მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 29

1და თთუჱსა მეშჳდესა, ერთსა თთჳსასა ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა. ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ, დღე იგი უწყებისაჲ იყოს თქუენდა.

2და ჰყოთ მრგულიად დასაწველი სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავი წელიწდეული, შჳდნი უბიწონი.

3შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული - ვერძსა ერთსა.

4ათეული-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.

5და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენთჳს.

6გარნა მრგულიად დისაწველთა მათთჳს თავისათა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი მსგავსად სულად სულნელებისად უფლისა.

7და მეათე ამის თთჳსაჲ ჩინებულ წმიდა იყავნ თქუენდა და იჭირეთ სულთა თქუენთა და ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.

8და შეწირენით მრგულიად დასაწველნი უფლისა სულად სულნელად მხუერპლად ზუარაკი ერთი მროწლისაგან, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი იყუნენ თქუენდა.

9შესაწირავი მათი, სამინდოჲ აღსუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.

10ათეულ-ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.

11და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თუენთჳს და მრგულიად დასაწველი იგი სამარადისოჲ და შესაწირავი მისი და მსხუერპლი მისი სულად სულნელად უფლისა.

12და მეათხუთმეტესა დღესა თთჳსა მეშჳდისასა, წოდებულ წმიდა იყავნ იგი თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ და დღესასწაულ-ყავთ იგი დღესასწაულად უფლისა შჳდ დღე.

13და შეწირენით მრგულიად დასაწველნი მლხუერპლად სულად სულნელად უფლისა და დღესა მას პირველსა ზუარაკი მროწლისაგანი ათცამეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი, იყუნენ.

14და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა ათცამეტთა მათ ზუარაკთა და ორი ათეული ვერძსა ერთსა ორთავე მათ ვერძთა.

15ათეული-ათეული კრავსა ერთსა ათოთხმეტთა მათ კრავთა.

16და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.

17შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი და დღესა მეორესა ზუარაკები ათორმეტი და ვერძი ორი და კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.

18შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.

19და წალი თხათაგანი ერთი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

20და დღესა მესამესა ზუარაკები ათერთმეტი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.

21შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.

22და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა - შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

23და დღესა მეოთხესა ზუარაკები ათი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათორმეტნი უბიწონი.

24შესაწირავები მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.

25და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

26და დღესა მეხუთესა ზუარაკი ცხრაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი ათოთხმეტნი წელიწდეულნი უბიწონი.

27შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.

28და წალი ერთი თხათაგანი ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

29და დღესა მეექუსესა ზუარაკი რვაჲ, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.

30შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა და განწესებისა მათისა.

31და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

32დღესა მეშჳდესა ზუარაკნი შჳდნი, ვერძნი ორნი, კრავნი წელიწდეულნი ათოთხმეტნი უბიწონი.

33შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთაჲ მსგავსად რიცხჳსა მათისა.

34და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

35და დღესა მერვესა განჯმნაჲ იყოს რქუენი, ყოველი საქმეჲ მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.

36და შესწიროთ მრგულიად დასაწველები სულად სულნელად უფლისა ზუარაკი ერთი, ვერძი ერთი, კრავნი წელიწდეულნი შჳდნი უბიწონი,

37და შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი ზუარაკთა და ვერძთა და კრავთა მსგავსად რიცხჳსა მათისა.

38და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვათათჳს, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა შესაწირავი მათი და მსხუერპლი მათი.

39ესე ჰყოთ უფლისა დღესასწაულთა თქუენთა ნეფსითნი თქვენნი და მრგულიად დსაწველნი თქვენნი, შესაწირავნი თქუენნი და მსხუერპლნი თქუენნი და საჴსრადნი თქუენნი.


წინა თავი შემდეგი თავი