მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 27

1და მოვიდეს ასულნი სალპაადისნი, ძისა ორფერისნი, ძისა გალაადისნი, ძისა მაქირისნი, დასისა მანასესი, ძეთა იოსებისთაჲ. და ესე არს სახელები მათი: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა.

2და დადგეს წინაშე მოსესა და წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე მთავართასა და წინაშე ყოვლისა კრებულისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და თქუეს:

3მამაჲ ჩუენი მოკუდა უდაბნოსა ზედა და იგი არა თანა იყო კრებულსა მას აღდგომილსა წინაშე უფლისა შორის კრებულსა მას კორესა, რამეთუ ცოდვისათჳს მოკუდეს და ძენი არა ესხნეს მას.

4ნუ აღიჴოცებინ სახელი მამისა ჩუენისაჲ დასისაგან მისისა, რამეთუ არა არს მისა ძე, გუეცით ჩუენ სამკჳდრებელი შორის ძმათა მამისა ჩუენისათა.

5და მიაწია მოსე საშჯელი იგი მათი წინაშე უფლისა.

6და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

7მართლ იტყჳან ასულნი სალპადისნი, ცემით სცე მათ დასაპყრობელი სამკჳდრებელისაჲ შორის ძმათა მამისა მათისათა და მივსცე ნაწილი მამისა მათისაჲ მათ.

8და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდა და ჰრქუა: კაციღა მოკუდეს და ძე არა ესუას მას, მისცეს სამკჳდრებელი მისი ასულსა მისსა.

9უკუეთუ არა ესუას ასული, მისცეთ სამკჳდრებელი მისი ძმასა მისსა.

10უკუეთუ არა ესხნეს მას ძმა, მისცეთ იგი მამისძმასა მისსა.

11უკუეთუ არა ესუას მას მამისძმაჲ, მისცეს სამკჳდრებელი იგი სახლეულსა მახლობელსა მისსა. ნათსავისა მისისაგანმან დაიმკჳდროს მისი და იყოს იგი ძეთა ისრაჱლისათა სამართალ საშჯელის, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

12და ჰრქუა მოსეს: აღვედ მთასა წიაღსა ამას მთასა ნაბავსა და იხილე ქუეყანა იგი ქანაანისაჲ, რომელსა მივსცემ მე ძეთა ისრაჱლისათა დაპყრობად.

13იხილო იგი და შევსძინო ერსა შენსა, ვითარცა შეეძინა აჰრონ, ძმაჲ შენი, ორს მთასა შინა.

14რამეთუ გარდაჰჴედით სიტყუასა ჩემსა უდაბნოდა ზედა სინასა რაჟამს მიჴდებოდა კრებული იგი წმიდა-ყოფად ჩემდა. არაწმიდა მყავთ მე წყალსა მას ზედა წინაშე მთასა. ესე არს წყალი ცილობისა კადესა, უდაბნოსა შინა სინასა.

15და ჰრქუა მოსე უფალსა:

16იხილენ უფალმან ღმერთმან სულთამან და ყოველთა ჴორცთამან კაცი კრებულსა ზედა ამას,

17რომელ გამოვიდოდის წინამძღურად მათსა და, რომელმან შეიყუარნეს იგინი, და რომელმან გამოიყვანნეს იგინი. და არა იყოს კრებული ესე უფლისა ვითარცა ცხოვარი, რომელთა არა არს მწყემს.

18და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: მოიყვანე შენ თანა ისუ, ძე ნავესი, კაცსა, რომელსა აქუს მას სული და დაასხნე მას ზედა ჴელნი შენნი.

19და დაადგინო იგი წინაშე ელიეზერ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისა.

20და ამცნო მათ მისთჳს წინაშე მათსა და მისცე დიდებაჲ შენი მას, რაჲთა ისმინოდიან მისი ძეთა ისრაჱლისათა.

21და წინაშე ელიაზარ მღდელისა დადგეს და ჰკითხოდიან მას საშჯელი განცხადებისაჲ წინაშე უფლისა. სიტყჳთა პირისა მისისაჲთა გამოვიდოდიან და სიტყჳთა პირისა მისისაჲთა შევიდოდიან და ძენი ისრაჱლისანი ერთბამად და ყოველი კრებული იგი.

22და ყო მოსე, ვითარცა ამცნო მას უფალმან და მოიყვანა ისუ და დაადგინა იგი წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ყოვლისა კრებულისასა.

23და დაასხნა ჴელნი მისნი მის ზედა და შეასწავა იგი მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.


წინა თავი შემდეგი თავი