნი, მოიქეც და ემსგავსე შენ, ძმისწულო ჩემო, ქურციკსა, ანუ ნუკრსა ირმისასა მთათა ზედა ღელოვანთა.


წინა თავი შემდეგი თავი