მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 24

1და იხილა ბალაამ, რამეთუ კეთილ არს წინაშე უფლისა კურთხევაჲ ისრაჱლისაჲ, არა მივიდა კითხვად, ვითარ-იგი ჩუეულ იყო ზმნებათა და მიიქცია პირი თჳსი უდაბნოდ.

2და აღიხილნა თუალნი თჳსნი ბალამ და იხილა ისრაჱლი დაბანაკებული ნათესავად-ნათესავად. და იყო სული ღმრთისა მის ზედა.

3და აღიღო იგავი იგი მისი და თქუა ბალაამ, ძემან ბეორისმან,

4თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა, რომელმან ხილვაჲ ღმრთისა იხილა ძილსა შინა ზემხილვარითა თუალითა თჳსითა:

5ვითარ ეგე კეთილ არიან სახლნი შენნი, იაკობ, საყოფელნი, ისრაჱლ,

6ვითარცა მაღნარნი ბორობანნი და ვითარცა სამოთხენი მდინარესა ზედა და ვითარცა კარავნი, რომელ აღდგნა უფალმან და არა კაცმან და ვითარცა ნაძუნი წყლისკიდესა.

7გამოჴდეს კაცი ნათესავისაგან თჳსისა და ეუფლოს ნათესავთა მრავალთა და აღმაღლდეს გუგის მეფობაჲ და აღორძნდეს მეუფებაჲ მისი.

8ღმერთი უძღოდა მას ეგჳპტით, ვითარცა დიდებაჲ მარტორქისაჲ მისი, შეჭამნეს ნათესავნი მტერთა მისთანი და სიპოხე მათი ტჳნითურთ გამოწოოს და ისრითა მისითა ესროდის მტერთა.

9ინაჴ-იდგა და განისუენა ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან. ვინ აღადგინოს იგი? მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ არიან, და მაწყევარნი შენნი წყეულ არიან.

10და განრისხნა გულისწყრომით ბალაკ ბალაამის ზედა და შეიტყუელნა ჴელნი თჳსნი და ჰრქუა ბალაკ ბალამს: წყევად მტერსა ჩემისა მოგხადე შენ, და, აჰა, ესერა, კურთხევით აკურთხე, იგი ესე მესამედ.

11აწ ივლტოდე ადგილდ შენდა ვთქუ: გადიდო შენ. აწ ჴუებულ გქმნა შენ უფალმან დიდებისა მისგან.

12და ჰრქუა ბალაამ ბალაკს: არა მოციქულთაცა შენთა, რომელ მოავლინენ ჩემდა, ვარქუ მათ-მეთქი:

13მო-ღათუ-მცეს ბალაკ სახლი თჳსი სავსე ვეცხლითა და ოქროჲთა, ვერვე შეუძლო გარდასლვად სიტყუასა უფლისასა ყოფად მისა კეთილად, ანუ ბოროტად თავით ჩემით, არამედ რავდენი მრქუას მე ღმერთმან, ესე ვთქუა.

14და აწ, ესერა, წარვალ მე ადგიდ ჩემდა, მოვედ და გიზრახო შენ, რაჲ უყოს ერმან ამან ერსა მაგას შენსა.

15აღიღო იგავი თჳსი და თქუა ბალამ, ძემან ბეორისმან, თქუა კაცმან მან, რომელ ჭეშმარიტად ხედვიდა,

16ესმოდეს სიტყუანი ღმრთისანი, და მეცნიერ ყო მეცნიერებასა მაღლისასა. და ხილვაჲ ღმრთისა იხილა, რომელსა შინა ზეხილულ იყუნეს თუალნი მისნი.

17უჩუენო მას და არა აწ ვნატრო და არა მახლობელად გამობრწყინდეს ვარსკულავი იაკობისგან და აღდგეს კაცი ისრაჱლისაგან და მოსრნეს მთავარნი მოაბისანი და წარტყუენნეს ყოველნი ძენი სეითისნი.

18და იყოს ედომი სამკჳდრებელად და იყოს სამკჳდრებელად ესავი, მტერი მისი, და ისრაჱლმან ყოს ძლიერებით.

19და აღდგეს იაკობისგან და წარწყმიდოს განრინებული ქუეყანით.

20და იხილა ამალეკი და იხილა იგავი იგი თჳსი და თქუა: დასაბამი წარმართთაჲ ამალეკი და ნათესავი მათი წარწყმდეს.

21და იხილა კინეელი და აღიღო იგავი ესე და თქუა: მტკიცე არს სამკჳდრებელი შენი და და-თუ-სდვა კლდესა შინა ბუდე შენი.

22დაღათუ იყოს ბეორისი ბუდე ძმაცულებით, ასურასტანელთა წარგტყუენონ შენ.

23და აღიღო იგავი თჳსი და თქუა: ჵ, ვინ ცხონდეს, ოდეს დადვას ესე ღმერთმან?

24და გამოჴდეს ჴელთაგან კიტელთაჲსა და აჭირონ ასურს და აჭირებდენ ებრაელთა. და იგინი ერთბამად წარწყმდენ

25და აღდგა ბალაამ და წარვიდა, მიიქცა ადგილად თჳსა. და ბალაკ წარვიდა თჳსა.


წინა თავი შემდეგი თავი