მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 13

1და მისა შემდგომად წარიძრა ერი იგი ასეროთით კერძო და დაიბანაკეს უდაბნოსა მას ფარანისასა.

2და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: წარავლინენ შენ კაცნი.

3და განიმსტრვედ ქუეყანა იგი ქანანელთაჲ, რომელი მივეც მე ძეთა ისრაჱლისათა სამკჳდრებელად. კაცი თითოჲ ტომისაგან, სახლისაგან მამათა მათთაჲსა, წარავლინნე ყოველნივე იგინი მთავარნი მათგანი.

4და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ სიტყჳთა უფლისაჲთა, ყოველნი კაცნი მთავარნი ძეთა ისრაჱლისათანი. და ესე არს სახელები მათი:

5ტოჰმისა რუბენისი - სალამიელ, ძე ზაქურისი.

6სჳმეონისი ნათესავისაჲ - ზაფატია, ძე სურისი.

7ძეთაგან იუდაჲსთა - ქალებ, ძე იეფონესი.

8ძეთაგან ისაქარისთა - გალაამ, ძე იოსეფისი.

9ძეთაგან ეფრემისთა - ისო, ძე ნავესი.

10ძეთაგან ბენიამისთა - ფალტი, ძე რაფუჲსი.

11ძეთაგან ზაბულონისთა - იულიელ, ძე სუდისი. ძეთაგან იოსეფისთა,

12ძეთა მანასესთა - გადი, ძე სურისი.

13და ძეთაგან გადისთა - ამისე, ძე გამესი.

14ძეთაგან ასერისთა - სათურ, ძე მიქაელისი.

15ძეთაგან ლეფთალემისთა - აბი, ძე იაბისი.

16ძეთაგან გადისთა - ტოელ, ძე მაქისი.

17ესე არს სახელები კაცთაჲ მათ, რომელნი წარავლინნა მოსე განხილვად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და დასდვა ასეს, ძესა ნავესსა, სახელი მისი ისუ.

18და წარავლინნა იგინი მოსე უდაბნოჲთ ფარანისაჲთ განმსტრობად ქუეყანისა მის ქანანელთაჲსა და ჰრქუა მათ:

19აღვედით ამიერ უდაბნოჲთ და აღხჳდეთ თქუენ მთასა მას. და იხილეთ ქუეყანა იგი, რაბამ-რაჲ არს და ერი იგი, რომელ მსხდომ არს მას ზედა, ანუ თუ ძლიერ არს, ანუ თუ უძლურ, ანუ თუ მცირედ არიან, ანუ თუ მრავალ.

20და ვითარ არს ქუეყანა იგი, რომელსა ზედა დამკჳდრებულ არიან იგინი, გინათუ კეთილ არს, ანუ ბოროტ, ანუ ვითარ არიან ქალაქნი იგი, რომელსა შინა დამკჳდრებულ არიან იგინი, ანუ თუ მოზღუდვილ არიან, ანუ თუ უზღუდო.

21და რაჲ არს ქუეყანა იგი, ანუ თუ პოხილ არს, ანუ მჭლე, ანუ თუ არს ხე მას ზედა, ანუ თუ არა, და განეკრძალენით და მოიღეთ ნაყოფისა მისგან მის ქუეყანისა. და დღენი იგი იყუნეს დღენი ზაფხულისანი და ჟამი მსთჳსა ყურძნისა.

22და აღვიდეს და განიმსტურეს ქუეყანა უდაბნოჲთ სინაჲსაჲთ ვიდრე რააბად შესავალთაჲთ ეფრაათისაჲთ.

23და აღვიდეს უდაბნოჲთ და მოვიდეს ქებრონადმდე და მუნ იყუნეს აქიმან და სესი და თალმი ნათესავნი ენაკისნი. და ქებრონი შჳდით წლით შენებულ იყო უწინარეს ტანისა, რომელ არს ეგჳპტისაჲ.

24და მოვიდეს იგინი ჴევადმდე ტევნისა და განიმსტურეს იგი და მოჰკუეთეს მიერ რქაჲ და ტევანი ყურძნისაჲ მას ზედა ერთი და წარიღეს იგი მჴრითა აღებით და ბროწეულისაგან და ლეღჳსა.

25და უწოდეს სახელი ადგილისაჲ მის „ჴევ ტევნის“ - ტევნისა მისთჳს, რომელ მოჰკუეთეს ძეთა ისრაჱლისათა.

26და მიიქცეს მიერ და განემსტურო ქუეყანა შემდგომად ორმეოცისა დღისა.

27და წარვიდეს მიერ და მოვიდეს მოსესა და აჰრონისა და ყოვლისა მის კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა - უდაბნოდ ფარანისა, რომელ არს კადსაჲ, და მიუთხრეს მათ სიტყუაჲ ყოველსა მას კრებულსა, და უჩუენეს ნაყოფი იგი ქუეყანისაჲ მის, და უთხრეს მათ და ჰრქუეს მათ:

28მივიდეთ ჩუენ ქუეყანასა მას, რომელსა მიმავლინენ ჩუენ ქუეყანასა, მდინარესა სძისა და თაფლისასა, და ესე არს, ნაყოფი მისი.

29არამედ ფიცხელ არს ნათესავი იგი, რომელი მყოფ არს მას ზედა და ქალაქნი ძნელ და მოზღუდვილ და დიდად, და ნათესავიცა ენაკისი ვიხილეთ მუნ.

30და ამალეკი დამკჳდრებულ არს ქუეყანასა მას სამხრით კერძო და ქეტელი იგი, და ეველი, და იებოლელი და ამორეველი დამკჳდრებულ არიან მთით კერძო. და ქანანელი იგი მკჳდრ არს ზღჳსკიდესა და იორდანით კერძო.

31და დაადუმა ქალებ ერი იგი მოსესა მიმართ და ჰრქუა მათ: არა, არამედ აღსლვით აღვიდე და დავიმკჳდროთ ქუეყანა იგი, რამეთუ შეძლებით შეუძლოთ მათ.

32და კაცნი იგი, რომელნი აღსრულ იყუნეს მის თანა, თქვეს: არა აღვიდეთ, რამეთუ ვერ შემძლებელ ვართ აღსლვად ერისა მის, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა არიან ფრიად.

33და განთქუეს გმობაჲ მის ქუეყანისაჲ, როელ-იგი განიმსტურეს ძეთა მიმართ ისრაელისათა და იტყოდეს: ქუეყანა იგი, რომელ ჩუენ განვლეთ და ვიხილეთ, ქუეყანაჲ იგი შემჭამელი მკჳდრთა მისთაჲ არს და ერი იგი, რომელი ვიხილეთ, მას ზედა, კაცნი ჰასაკგრძელნი არიან მუნ.

34და მუნ ვიხილენით გმირნიცა და ვიყვენით ჩუენ მათ წინაშე, ვითარცა მკალნი, არამედ ესრეთ ვიყვენით მათ წინაშე.


წინა თავი შემდეგი თავი