მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 14

1და აღიღო ყოველმან მან კრებულმან და მოსცეს ჴმაჲ და ტიროდა ყოველი იგი ერი ღამე ყოელ.

2და დრტჳნვიდეს მოსესთჳს და აჰრონისთჳს ყოველნი ძენი ისრაჱლისანი. და ჰრქუეს მათ ყოველმან მან კრებულმან: მო-თუმცა-მწყდარ ვიყვენით ჩუენ ქუეყანასა მას ეგჳპტისასა, და უდაბნოსა ამას თუმცა მოვწყედით.

3და რაჲსათჳს შევჰყავთ ჩუენ უფალსა ქუეყანასა მას დაცემად ბრძოლითა, ცოლნი ჩუენნი და ყრმანი იყუნენ აღსაჭრელ, აწ უმჯობეს არს ჩუენდა მიქცევაჲ ეგჳპტედვე.

4და ჰრქუა მოყუასმან მოყუასსა: დავიდგინოთ ერისთავი და შევიქცეთ ეგჳპტედვე.

5და დავარდეს მოსე და აჰრონ პირსა ზედა თჳსსა წინაშე ყოვლისა კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.

6ხოლო ისუ, ძემან ნავესმან, და ქალებ, ძემან იეფონესმან, რომელთა განემსტურო ქუეყანა, დაიპეს სამოსელი მათი.

7და ეტყოდეს ყოველსა მას კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და ჰრქუეს: ქუეყანა, რომელი განვიხილეთ, კეთილ არს დიდად ფრიად.

8უკუეთუ სათნო უჩნდეთ ჩუენ უფალსა, შეგჳყვანნეს ჩუენ მას და მოგუცეს ჩუენ იგი, რომელ-იგი არს გამომადინებელი სძისა და თაფლისაჲ.

9არამედ უფლისაგან ნუ განსდგებით, ხოლო თქვენ ნუ გეშინინ ერისა მისთჳს მის ქუეყანისა, რამეთუ შესაჭმელ ჩუენდა არიან იგინი, რამეთუ განიშოვრა მათგან ჟამი, ხოლო უფალი ჩუენ შორის არს. ნუ გეშინინ მათგან.

10ხოლო კრებულმან მან თქუა მათი ქვისა დაკრებაჲ, ხოლო დიდებაჲ უფლისა გამოჩნდა ღრუბელსა შინა კარავსა მას ზედა წამებისასა ყოველისა შორის ძეთა ისრაჱლისათა.

11ჰრქუა უფალმან მოსეს: ვიდრემდის ხოლო განმარისხებდეს მე ერი ესე, ვიდრემდე არა ჰრწამს ჩემი ყოველთა ამათ სასწაულთა, რომელთა უყოფ მათ შორის?

12მაცადე და მოვსრა ეგე სიკუდილითა და წარვწყმიდნე ეგენი, გყო შენ და სახლი მამისა შენისაჲ ნათესავად დიდად უფროჲს მათსა.

13ჰრქუა მოსე უფალსა: ესმეს სამე ეგჳპტელთა, რამეთუ გამოიყვანე ძალითა შენითა ერი ესე მათგან.

14არამედ ყოველთა მკჳდრთაცა ამის ქუეყანისათა ასმიეს, რამეთუ შენ ხარ უფალი ერსა ამას შორის, რამეთუ თუალთა წინაშე პირისპირ იხილვები შენ, უფალი, და ღრუბელი წმიდაჲ შენი ზედა-ადგს მათ და სუეტითა ღრუბლისაჲთა ხუალ წინაშე მათსა დღისი და სუეტითა ცეცხლისაჲთა ღამე.

15და მოსრაა ერი ესე, ვითარცა კაცი ერთი და თქუან წარმართთა, რავდენთა ასმიეს სახელი შენი.

16რამეთუ ვერ უძლო შეყვანებად უფალმან ერი ესე ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა მათ და დასცნა იგინი უდაბნოსა მას ზედა.

17აწ ამაღლდეს ჴელი შენი, უფალო ვითარცა-იგი სთქუ.

18სულგრძელ, დიდად მოწყალე, ჭეშმარიტ, მომტევებელ უსჯულოებათა, სიცრუვეთა და ცოდვათა და განწმედით არა განიწმიდის თანამდები იგი მაგის ცოდვაჲ მამათაჲ შვილთა ვიდრე სამად და ოთხად ნათესავადმდე.

19მიუტევე ცოდვაჲ ერსა მას დიდისაებრ წყალობისა შენისა, ვითარცა-იგი მალხინებელ ექმენ ეგჳპტელთაგან ვიდრე აქამდე.

20ჰრქუა უფალმან მოსეს: მალხინებელ ვარ მაგითა სიტყჳთა შენითა,

21არამედ ცხოველ ვარ მე, და ცხოველ არს სახელი ჩემი და აღავსოს დიდებამან უფლისამან ყოველი ქუეყანა,

22რამეთუ ყოველთა მაგათ კაცთა, რომელთა უხილავს დიდებაჲ ჩემი და სასწაულნი, რომელნი ვყვენ ეგჳპტეს და უდაბნოსა ამას და განმცადეს მე ესე ათგზის, არა ისმინეს ჴმისა ჩემისა.

23უკუეთუ მაგათ იხილონ ქუეყანა იგი, რომლისათჳს ვეფუცე მამათა მათთა, არამედ შვილთა მათთა, რომელ არა იციან ჩემ თანა აქა, რომელთა არა იციან კეთილი და ბოროტი, ყოველსა ჭაბუკსა უმეცარსა, ამათ მისცე ქუეყანა იგი, ხოლო რომელთა განმარისხეს, არა იხილონ იგი.

24ხოლო მონა ჩემი ქალებ, რამეთუ იყო სული სხუაჲ მის ზედა და შემომიდგა მე, შევიყვანო იგი ქუეყანასა მას, რომელსა შევიდა მუნ და ნათესავმან მისმან დაიმკჳდროს.

25ხოლო ამალეკი და ქანანელი შენ არიან ღელსა შინა, ხვალე მოიქეცით თქუენ და იტრენით უდაბნოდ გზასა ერჳთრისა ზღჳსასა.

26მიუგო უფალმან მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

27ვიდრემდის ვითავსებდე კრებულსა ამას უკეთურსა, იგინი დრტჳნვენ წინაშე ჩემსა, დრტჳნვა ძეთა ისრაჱლისათა თქუენთჳს მესმა.

28ვარქუ მათ: ცხოველ ვარ მე, იტყჳს უფალი, არამედ ვითარცა იტყოდეთ ყურთა ჩემთა, ეგრე გიყო თქუენ.

29უდაბნოსა ამას დაცჳვენ ძვალნი თქუენნი, ყოველივე ხილვაჲ თქუენი და აღრაცხილნი იგი თქუენნი ოცით წლითგანი დამართ, რომელნი დრტჳნვიდეს ჩემთჳს.

30უკუეთუ თქუენ შეხჳდეთ ქუეყანასა მას, რომელსა მიმიყოფიეს ჴელი ჩემი დამკჳდრებად თქუენდა მას ზედა, გარნა ქალები იეფონესი და ისო ნავესი.

31და ყრმათა მათ, რომელთა აქრუთ: მიმოდასატაცებელ იყვენით, შევიყვანნე იგინი ქუეყანასა მას და დაიმკჳდრონ ქუეყანა იგი, რომლისაგან განსდეგით.

32და ძვალნი თქუენნი იყუნენ მძორ უდაბნოსა ზედა.

33და ძენი თქუენნი მოსჭამდენ უდაბნოსა ამას ორმეოც წელ და აღასრულონ სიძვაჲ თქუენი, ვიდრემდის არა განკაფდენ ძვალნი თქუენნი უდაბნოსა ზედა.

34მსგავსად რიცხუსა მას დღეთაჲსა, რაოდენსა მოიხილეს ქუეყანა იგი ორმეოცსა წელსა, დღე _ წელიწდისა წილ და მოიხუნეთ ცოდვანი თქუენნი ორმეოც წელ და გულისხმა-ჰყოთ რისხვაჲ გულისწყრომისა ჩემისა.

35მე, უფლმან, ვთქჳ: უკუეთუ არა ესრეთ უყო კრებულსა ამას უკეთურსა, რომელ აღდგომილ არს ჩემ ზედა. უდაბნოსა ამას აღესრულნენ და მოსწყდენ.

36და კაცნი იგი, რომელ წარავლინნა მოსე მოხილვად მის ქუეყანისა, მოვიდეს, იდრტჳნეს მისთჳს კრებულსა თანა თქუმად სიტყუასა ბოროტსა მის ქუეყანისათჳს.

37მოსწყდეს კაცნი იგი, რომელთა თქუეს მის ქუეყანისათჳს ძჳრი, გუემითა ბოროტითა წინაშე უფლისა.

38ისო ნავესი და ქალებ იეფონესი ცხოვნდეს კაცთა მათგან, რომელ წარვიდეს მოხილვად მის ქუეყანისა.

39ეტყოდა მოსე სიტყუათა ამათ ყოველთა ძეთა ისრაჱლისათა. და იგლოვდა ერი იგი ფრიად.

40აღიმსთუეს განთიად, აღვიდეს თავსა ზედა მთისასა და თქუეს: აჰა, ესერა, ჩუენ წარვიდეთ ადგილსა, რომელსა თქუა უფალმან, რამეთუ ვცოდეთ.

41ჰრქუა მოსე: რად გარდახვალთ სიტყუათა უფლისათა, არა წარგემართოს თქუენ.

42ნუ აღხვალთ, არა არს უფალი თქუენ თანა. დაეცნეთ წინაშე პირსა მტერთასა.

43რამეთუ ამალეკი და ქანანელი მუნ წინაშე თქუენსა არს და დაეცნეთ მახჳლითა მისთჳს, რამეთუ უკუნ თუ იქეცით ურჩებით უფლისაგან. და არა იყოს უფალი თქუენ თანა.

44და იძულებით აღჴდეს თავსა ზედა მის მთისასა, ხოლო კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და მოსე არა იძრნეს ბანაკით.

45და მოჴდა ამალეკი და ქანანელი, რომელ ჯდა მას მთასა შინა, სძლეს მათ და მოსრნეს იგინი ერთადმდე.

46და მოიქცეს ბანაკად.


წინა თავი შემდეგი თავი