მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 35

1და ეტყოდა უფალი მოსეს დასავალით კერძო მოაბსა იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო და ჰრქუა:

2ამცენ ძეთა ისრაჱლისათა, და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისა გარემოს მათსა ლევიტელთა.

3და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათდა, გარემოს მათსა იყოს საცხოვრისა მათისა და ოთხფერჴისა მათისათჳს.

4და საბრძანებელი ქალაქთა, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღუდითგან ქალაქისათა გამართ ორ ათასი წყრთა.

5დაზომო გარეშე ქალაქისა და აღმოსავლით კერძო ადგილი ორ ათას წყრთა და ბღუარით კერძო - ორ ათასი წყრთა და ზღჳთ კერძო - ორ ათასი წყრთა, ჩრდილოდ კერძო - ორ ათასი წყრთა. ესე იყავნ თქუენდა და საზღვარნი ქალაქთანი.

6და ქალაქნი, რომელ მივსცნეთ ლევიტელთა, ექუსნი იგი ქალაქნი შესაოტებელნი, რომელ მისცნეთ შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა და ამათ თანა ორმეოცდაორ ქალაქ.

7ყოველი ქალიქები, რომელი მისცეთ ლევიტელთა ორმეოცდარვა ქალაქ იგი და დაბნები მისი.

8და ქალაქები, რომელ სცეთ სამკჳდრებელისაგან ძეთა ისრაჱლისათაჲსა უდიდესთაგან დიდად და მცირეთაგან მცირედ თითოეულად მსგავსად სამკჳდრებელისა თჳსისა, რომელ დაიმკჳდრონ, სცეს ქალაქთაგან ლევიტელთა.

9და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

10ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: თქუენ წიაღხვალთ იორდანესა, ქუეყანად ქანაანისა.

11და განაკუთნეთ თქუენდად ქალაქნი, შესავედრებელად იყუნენ იგინი თქუენდა შევლტოლად მუნ კაცისმკლველისა, ყოველმან, რომელმან მოკლას კაცი არანეფსით.

12და იყუნენ თქუენდა ქალაქნი იგი შესავედრებელად მეძიებელისაგან სისხლისაჲსა და არა მოკუდეს კაცისმკლველი იგი ვიდრე წარდგომადმდე წინაშე კრებულისა საშჯელად.

13და ქალაქნი იგი, რომელ მისცნეთ, ექუსნი ქალაქნი შესავედრებელად იყუნენ თქუენდა.

14სამნი იგი ქალაქნი მისცნეთ წიაღ იორდანესა და სამნი იგი მისცნეთ ქუეყანასა ქანაანისასა. შესავედრებელად იყუნენ ძეთა ისრაჱლისათა და მოქცეულთა და მსხემთა, რომელ იყუნენ თქუენ შორის, იყუნენ ექუსნი ესე ქალაქნი შესავედრებელად მუნ ყოვლისა კაცისმკლველისა არანეფსით.

15

16უკუეთუ ჭურჭლითა რკინისაჲთა სცეს და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.

17უკუეთუ ქვაჲ ვინმე აღიღოს ჴელითა, რომელსა შინა მოკუდეს, და მით სცეს მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.

18უკუეთუ ჭურჭლითა ძელისაჲთა ჴელითა სცეს ვინმე მას და მოკუდეს, კაცისმკლველ არს იგი, სიკუდილით მოკუედინ მკლველი იგი.

19მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას, რაჟამს შეემთხჳოს მას. ამან მოკლას იგი.

20უკუეთუ მტერობით უგუმიროს მას და დაუტეოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი ზაკჳთ და მოკუდეს,

21ანუ მანკიერებით სცეს მას ჴელითა თჳსითა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ მცემელი იგი, კაცისმკლველ არს, მეძიებელმან მან სისხლისამან მოკლას მკლველი იგი, რაჟამს შეემთხჳოს მას იგი.

22უკუეთუ მყის არა მტერობით უგუმიროს მას, ანუ მიაგდოს მის ზედა ყოველი ჭურჭელი, არა უმზირდა მას,

23არღაცა ყოვლითა ქვითა, რომლითა მოკუდეს მით, არამეცნიერობით და დაეცეს მის ზედა და მოკუდეს, ხოლო იგი არა მტერ იყო მას, არცაღა ეძიებდა ბოროტსა-ყოფად მისა.

24და საჯოს კრებულმან შორის მცემელისა მის და შორის მეძიებელისა სისხლისაჲსა მსგავსად ამას საშჯელისა.

25და განარინოს კრებულმან მან მკლველი იგი მეძიებელისა მისგან სისხლისაჲსა და შეიყვანოს კრებულმან მან ქალაქსა მას შესავედრებელსა. და დაეშენოს მუნ ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა, რომელსა სცხეს საცხებელითა წმიდითა.

26უკუეთუ გამოვიდეს მკლველი იგი საღზვართა მისთა ქალაქისათა, რომელსა შეევედრა მუნ.

27და პოვოს იგი მეძიებელმან მან სისხლისამან გარეშე საზღვართა ქალაქისა მის შესავედრებელისა მისისათა და მოკლას მეძიებელმან მან სისხლისამან მკლველი იგი, არა თანამდებ იყოს,

28არამედ ქალაქსა მას შესავედრებელსა შენ იყოს, ვიდრემდის მოკუდეს მღდელი იგი დიდი და შემდგომად სიკუდილისა მღდელისა მის დიდისა მიიქცეს მკლველი იგი ქუეყანად სამკჳდრებელად თჳსა.

29და იყოს ესე თქუენდა სამართალ საშჯელისა ნათესავთა თქუენთა ყოველთა სამკჳდრებელთა თქუენთა.

30ყოველმან, რომელმან სცეს კაცსა მოწამით, მოკლას მკლველი იგი და მოწამემან ერთმან არა წამოს კაცისათჳს მოსიკუდიდ.

31და არა მოიღო საჴსარი სულისათჳს მკლველისაგან, რომელი სიკუდილისა თანამდებ იყოს, არამედ სიკუდილით მოკუდეს.

32არა მოიღოს საჴსარი ოხებად მისა ქალაქთა შესავედრებელთა, რათამცა შენ იყო იგი კუალად ქუეყანასა ზედა ვიდრე მოსიკუდიდმდე მღდელისა მის დიდისა.

33და არა მოსრათ ქუეყანაჲ, რომელსა ზედა თქუენ შენ ხართ, რამეთუ სისხლმან მან მოსრა ქუეყანაჲ და ვერ განერეს ქუეყანაჲ სისხლისა მისგან, რომელ დაითხია მას ზედა, არამედ მას სისხლსა ზედა, რომელ დასთხია იგი.

34და არა შეაგინოთ ქუეყანა, რომელსა ზედა მკჳდრ ხართ თქუენ, და რომელსა ზედა დამკჳდრებულ ვარ მე თქუენ შორის, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი დამკჳდრებულ ვარ შორის ძეთა ისრაჱლისათა.


წინა თავი შემდეგი თავი