მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
სიბრძნე სოლომონისა*
თავი 3

1მართალთა სულნი ჴელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა.

2საგონებელ იყვნედ თვალთა წინაშე უგუნურთასა მომკუდრად და შეერაცხა ბოროტად განსლვა მათი.

3ჩუენგან განსლვა შემუსრვილად, ხოლო იგინი არიან მშჳდობასა შინა.

4დაღათუ თუალთა წინაშე კაცთასა იტანჯნენ, არამედ სასოება მათი უკუდავებითა სავსე არს.

5და მცირედ ღათუ ისწავლნენ, დიდძალად ქველყოფილ იყვნენ, რამეთუ ღმერთმან გამოცადნა იგინი და პოვნა იგინი ღირსად თავისა თჳსისა,

6ვითარცა ოქრო ბრძმედსა შინა, გამოცადნა იგინი და ვითარცა ყოვლად ნაყოფი მსხუერპლთა, შეიწყნარნა იგინი.

7და ჟამსა მოხედვისა მათისასა გამობრწყინდენ და, ვითარცა ნაბერწყალნი, ლერწამსა შინა რბიოდიან.

8შჯიდენ თესლებსა და დაიპყრიან ერნი. და სუფევდეს უფალი მათ ზედა საუკუნოდ.

9რომელნი ესვენ მას, გულისჴმა-ყონ ჭეშმარიტი და მორწმუნენი სიყუარულით მოელოდიან მას, რამეთუ მადლი და წყალობა რჩეულთა მისთა და მიხედვა მისი ღირსთა მისთა.

10

11

12

13

14

15

16

17

18

19


წინა თავი შემდეგი თავი