მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ტობითის წიგნი
თავი 8

1და იყო, ვითარცა დაასრულეს განცხრომა იბი სიხარულისა, აღდგეს დაწოლად და შეიყვანეს ტობია სასუენებელად.

2და მოეჴსენა ტობიას სიტყუაჲ იგი რაფაელისი, და მოიღო გული იგი და ტყირპი თევზისა მისისა და დაასხა იგი ნაკუერცხალსა მას საკუმეველთასა და სულმან თევზისამან გამოაძო ეშმაკი იგი და განეშორა ქალისა მისგან. და ივლტოდა იგი ზენა კერძო ეგჳპტისა ადგილთა.

3და რაფაელ შეკრა იგი მუნ.

4მას ჟამსა შინა ტობია ასწავლა ქალწულსა მას და ჰრქუა: სარა, აღდეგ და ვევედრნეთ ღმერთსა დღეს, ხვალე და ზეგე ამისთჳს, რომე სამთა ამათ ღამეთა ღმერთსა ვეზიარნეთ, და შემდგომად მესამისა ღამისა ვიქორწინნეთ ჩუენ.

5ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩუენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი.

6და აღდგენ ერთბამად მჴურვალითა გულითა და ევედრებოდენ, რათა მიეცეს მათ სიცოცხლე.

7და თქუა ტობია: კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო, და კურთხეულ არს სახელი წმიდაჲ შენი ყოველთა მიმართ ნათესავთა საუკუნოთა! გაკურთხევდენ შენ ცანი და ყოველნი დაბადებულნი შენნი.

8და შენ შექმენ კაცი ადამ და მიეც მას შემწედ ცოლი, მსგავსი მისი, და ორთა მათგან იქმნა ნათესავი კაცთა და შენ სთქუ, ვითარმედ: არა კეთილ არს ყოფა კაცისა მარტოსა, არამედ უქმნეთ მაგას შემწე მსგავსი მისი.

9და აწ, უფალო, შენ უწყი, რამეთუ არა სიძვით მოვიყვანებ დასა ამას ჩემსა, არამედ სამართალითა სჯულისათა, რათა შევწყალნეთ ჩუენ,

10გუაკურთხენ, უფალო, მე და ესე, და რათა თანად დავბერდეთ ჩვენ ურთიერთას მშჳდობით და მომცენ ჩუენ შვილნი კურთხევად. და ზოგად, თქუეს ამენი და დაიძინეს ზოგად მას ღამესა.

11და ჰრქუა რაგუელ მონათა თჳსთა მოთხრა საფლავისა ღამე.

12განიზრახვიდა, რამეთუ შეემთხჳოს, ვითარცა შეემთხჳა შჳდთა მათ კაცთა, რომელნი შევიდენ მის თანა.

13და განუმზადეს საფლავი და მოიქცა რაგუელ და ჰრქუა ცოლსა თჳსსა ანეს:

14მიავლინე ერთი მჴევალთაგანი სასვენებლად და იხილენ, უკუეთუ მშჳდობით არიან.

51და მიავლინა ანე მჴევალი, და სანთელი აქუნდა ჴელსა მისსა და განაღო კარი სასვენებელისა და იხილა, რამეთუ ეძინა მათ ერთად მშჳდობით.

16გამოვიდა და უთხრა, რამეთუ ცოცხალან. მიავლინა იგი ქმრისა თჳსისა და თქუა, ვითარმედ: მშჳდობით არიან.

17და აკურთხეს ღმერთი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფლალო ღმერთო ცათა და ქუეყანისაო, ყოვლითა კურთხევითა სრულითა და წმიდითა. და გაკურთხევდენ შენ ყოველნი ანგელოზნი შენნი, და ყოველნი დაბადებულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველნი რჩეულნი შენნი, გაკურთხევდენ შენ ყოველთა მიმართ საუკუნეთა. შენ ხარ, რომელმან ჰგუემი და ჰკურნი.

18კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, რამეთუ მახარე ჩუენ და არა მეყო ჩუენ ეგრეთ, ვითარ-იგი ვჰგონებდით. არამედ მრავლისაებრ წყალობისა შენისა ჰყავ ჩუენ თანა.

19კურთხეულ ხარ შენ, რომელმან აკურთხენ ორნი იამავარნი და მშობელნი მათნი, მოეც მათ წყალობაჲ და ცხოვრებაჲ და სრულ-ყავ ცხორებაჲ ამათი წყალობასა თანა სიხარულით.

20და მივიდეს მონანი იგინი და ჰრქუეს მაო, რათა მიასხან საფლავსა მას ვიდრე განთიადამდე, რათა არავინ აგრძნეს.

21და ანეს, ცოლსა თჳსსა, ჰრქუა, რათა მზა-ყოს პური დიდი და მისცეს მგზავრთაცა საზრდო.

22და მროწლად განრბიოდა იგი და მოიბნა ორნი ზუარაკნი და ოთხნი ვერძნი და ბრძანა მომზადება მათი.

23და მოუწოდა ტობიას და ეფუცა მას და ჰრქუა: არა განხჳდე სახლით ჩემით ვიდრე მეთოთხმეტედ დღედმდე, რათა ახარო სულსა ასულისა ჩემისასა სალმობიერსა.

24და ზოგი მონაგებისა ჩემისა მიიღე მეყსეულად და წარვედ მშჳდობით მამისა შენისა და ნეშტი, რაცა იყოს სხუაჲ, ოდეს მოვსწყდეთ მე და ცოლი ჩემი, თქუენი არს. ნუ გეშინინ, შვილო, მე მამა შენი ვარ და ანე დედა შენი არს.


წინა თავი შემდეგი თავი