მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
წიგნი რიცხუთაჲ
თავი 32

1და მრავალ იყო საცხოვარი ძეთა რუბენისთაჲ და ძეთა გადისთაჲ, მრავალ იყო ფრიად და იხილეს სოფელი იაზერისი და სოფელი გალაადისაჲ. და იყო ადგილი იგი ადგილი სასაცხოვრე.

2და მოვიდეს ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი, ეტყოდეს მოსეს და ელიაზარს მღდელსა და მთავართა კრებულისათა და ჰრქუეს:

3ატაროთი და დებონ და იაზერი და ნამბრაჲ და ესებონი და ელეალე და სებამაჲ და ნაბად და აბეაჲ,

4ქუეყანაჲ, რომელ მოგუცა უფალმან წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, ქუეყანაჲ ცხოვარისა საყოფელი არს და მონათა შენთა საცხოვარი ფრიად არს.

5და ეტყოდეს: ვპოვეთ თუ მადლი წინაშე შენსა, მოეც ქუეყანა ესე მონათა შენთა დაპყრობად და ნუ წიაღგჳყვანებ ჩუენ იორდანესა.

6და ჰრქუა მოსე ძეთა გადისთა და ძეთა რუბენისთა: ძმანი თქუენნი ვიდოდიან ბრძოლად და თქუენ სხდეთ მანდა.

7და რად განსდრეკთ გონებასა ძეთა ისრაჱლისათასა არა წიაღსლვად ქუეყანასა მას, რომელსა მოსცემს მათ უფალი?

8არა ესრევე ყვესა მამათა თქუენთა, რაჟამს წარავლინნა იგინი კადეს ბარნეთ მოხილვად ქუეყანისა მის?

9და მივიდეს იგინი ჴევსა მას ტევნისასა და მოიხილეს ქუეყანა იგი, და განდრიკეს გული ძეთა ისრაჱლისათაჲ, რათა არა შევიდენ ქუეყანასა მას, რომელ მოსცა მათ უფალმან.

10და განრისხნა გულისწყრომით უფალი მას დღესა შინა და თქუა:

11უკეთუ იხილოთ კაცთა მათ, რომელნი აღმოვიდეს ეგჳპტით ოცით წლითგანთა და მიმართ, რომელ მეცნიერ არიან კეთილისა და ბოროტისა, ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს ეფუცა აბრაჰამს, ისაკს, და იაკობს, რამეთუ არა შემომიდგეს მე.

12გარნა ქალებ იეფონისი, რომელ განეყენა მათგან და ისუ, ძე ნავესი, რამეთუ შეუდგეს უკუანა უფალსა,

13და განრისხნა გულისწყრომით უფალი ისრაჱლსა ზედა და აგურიობნა იგინი უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, ვიდრემდის მოისრა ყოველი ნათესავი იგი, რომელნი იქმან ძჳრსა წინაშე უფლისა.

14და, აჰა, ესერა, აღდეგით მამათა თქუენთა წილ კრებული კაცთა ცოდვილთაჲ შეძინებად მერმე რისხვასა გულისწყრომასა უფლისასა ისრაჱლსა ზედა.

15რამეთუ უკუნიქცევით თქუენ მისგან და შესძინებთ კუალად დატევებასა მისსა უდაბნოსა ზედა და იქმთ უშჯულოებასა ყოველსა ზედა კრებულსა ამას.

16და მოუჴდეს მას და ეტყოდეს: ბოსლები სასაცხოვრე ვაშენოთ საცხოვრისა ჩუენისათჳს და ქალაქები ბუნაურებისა ჩუენისათჳს.

17და ჩუენ ჭურვილნი წინაშე ძეთა ისრაჱლისათა ვიდრემდის მივიყვანნეთ იგინი ადგილად მათა და დაეშენოს დედაწული ჩუენი ქალაქთა ისრაჱლისათა. და სცენ ლევიტელთა ნაწილისაგან სამკჳდრებელისა მათისა ქალაქები საყოფელად და აგარაკები ქალაქებისაჲ გარემოჲს მათსა მისცენ ლევიტელთა და იყუნენ ქალაქნი იგი საყოფელად მათა. და გარემოჲსი მათსა იყოს საცხოვრისა მათისათჳს და ოთხფერჴისა მათისათჳს და საბრძანებელი ქალაქთაჲ, რომელ მისცეთ ლევიტელთა ზღჳთგან ქალაქისაჲთა გამართ ათას წყრთა გარემოჲს და განჰზომო გარეშე ქალაქსა აღმოსავალით კერძო ადგილი - ორ ათას და ბღუარით კერძო - ორ ათას წყრთა და ზღჳთ კერძო - ათას წყრთა ქალაქები იგი საშუალ.

18არასადა მოვიქცეთ სახით ჩუენდა, ვიდრემდის არა განიყვანენ ძენი ისრაჱლისანი თითოეული სამკჳდრებელად თჳსა.

19და არღარა დავიმკჳდროთ მათ შორის მიერ კერძო, რამეთუ მოგჳღებიეს ჩუენ ნაწილი ჩუენი წიაღმო იორდანესა აღმოსავალით კერძო.

20და ჰრქუა მათ მოსე: ჰყოთ თუ მსგავსად სიტყჳსა ამის, შე-თუ-იჭურნეთ ბრძოლდდ წინაშე უფლისა.

21და წიაღჴდეს ყოველი ჭურვილი თქუენი იორდანესა წინაშე უფლისა, ვიდრემდის მოისრნენ მტერნი მისნი პირისაგან მისისა.

22და დაიპყრას ქუეყანაჲ იგი წინაშე უფლისა და შემდგომად ამისსა უკუმოიქცეთ და იყუნეთ უბრალო წინაშე უფლისა და ისრაჱლისაგაჱ, და იყოს ქუეყანა ესე სამკჳდრებელად თქვენდა წინაშე უფლისა.

23უკუეთუ არა ჰყოთ ესრე, სცოდოთ წინაშე უფლისა და სცნათ ცოდვაჲ თქუენი, რაჟამს გეწიოს თქუენ ძჳრი.

24და აწ იშენეთ თქუენ ქალაქები ვანისა თქუენისათჳს და ბანაკები საცხოვრისა თქუენისათჳს და, რომელ-ეგე აღმოჴდა პირით თქუენით, ყავთ.

25და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა მოსეს და ჰრქუეს: მონათა შენთა ყონ, ვითარცა უმცნიეს შენდა უფალსა ვანი ჩუენი

26და დედები ჩემნი და ყოველი საცხოვარი ჩუენი იყოს მუნ ქალაქებსა მას გალაადისასა.

27მონანი შენნი წიაღჴდენ ყოველნივე შეჭურვილნი და განმზადებულნი წინაშე უფლისა ბრძოლად, ვითარცა იტყჳს უფალი.

28და შეასწავლნა იგინი მოსე ელიაზარს მღდელსა და ისოს, ძესა ნავესსა, და მთავართა და ტომთა ძეთა ისრაჱლისათა.

29და ჰრქუა მათ მოსე: წიაღ-თუ-ჴდენ ძენი რუბენისნი და ძენი გადისნი თქუენ თანა იორდანესა ყოველნი შეჭურვილნი ბრძოლად წინაშე უფლისა და ეუფლნეთ ქუეყანასა მას წინაშე თქუენსა, მისცეთ მათ ქუეყანა გალაადისაჲ სამკჳდრებელად.

30უკუეთუ არა წიაღჴდენ შეჭურვილნი თქუენ თანა ბრძოლად წინაშე უფლისა, თქუენ წიაღიღეთ ვანი მათი და დედაწული მათი და საცხოვარი მათი პირველად თქუენსა ქუეყანად ქანანისა.

31და მიუგეს ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ჰრქუეს: რავდენსაცა გვეტყოდის უფალი მონათა მისთა,

32ეგრე ვყოთ ჩუენ, წიაღვჴდეთ შეჭურვილნი ქუეყანად ქანანისა და გუცეთ ჩუენ სამკჳდრებელი წიაღ იორდანესა.

33და მისცა მათ მოსე: ძეთა რუბენისთა და ძეთა გადისთა და ზოგსა ნათესავსა მანასესა, ძისა იოსებისსა, სამეუფოჲ სეონ მეფისა ამორველისაჲ, და სამეუფოჲ ოგ მეფისა ბასანისაჲ ქუეყანაჲ და ქალაქები მისი საზღურითურთ, ქალაქები ქუეყანასა გარემო.

34და აღაშენეს ძეთა გადისთა დებონი

35და ატაროთი და არუერი და სუფანი და იაზერი.

36და აღამაღლნეს იგინი და ბეთნაბრაჲ და ბეთარრანი, ქალაქნი ძნელნი, და ბოსლები საცხოვრე.

37და ძეთა რუბენისთა აღაშენეს ესებონი და ელვარე და კარათაჲმე და ნაბოჲ

38და ბელმოჲნი გარემოჲს დასაბამი და დასდვეს სახელები მათი სახელებად ქალაქებსა მას, რომელ აღაშენნეს.

39და წარვიდა ძე მაქირისი, ძისა მანასესი, გალაადდ და დაიპყრა იგი და წარწყმიდა ამორეველი იგი, რომელ მკჳდრ იყო მუნ.

40და მისცა მოსე გალაადი მაქირს, ძესა მანასესა, და დაეშენა მუნ.

41და იაირ, ძე მანასესი, წარვიდა და დაიპყრა ბოსლები მათი და უწოდა მათ ბანაკები იაირისი.

42და ნაბავ წარვიდა, დაიპყრა კანათაჲ და დაბნები მისი. და უწოდა მას ნაბავ, სახელი თჳსი.


წინა თავი შემდეგი თავი