მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე სოლომონისა*
თავი 9

1ღმერთო მამათა ჩუენთაო და უფალო წყალობათაო, რომელმან შექმენ ყოველი სიტყჳთა შენითა,

2და სიბრძნითა შენითა დაჰბადე კაცი, რათა უფლებდეს შენ მიერ ქმნულთა დაბადებულთა,

3და განაგებდეს სოფელსა სიწმიდით და სიმართლით, სიწრფოებითა გულისათა სასჯელსა სჯიდეს,

4მომეც მე საყდართა წინაშე მდგომი სიბრძნე. და ნუ განმაგდებ მე მონათა შენთაგან,

5რამეთუ მე, მონა შენი და ძე მჴევლისა შენისა, კაცი უძლური და მცირედ ჟამისა ნაკლულევანი გულისჴმის-ყოფითა სასჯელისა და შჯულისათა.

6დაღათუ ვინმე იყოს სრულ ძეთა შორის კაცთასა, სიბრძნისა შენისა თჳნიერ არა შერაცხილ არს.

7შენ გამომირჩიე მეფედ ერისა შენისა და მსაჯულად ძეთა შენთა და ასულთა.

8და სთქუ ტაძარი შენებად მთასა წმიდასა შენსა, და ქალაქსა მკჳდრობისა შენისასა. საკურთხეველი მსგავსად კარვისა მის წმიდისა, რომელი განჰმზადე პირველ დასაბამითგან.

9და შენ თანა სიბრძნე შენი, რომელმან იცნის საქმენი შენნი, მუნ იყო, ოდეს შეიქმოდე სოფელსა, და იცი, რა-იგი სათნო არს წინაშე თუალთა შენთა და რა-იგი სიწრფოება არს მცნებათა შენთა.

10გამოავლინე იგი წმიდათაგან ცათა შენთა და საყდართაგან დიდებისა შენისათა. და მოავლინე იგი, რათა იყოს ჩემ თანა და იღუწიდეს, და ვცნა, რა-იგი არს სათნოება წინაშე შენსა.

11რამეთუ იცის მან ყოველივე და გულისჴმა-ყოფს. და მიძღოდის მე საქმეთა ჩემთა სიწმიდით და დამიცვას მე დიდებითა თჳსითა.

12და იყვნენ შეწყნარებულ მისა საქმენი ჩემნი, და განვიკითხვიდე ერსა შენსა სიმართლით და ვიყო მე ღირს საყდართა მამისა ჩემისათა.

13ვინმე კაცთაგანმან ცნას განზრახვა ღმრთისა, ანუ ვის გულსა მოუჴდეს, რა ჰნებავს უფალსა?

14რამეთუ გულისსიტყუანი მოკუდავთანი მოშიშ, და საცთომელ განზრახვანი ჩემნი.

15რამეთუ განხრწნადმან ჴორცმან დაამძიმის სული, და შესულიბის მიწოანმან საყოფელმან გონება მრავალმზრახვალი,

16რამეთუ ძნიად ვსცნობთ ქუეყანისასა და ფერჴთა ქუეშე მდებარესა შრომით ვპოებთ, ხოლო ცათა შინა ვინ გამოიკულიოს?

17და ზრახვა შენი ვინ გულისჴმა-ყოს, უკუეთუმცა არა მოეც სიბრძნე შენი და მოავლინე სული შენი წმიდა მაღლით?

18და ესრეთ განემართნეს ალაგნი ქუეყანისანი და სათნოებითა შენითა განისწავლნეს კაცნი და სიბრძნითა შენითა ცხონდეს.


წინა თავი შემდეგი თავი