მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითის წიგნი
თავი 12

1ჰრქუა ტობი ძესა თჳსსა ტობიას: მივსცეთ სასყიდელი კაცსა მას, რომელი წარვიდა შენ თანა და მერმე შე-ვე-ღა-ვსძინოთ სასყიდელსა ზედა მისსა.

2და ჰრქუა ტობია მამასა თჳსსა: მამაო, რაოდენიცა მივსცეთ მას სასყიდელი, არა დამჭირდეს, დაღათუ ზოგი მივსცეთ ყოვლისა მისგანი, რომელი მოვიღე ჩემ თანა.

3მე მან დამიცვა გზასა ზედა და ცოლი ჩემი განკურნა. არა მევნების, რაოდენი-რა მივსცეთ მას.

4ხოლო ტობი თქუა: სამართლად ჯერ-არს მიცემად მას ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი გაქუნდა და მოვიდა შენ თანა.

5და მოხადა ანგელოზი იგი და ჰრქუა მას: მიიღე ზოგი ყოვლისა მისგან, რომელი მოიღე და მოხუედ ცოცხლებით სასყიდლად შენდა, და წარვედ ცოცხლებით თჳსა ადგილად.

6მაშინ მოუწოდა რაფაელ ორთა მათ თჳსაგან და ჰრქუა მათ: ღმერთსა აკურთხევდით, და მას ადიდებდით წინაშე ყოველთა კაცთა, რომელი ქმნა თქუენ თანა კეთილ არს კურთხევა ღმრთისა და ამაღლებაჲ სახელისა მისისა. სიტყუათა ღმრთისათა მიუთხრობდით პატიოსნად.

7საიდუმლო მეფისა კეთილ არს დამალვად, ხოლო საქმენი უფლისა ღმრთისანი - მითხრობად პატიოსნად. იქმოდეთ კეთილსა და ბოროტმან არა გპოვნეს თქვენ.

8კეთილ არს ლოცვა მარხვასა თანა და მოწყალებაჲ სიმართლესა თანა. უფროს ამათ ორთასავე უმჯობეს არს მოწყალებაჲ, ვიდრე დაუნჯებასა ოქროსასა,

9რამეთუ მოწყალებაჲ სიკუდილისაგან იჴსნის და განწმედს ყოვლისაგან ცოდვისა, რომელი ჰყოფდეს მოწყალებასა, განძღეს ცხორებითა.

10ხოლო რომელნი იქმან ცოდვასა და სიცრუესა, იგინი მბრძოლნი არიან თჳსისა ცხორებისანი.

11ხოლო აწ გითხრა თქუენ ყოველივე ჭეშმარიტი, არა დავფარო თქუენგან სიტყუაჲ.

12ოდეს-იგი ილოცევდით შენ და სარა, სძალი შენი, შეისმეს ლოცვანი ორთანივე წინაშე ღმრთისა და საცნაურ იქმნნეს საქმენი შენნი და მწყალობელობანი შენნი, რომელთა იქმოდე მკუდართა მათ ზედა.

13და ოდეს-იგი აღსდეგ ტაბლისაგან და შემოსე მკუდარი, და მოიწია შენ ზედა განსაცდელი,

14მაშინ მომავლინა მე ღმერთმან განკურნებად შენდა და სარაჲსა, სძლისა შენისა.

15მე ვარ რაფაელ, ერთი შჳდთაგანი წმიდათა ანგელოზთა, რომელნი შესწირვენ ლოცვასა წმიდათასა და შევლენან წინაშე დიდებასა წმიდისასა

16და შეძრწუნდეს ორნივე იგი და დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა, რამეთუ. შეეშინა ფრიად

17და ჰრქუა მათ რაფაელ: ნუ გეშინინ! მშჳდობაჲ იყოს თქუენდა, ხოლო ღმერთსა აკურთხევდით უკუნისამდე.

18არა ჩემითა მადლითა, არამედ ნიჭითა ღმრთისა თქუენისათა მოვედ, რამეთუ აკურთხევდით მას უკუნისამდე.

19ყოველთა დღეთა გეჩუენებოდე თქუენ და არა ვჭამდ, არცა ვსუემდ, არამედ ხილვით ხოლო ხედვიდით თქუენ.

20და აწ აუარებდით ღმერთსა თქუენსა, რამეთუ აღვალ მომავლინებელისა ჩემისა უფლისა. და დაწეროთ წიგნსა ყოველი ესე, რომელიცა შეგემთხჳა თქუენ.

21და აღ-რა-დგეს და არღარა იხილეს იგი.

22და აღუარებდეს იგინი საქმეთა მათთა დიდ-დიდთა და საკჳრველებათა მისთა და ვითარ-იგი ეჩუენა მათ ანგელოზი ღმრთისა.


წინა თავი შემდეგი თავი