მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 2

1ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

2კაცად-კაცადმან მახლობელად განწესებასა თჳსსა მსგასად უწყებასა თჳსსა სახლად-სახლად და ტომად-ტომად დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა წინაშე უფლისა გარემო კარავსა წამებისასა.

3დაიბანაკონ ძეთა ისრაჱლისათა და რომელთა დაიბანაკონ პირველად აღმოსავალით განწესებულმან ბანაკმან იუდაჲსმან ძალითურთ მათით და მთავარ ძეთა იუდაჲსთა, ნაასონ, ძე ამინადაბისი,

4ძალი მისი აღხილული სამეოცდაათოთხმეტ ათას და ექუსას.

5და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან იზაქარისმან და მთავარმან ძეთა ისაქარისთა, ნათანაელ, ძემან სოგორისმან.

6ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათოთხმეტ ათას და ოთხას და

7რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ზაბულონისმან და მთავარმან ძეთა ზაბულონისთა, ელიაბ, ძე ქიროსისი,

8ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაშჳდ ათას და ოთხას.

9ყოველნი აღრაცხილნი ნათესავთა თანა იუდაჲსთა ასოთხმეოცდაექუს ათას და ოთხას ძალითურთ მათით, პირველად აღიძრნენ.

10განწესებული ბანაკი რუბენისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთა რუბენისთაჲ - ელისურ, ძე ედიორისი.

11ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაექუს ათას და ხუთას.

12და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან სჳმეონისმან და მთავარმან ძეთა სჳმეონისთა - სალამიელ, ძემან სურისადაჲსმან.

13ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათცამეტ ათას და სამას.

14და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან გადისმან და მთავარ ძეთა გადისთა - ელისაფატ, ძე რაგუჱლისი.

15ძალი მისი აღხილული - ორმეოცდახუთ ათას ექუსას და ერგასის.

16ყოველნივე აღრაცხილ ბანაკსა თანა რუბენისსა - ასერგასის და ერთ ათას და ოთხას და ერგასის ძალითურთ მათით.

17მეორედ აღიძრნენ და აღიღონ კარავი წამებისაჲ და ბანაკი ლევიტელთაჲ შორის ბანაკთა, ვითარცა დაიბანაკონ, ეგრეცა აღიძრნენ თითოეულად მახლობელად განწესებასა მათსა.

18განწესებული ბანაკი ეფრემისი ზღჳთ ძალითურთ მათით და მთავარი ძეთაგანი ეფრემისთაჲ.

19ელისამა, ძე ემეუდისი, ძალი მისი აღხილული ორმეოც ათას და ხუთას.

20და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან მანასჱსმან და მთავარ ძეთაგან მანასჱსთა გამალიელ ძემან ფადასორისმან.

21ძალი მისი აღხილული - ოცდაათორმეტ ათას და ორას.

22და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამისმან და მთავარი ძეთა ბენიამისთაჲ - აბიდან, ძე გედეონისი.

23ძალი მისი აღხილული - ოცდაათხუთმეტ ათას და ოთხას, რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ბენიამენისამან და მთავარი ძეთა ბენიამენისთაჲ - აბედან, ძე გედეონისი. ძალი მისი აღხილული - ოცდათხუთმეტ ათას და ორას.

24ყოველნი აღრაცხილ ბანაკთა თანა ეფემისთა ასდარვა ათას და ორა ძალითურთ მათით.

25მესამედ აღიძრნედ განწესებული ბანაკი დანისი ჩრდილოჲთ ძალითურთ მათით, და მთავარი ძეთა დანისთაჲ - აქეზერ, ძე ამისადისი.

26ძალი მათი აღხილული - სამეოცდაორ ათას და შჳდას.

27და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ასერისმან და მთავარ ძეთა ასერისთა - ფაგელ, ძე ექრანისი.

28ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაერთ ათას და ხუთას.

29და რომელთა დაიბანაკონ მახლობელად მათსა ნათესავმან ნეფთალისმან და მთავარი ძეთა ნეფთალემისთაჲ - აქირე, ძე ენანისი.

30ძალი მისი აღხილული - ორმეოცდაათ ათას და ოთხას.

31ყოველნი აღრაცხილნი ბანაკსა თანა დანისსა ასერგასისდაშჳდ ათას და ექუსას ძალითურთ მათით. უკანაჲსკნელ აღიძრნენ მსგავსად განწესებულებისა მათისა.

32ესე რიცხჳ ძეთა ისრაჱლისათაჲ და სახლად-სახლად მამათა მათთაჲ და ყოველი აღხილვაჲ ბანაკთა მათთა ძალითურთ მათით ექუსას ათას და სამ ათას და ხუთას და ერგასის.

33ხოლო ლევიტელნი არა შეარაცხნეს მათ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.

34და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ესრესახედ დაიბანაკეს მსგავსად განწესებულებასა მათსა და ესრეთ აღიძრნიან თითოეულად მახლობელად ტომად-ტომად მათა მსგავსად სახლად-სახლად მამათა მათთა.


წინა თავი შემდეგი თავი